500 Georgia-ს გამარჯვებული ორი სტარტაპი ცნობილია — Payze და Agrolabs სილიკონ ველიზე მიემგზავრებიან
დღეს, 11 მარტს, 500 Georgia-ს Demo Day გაიმართა, სადაც ფინალისტებმა საკუთარი სტარტაპები ინვესტორებს გააცნეს. ღონისძიების ბოლოს პროგრამის ორი გამარჯვებული გამოვლინდა — Payze და Agrolabs, რომლებიც სან ფრანცისკოში, სილიკონ ველიზე გაემგზავრებიან და immersion program-ში მიიღებენ მონაწილეობას.
აქსელერაციის პროგრამის მეორე ნაკადის ფინალურ ეტაპზე, გამარჯვებისთვის 5 სტარტაპი — Payze, Agrolabs, Youtravel.me, Kvalifika და Corebook იბრძოდა. მეორენაკადის ნახევარფინალისტი სტარტაპებს (Activechat, B2C.GE, Kernel, My Nanny, PAYZE, Simpolium) კი დემო დღეზე ინვესტორების წინაშე წარდგნის შესაძლებლობა მიეცათ.
500 Startups მსოფლიოს წამყვანი აქსელერატორია, რომელიც 2010 წელს დაარსდა სილიკონ ველიზე და დღემდე 2 400-ზე მეტ კომპანიაში მოახერხა ინვესტიციის ჩადება. იგი საქართველოში ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოსთან და საქართველოს ბანკთან პარტნიორობით შემოვიდა. აქსელერატორი გლობალური სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებასა და ქვეყნების საინვესტიციო პოტენციალის გაზრდას ისახავს მიზნად.
მეორე ნაკადის ორ გამარჯვებულ სტარტაპზე ვრცელ სტატიებს შეგიძლიათ ქვემოთ მოცემულ ბმულებზე გაეცნოთ:
კომენტარები