ბუკინგემის სასახლე იძიებს ბრალდებებს, თითქოს მეგანი თანამშრომლებს აბულინგებდა
ფოტო: Getty Images
ბუკინგემის სასახლე აცხადებს, რომ სასექსის ჰერცოგინიის, მეგან მარკლის წინააღმდეგ არსებულ ბრალდებებს გამოიძიებს. 2018 წელს კენსინგტონის სასახლე 2-მა დასაქმებულმა დატოვა და მაშინ ბრიტანულ ტაბლოიდებში გაჟღერდა, რომ ისინი მეგანს ბულინგში ადანაშაულებდნენ.
როგორც სასახლის ყოფილი თანამშრომლები ბრიტანულ The Times-თან აცხადებენ, მათ სურთ, რომ საკუთარი ისტორია გააჟღერონ ოპრა უინფრისთან ჰარის და მეგანის ინტერვიუმდე. ისინი ასევე აცხადებენ, რომ მათი საკითხი საფუძვლიანად არ შეისწავლეს.
ოპრა უინფრისთან ჰარისა და მეგანის ინტერვიუ კვირას, 7 მარტს გამოდის და ეს მათი პირველი საჯარო საერთო ინტერვიუა სამეფო ოჯახის დატოვებისა და ამერიკაში გადასახლების შემდეგ.
ბუკინგემის სასახლემ საპასუხოდ განაცხადა, რომ ამ საკითხით შეშფოთებულია და აუცილებლად გამოიძიებს ბრალდებებს, რომლებიც მეგან მარკლის წინააღმდეგ გაჟღერდა.
"სასახლეში დასაქმებული ადამიანების მიმართ ბულინგისა და შეურაცხყოფის ადგილი არ არის და არც არასდროს ყოფილა", — წერია ოფიციალურ განცხადებაში.
ჰარის და მეგანის პუბლიცისტმა კი ბრალდებებს სასექსის ჰერცოგინიაზე თავდასხმის მორიგი ტალღაა უწოდა:
"ეს დამაზიანებელი დეზინფორმაციაა, რომელიც მის რეპუტაციას ლახავს. სევდიანია, რომ ამას მედიაც ხელს უწყობს. ჰერცოგინია მის პიროვნებაზე მორიგ თავდასხმას განიცდის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თავად იყო ბულინგის სამიზნე და მხარს უჭერდა ადამიანებს, რომლებსაც ამის გამოვლა უწევდათ".
საინტერესოა ისიც, რომ მსგავს ბრალდებებს ტაბლოიდების საშუალებით პრინცესა დაიანას წინააღმდეგაც აჟღერებდნენ, რომ ის თითქოს ძიძებს უილიამთან და ჰარისთან მიახლოებას უკრძალავდა.
ჰარიმ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ სამეფო ოჯახიდან წამოსვლის ერთ-ერთი მიზეზი მენტალური ჯანრმთელობის გაუარესებაც იყო. მისი თქმით, ზუსტად ისე მოიქცა, როგორც ნებისმიერი ქმარი მოიქცეოდა და ასეთ გარემოს თავისი ოჯახი განარიდა. წყვილი ამჟამად კალიფორნიაში ცხოვრობს და მეორე შვილს ელოდება. მან ოპრასთან ინტერვიუში პრინცესა დაიანაც გაიხსენა:
"შვებასა და ბედნიერებას ვგრძნობ, რადგან ჩემი ცოლი ჩემს გვერდითაა, როცა აქ ვზივარ და გესაუბრებით. წარმოდგენაც არ შემიძლია, როგორ გაიარა წლების წინ მთელი ეს პროცესი მან (პრინცესა დაიანამ) მარტომ. ეს ყველაფერი ჩვენთვის წარმოუდგენლად რთული აღმოჩნდა, მაგრამ, სხვა თუ არაფერი, ერთმანეთი მაინც გვყავდა".
2021 წლის თებერვალში მეგან მარკლმა ბრიტანულ ტაბლოიდს პირადი წერილების გამოქვეყნების შესახებ სასამართლო დავა მოუგო, ის მილიონ დოლარზე მეტს ითხოვს. რამდენიმე დღის წინ კი პრინცი ჰარი CBS-ის შოუ, The Late Late Show-ში გამოჩნდა. მან შოუს წამყვან ჯეიმს კორდენთან ერთად სამხრეთ კალიფორნია მოიარა და სხვადასხვა თემის, მათ შორის, სერიალ The Crown-ის შესახებ გულწრფელად ისაუბრა.
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
კომენტარები