სრულ მზადყოფნაში ვართ სტუმრების მისაღებად — ზაალ უდუმაშვილი პოლიციაზე
ფოტო: კადრი ვიდეოდან / მთავარი არხი
"სრულ მზადყოფნაში ვართ სტუმრების მისაღებად", — ასე გამოეხმაურა ნაციონალური მოძრაობის წევრი ზაალ უდუმაშვილი შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში პოლიციის დანაყოფების შესვლას. უდუმაშვილის თქმით, "შეშინებული ხელისუფლება" ჩქარობს სასამართლოს გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანას.
"არ არის გამორიცხული, რომ დღესვე მოვიდნენ აქ ნიკა მელიას დასაპატიმრებლად, თუმცა მინდა ხაზი გავუსვა, რომ არ ვაპირებთ, ნიკა მელია ხელებაწეულმა ჩავაბაროთ ბიძინა ივანიშვილს და საჩუქარი გავუკეთოთ დაბადების დღეზე. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვიქნებით აგრესიულები, მაგრამ ჩვენ დავიცავთ თავს", — განაცხადა მან მთავარი არხის ეთერში.
ნაციონალური მოძრაობის ოფისის მიმდებარედ, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ეზოში პოლიციის სხვადასხვა დანაყოფები შევიდა. ტელეკომპანიების გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ უწყებაში ათეულობით ავტომობილი, პოლიციის ავტობუსები და სამართალდამცავები შევიდნენ.
ამ ეტაპზე უცნობია, ეს არის მობილიზაცია ნიკა მელიას დასაპატიმრებლად, თუ ისევ "ყოველდღიური გადაადგილება". სწორედ ასე განმარტა შინაგან საქმეთა სამინისტრომ დიდი ოდენობით პოლიციელის ყოფნა ამ შენობაში მაშინ, როცა ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა.
ამ წუთებში ნაციონალური მოძრაობის ოფისში ნიკა მელია ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან და მხარდამჭერებთან ერთად იმყოფება. On.ge ცდილობს შსს-სთან დაკავშირებას და გარკვევას, რას უკავშირდება პოლიციელების მობილიზება, მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიას სასამართლო სხდომის პარალელურად, თავდაპირველად ფორმულამ და შემდგომ სხვა ტელევიზიებმა გაავრცელეს კადრები, სადაც სამართალდამცავების გადაადგილება და ყვითელი ავტობუსები ჩანდა. სასამართლოში მელიას ადვოკატებმა მოსამართლეს უთხრეს, რომ ეს ნიშნავდა, რომ პოლიცია მელიას დაკავებას აპირებდა, რაც წინასწარ მიღებულ გადაწყვეტილებაზე მიანიშნებდა. ეს ინფორმაცია პროკურორმა უარყო.
დღისით შინაგან საქმეთა სამინისტროში სამართალდამცავების განსაკუთრებულ მობილიზებას უარყვეს. როგორც უწყებაში On.ge-ს უთხრეს, ეს არის გასაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზა, სადაც თანამშრომლების გადაადგილება ყოველდღიურად ხდება.
ოპოზიციის ლიდერები ამბობენ, რომ ფარად დაუდგებიან მელიას და მისი დაკავების უფლებას არ მისცემენ, რადგან უკანონო გადაწყვეტილებას არ ემორჩილებიან. ისინი ნაციონალური მოძრაობის ოფისში ნიკა მელიასთან ერთად არიან შეკრებილები და მორიგეობას გეგმავენ.
- ჩვენ დავიცავთ ნიკას ფიზიკურად — დეკანოიძე
- ხელს მოიქნევენ? მიიღებენ პასუხს, უკანონო გადაწყვეტილებაზე დამორჩილებას არავინ აპირებს — უგულავა მელიას საქმეზე
- "ისინი ეტლებითა და ჰუნებითა, ხოლო ჩვენ სახელითა უფლისათა ვერეოდით მათ" — უგულავა სპეცრაზმის შესაძლო გამოჩენაზე
- მორიგეობას დავაწესებთ და ლიდერები აქ ვიქნებით — ნათელაშვილი მელიაზე
თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმეს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი განიხილავდა. აღსანიშნავია, აღკვეთის ღონისძიების შეფარდება არ ნიშნავს საბოლოო გადაწყვეტილებას — განხილვები ამის შემდეგაც უნდა გაგრძელდეს და სასამართლოს მაქსიმუმ 9-თვიანი ვადა აქვს, რომ საბოლოო ვერდიქტი გამოიტანოს.
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
-
რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია
გადახედვა
-
საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
Lion Auctions—ის ერთი წელი — მასშტაბური ავტოაუქციონი ბათუმში Lion Auctions—ის ერთი წელი — მასშტაბური ავტოაუქციონი ბათუმში
კომენტარები