გაეროს განვითარების პროგრამა ხელს უწყობს საქართველოში სამოქალაქო ჩართულობის გაზრდას
თვრამეტმა სამოქალაქო ორგანიზაციამ ადგილობრივი პროექტების განსახორციელებლად ჯამში 315,000 აშშ დოლარი მიიღო.
ფოტო: ვლადიმირ ვალიშვილი / UNDP
ხელისუფლების ანგარიშვალდებულებისა და სამოქალაქო აქტივიზმის მხარდაჭერის მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაეროს განვითარების პროგრამისგან (UNDP) საგრანტო დახმარება მიიღეს. საგრანტო პროგრამა დანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული ფართომასშტაბიანი ინიციატივის ნაწილია, რომელიც საქართველოში კარგი მმართველობის განვითარებას ემსახურება და რომლის მთლიანი ბიუჯეტი 4 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
ჯამში საგრანტო დახმარება მიიღო 18-მა ადგილობრივმა ორგანიზაციამ, რომელიც იმერეთის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის, გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის 31 მუნიციპალიტეტში 11 პროექტს განახორციელებს. თითოეული პროექტის ბიუჯეტი 30,000 აშშ დოლარს აღწევს, ხოლო საგრანტო პროგრამის მთლიანი ღირებულება 315,000 აშშ დოლარია. ამ ინიციატივის შედეგებით 3,000-ზე მეტი მოქალაქე უშუალოდ ისარგებლებს.
გრანტის მიმღები პროექტები შეირჩა კონკურსის მეშვეობით. მათი განხორციელება ხელს შეუწყობს მოქალაქეთა მეტ მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღებასა და განხორციელებაში ადგილობრივ დონეზე. განსაკუთრებული ყურადღება ქალების, ახალგაზრდებისა და ეროვნული უმცირესობების ჩართულობას ექცევა.
"სამოქალაქო ჩართულობა აუცილებელია იმისთვის, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ არსებული საჭიროებების შესაბამისად იმოქმედოს. საქართველოში მოქალაქეთა ჩართულობა კვლავ გამოწვევაა. სწორედ ამიტომ ჩვენი მიზანია ხელი შეუწყოთ უფრო ღია გარემოს შექმნას, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა შეძლებს აქტიური მონაწილეობა მიიღოს მისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაში", — განაცხადა UNDP-ის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა.
ადგილობრივი პროექტების განხორციელების შედეგად გაიზრდება მოქალაქეთა, თვითმმართველობისა და სხვა ადგილობრივი მოთამაშეების თანამშრომლობა და ამავდროულად დაიხვეწება სამოქალაქო ჩართულობის სხვადასხვა ხელმისაწვდომი მექანიზმი.
გრანტის მიმღები ორგანიზაციები ხელს შეუწყობენ პეტიციების კულტურის განვითარებას, მოქალაქეთა მონაწილეობის გაზრდას სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოების მუშაობაში და სამოქალაქო ჩართულობის პრაქტიკული ხელსაწყოების, მათ შორის ონლაინ პლატფორმების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას.
მაგალითად, ქვემო ქართლში UNDP-ის გრანტების მეშვეობით დაფინანსდება ახალგაზრდული ინიციატივები, განვითარდება სამოქალაქო მოხალისეობა და სოციალური მედიის პლატფორმების გამოყენება ადგილობრივი საკითხების მოსაგვარებლად.
იმერეთში სამოქალაქო საზოგადოების პროექტების მეშვეობით შეიქმნება სადისკუსიო სივრცე ადგილობრივი ხელისუფლების, სამოქალაქო აქტივისტებისა და ბიზნესისთვის. აგრეთვე გაიზრდება მოქალაქეთა ჩართულობა მუნიციპალური ბიუჯეტების დაგეგმვაში.
გურიაში გაეროს განვითარების პროგრამის გრანტი დაეხმარება ადგილობრივ "ჩართულობის აკადემიას" დეცენტრალიზაციისა და საზოგადოებრივი ჩართულობის საგანმანათლებლო პროგრამების ორგანიზებაში, ხოლო სამეგრელო-ზემო-სვანეთში ადგილობრივი ორგანიზაციები ხელს შეუწყობენ საზოგადოებრივი პეტიციების წარდგენასა და მოწყვლადი ჯგუფების დაცვას, მათ შორის იძულებით გადაადგილებული პირების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების, ხანდაზმულებისა და ოჯახური მზრუნველობის გარეშე მყოფი ბავშვების.
მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა ხაზგასმულია 2020-2025 წლების დეცენტრალიზაციის ეროვნულ სტრატეგიაში, რომელიც საქართველომ გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით შეიმუშავა და 2019 წლის დეკემბერში მიიღო.
UNDP-სა და დანიის მთავრობის საგრანტო პროგრამა ეხმიანება აღნიშნული სტრატეგიის მიზნებს და ხელს უწყობს მოქალაქეთა მონაწილეობის გაზრდას გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივ დონეზე.
-
გელა ხასაია: დაკავებამდე რასაც ვაკეთებდი, იმას გავაკეთებ დღეიდან გელა ხასაია: დაკავებამდე რასაც ვაკეთებდი, იმას გავაკეთებ დღეიდან
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილი ანიტა ანანდს შეხვდა მაკა ბოჭორიშვილი ანიტა ანანდს შეხვდა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მე-3 კურსის სტუდენტი დაჭრა დააკავეს პირი, რომელმაც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მე-3 კურსის სტუდენტი დაჭრა
გადახედვა
-
გელა ხასაიამ ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა გელა ხასაიამ ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილმა ტორონტოში უკრაინელი ბავშვებისა და ტყვეების დაბრუნებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა მაკა ბოჭორიშვილმა ტორონტოში უკრაინელი ბავშვებისა და ტყვეების დაბრუნებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
გადახედვა
-
EU-მა უკრაინელი ბავშვების რუსეთში უკანონო დეპორტაციის გამო 10 პირსა და 17 ორგანიზაციას სანქციები დაუწესა EU-მა უკრაინელი ბავშვების რუსეთში უკანონო დეპორტაციის გამო 10 პირსა და 17 ორგანიზაციას სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სიმთვრალეში ავტომობილის მართვის გამო დაკისრებული სასჯელის გასაჩივრება მის აღსრულებას ავტომატურად აღარ გადაავადებს სიმთვრალეში ავტომობილის მართვის გამო დაკისრებული სასჯელის გასაჩივრება მის აღსრულებას ავტომატურად აღარ გადაავადებს
გადახედვა
-
ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს
გადახედვა
-
Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა
გადახედვა
-
OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს
გადახედვა
-
"ინციდენტი დაიწყო კვების ობიექტთან და უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩაზე გადაინაცვლა" — გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტის დაჭრაზე "ინციდენტი დაიწყო კვების ობიექტთან და უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩაზე გადაინაცვლა" — გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტის დაჭრაზე
გადახედვა
-
ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა
გადახედვა
-
10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს 10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს
გადახედვა
-
საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა? საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
გადახედვა
-
თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა
გადახედვა
-
მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს
გადახედვა
-
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
-
Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება
-
მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო
კომენტარები