რა არის და როგორ ამოვიცნოთ გრინვოშინგი?
გრინვოშინგი არის პროცესი, როდესაც კომპანიას მომხმარებელი მიზანმიმართულად შეჰყავს შეცდომაში და საკუთარ საქმიანობას წარმოაჩენს ეკოლოგიურად სუფთად, მაშინ, როცა ეს სინამდვილეში ასე არ არის.
ეს 5 ხერხი დაგეხმარებათ გრინვოშინგის ამოცნობაში:
1. ნაკლებად დაუჯერეთ შეფუთვის ვიზუალს და წაიკითხეთ ეტიკეტი
ხშირია შემთხვევა, როცა შეფუთვაზე დატანილი დიზაინი და ეტიკეტში მოცემული ინფორმაცია აცდენილია ერთმანეთს.
2. ნაკლებად დაუჯერეთ სლოგანს და შეამოწმეთ ინგრედიენტები
სლოგანებზე რეგულაციები არ არსებობს. ამიტომ კომპანიები მომხმარებლის მოსაზიდად ხშირად იყენებენ ფრაზებს, როგორიცაა "100%-ით ნატურალური".
3. მეტი გაიგეთ პროდუქტის სერტიფიკატებზე
ხშირად, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტისთვის, შესაბამისი შემოწმების გავლის შემდეგ, ენიჭება სერტიფიკატი.
4. მიაქციეთ ყურადღება, ბრენდის რა ნაწილია ეკოლოგიურად სუფთა
ხშირად, ეკომეგობრულია არა მთლიანად წარმოება, არამედ ბრენდის მხოლოდ ერთი კონკრეტული ელემენტი. რეკლამირებისას კი აქცენტი მხოლოდ ამ ელემენტზე კეთდება.
5. მიაქციეთ ყურადღება, რამდენად ღიაა ბრენდი
კომპანია მომხმარებელს უნდა აწვდიდეს ზუსტ ინფორმაციას პროდუქტის წარმოებაზე, მის კომპონენტებზე, უსაფრთხოებასა და ასევე, კომპანიის პოლიტიკაზე.
თუ მწვანე ბიზნესის დაწყება გინდათ, გაეცანით პირობებს და 15 მარტამდე შემოიტანეთ განაცხადი იდეათონში: “დაამზადე მომხმარებლისთვის, შეფუთე დედამიწისთვის”.
იდეათონი ხორციელდება USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭრით საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან, გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP), შესაფუთი მასალების მწარმოებელთა და საქართველოს ნარჩენების მართვის ასოციაციებთან პარტნიორობით. იდეათონი წარიმართება ფორსეტის ორგანიზებით და მისი მედიაპარტნიორია NEXT.On.ge.
კომენტარები