პროკურატურა აჭიანურებს დაზარალებულად ცნოს არასრულწლოვნები, რომლებზეც მამა ძალადობდა — საფარი
ფოტო: Angela Waye / Shutterstock
კავშირი საფარის განცხადებით, პროკურატურა "შეგნებულად აჭიანურებს" დაზარალებულად ცნოს არასრულწლოვანი და-ძმა, რომელზედაც მამა ძალადობდა. მათი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ არაერთი საჩივარი დაწერეს, უწყებამ ეს საქმე "გაურკვეველი დროით თაროზე შემოდო".
საფარი, რომელიც არასრულწლოვნების ინტერესებს იცავს, ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, შვილებზე მამა ძალადობდა, მან დედის წინააღმდეგ ბავშვებს იძულებით ცრუ ჩვენება მიაცემინა. ქალი დღემდე სასჯელს იხდის.
"მას შემდეგ, რაც არასრულწლოვნები ნეიტრალურ სივრცეში, მინდობით აღმზრდელთან გადაიყვანეს, მათ სიმართლე აღიარეს და განაცხადეს, რომ დედისთვის სასტიკი დანაშაულის დაბრალებას მათ მამა აიძულებდა.
ასევე, არსებობს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, სადაც მითითებულია, რომ ბავშვები არ განიცდიდნენ ფსიქიკურ ტანჯვას დედისგან, ხოლო მამისგან იყვნენ ფსიქოლოგიური ძალადობის ქვეშ", — აცხადებენ ორგანიზაციაში.
საფარის განცხადებით, 2020 წელს არასრულწლოვანი ბავშვების მიმართ მამის მიერ განხორციელებულ სისტემატიურ ძალადობაზე, მამის აღიარების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა, თუმცა მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსის 11-126 პრიმა მუხლით, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.
"საფარმა მიმართა შუამდგომლობით, დაზარალებული ბავშვებისა და საქმეში შეკრებილი არაერთი მტკიცებულების საფუძველზე, გამოძიება ეწარმოებინათ და საქმე სასამართლოში წარმართულიყო როგორც ძალადობის, ასევე, სისხლის სამართლის კოდექსის 372 მუხლის მე-2 ნაწილით (ჩვენების მიცემის იძულება)", — ამბობენ ორგანიზაციაში.
მათი თქმით, ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და მართალია, 2020 წლიდან დღემდე, მათ ათეულობით საჩივარი დაწერეს, როგორც ზემდგომ პროკურორთან, ასევე მთავარ პროკურატურაში, საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები არ მიმდინარეობს. საქმის ზედამხედველი პროკურორის, თორნიკე ტყაბლაძის მიმართ შუამდგომლობის მიუხედავად კი, არასრუწლოვანი ბავშვების დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილება არ მიუღიათ.
"საფარი დაუყოვნებლივ ითხოვს, პროკურატურამ დაზარალებულად ცნოს ბავშვები, ასევე, გამოიტანოს დადგენილება ბრალდების შესახებ მამის წინააღმდეგ, სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლით", — აცხადებენ საფარიში.
საფარის ცნობით, აღნიშნულ საქმეს საქმეს სახალხო დამცველი შეისწავლის.
-
ივა კუზანოვი, გია მურღულია, ნუგზარ რუხაძე — ვის მიენიჭა "საპატიო თბილისელის" წოდება? ივა კუზანოვი, გია მურღულია, ნუგზარ რუხაძე — ვის მიენიჭა "საპატიო თბილისელის" წოდება?
გადახედვა
-
ვალერი გელაშვილი საგადასახადო ჯარიმის გამო ბიზნესს ყიდის და ვენესუელაში გადადის საცხოვრებლად ვალერი გელაშვილი საგადასახადო ჯარიმის გამო ბიზნესს ყიდის და ვენესუელაში გადადის საცხოვრებლად
გადახედვა
-
თბილისში ახალგაზრდა კაცმა საკუთარი ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანება მიიღო თბილისში ახალგაზრდა კაცმა საკუთარი ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანება მიიღო
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ნაპოლეონის საიდუმლო წერილი გაშიფრეს — აი, რა წერია შიგნით ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ნაპოლეონის საიდუმლო წერილი გაშიფრეს — აი, რა წერია შიგნით
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური რუსთავის N17 დაწესებულებაში პატიმრის გარდაცვალებას ადასტურებს — უწყების ვერსიით, პატიმარმა თავი მოიკლა პენიტენციური სამსახური რუსთავის N17 დაწესებულებაში პატიმრის გარდაცვალებას ადასტურებს — უწყების ვერსიით, პატიმარმა თავი მოიკლა
გადახედვა
-
4 მუნიციპალიტეტში საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართა — 4-ვეში "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა 4 მუნიციპალიტეტში საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართა — 4-ვეში "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა
გადახედვა
-
"ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით "ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით
გადახედვა
-
ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს
გადახედვა
-
მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები რუსთავის მე-6 ციხესთან შეიკრიბნენ მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები რუსთავის მე-6 ციხესთან შეიკრიბნენ
გადახედვა
-
კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან
გადახედვა
-
ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება
გადახედვა
-
გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
გადახედვა
-
ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი
გადახედვა
-
არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს
გადახედვა
-
მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია
გადახედვა
-
ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს
გადახედვა
კომენტარები