დავით ზილფიმიანი

21 Feb. 2021, 15:18

ჩემი მეცნიერები, აკადემიის წევრები, განათლების მოღვაწეები, მასწავლებლები, პროფესორები დამეთანხმებიან, რომ დღეს გამოშვებული პროდუქტის ხარისხი გაცილებით დაბალია, ვიდრე ეს იყო თუნდაც მეოთხედი საუკუნის წინ. მაშინდელი გამოშვებული მეცნიერები საქართველოში... იმდროინდელ დისერტაციებზე აღარ ვლაპარაკობ, იმდროინდელი საკურსოები ხანდახან დღევანდელ სადოქტორო დისერტაციაზე უფრო მაღალი დონისაა. მე მაღალინტელექტუალური ბიზნესებისთვის ხშირად მიწევდა ხოლმე ინსტიტუტებში სიარული და კურსდამთავრებულების გადმობირება სამსახურებში და რაც წლები გავიდა, ყოველ შემთხვევაში, ბოლო აგერ უკვე 18 წელია, ძალიან მიჭირს ასეთი ახალგაზრდების მოპოვება, იმიტომ რომ დონე მაინც... [...] ყველაფერი იქნა გაკეთებული, რომ განადგურებულიყო ჩვენი ინტელიგენცია და შესაძლებლობები.

პარტიოტთა ალიანსიის სიით პარლამენტში შესული დავით ზილფიმიანის, რომელიც ამჟამად ევროპელ სოციალისტებს წარმოადგენს, განცხადება პარლამენტში, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  2. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  3. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
  4. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
  5. მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი: ილია II-ის წმინდანად შერაცხვაზე მსჯელობა შესაძლოა, 3 წლის შემდეგ დაიწყოს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

საავტომობილო გზების დეპარტამენტი წყალმომარაგების 36 საათით შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საავტომობილო გზების დეპარტამენტი წყალმომარაგების 36 საათით შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მათი…