მე, პირადად, არ მაქვს ეჭვი ბრალდების სისწორეზე, მაგრამ ბრალდების შინაარსზე საუბარი ზედმეტია — სარჯველაძე მელიაზე
ფოტო: On.ge
ქართული ოცნების დეპუტატის, მიხეილ სარჯველაძის თქმით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას შესახებ ბრალდების სისწორეზე ეჭვები არ აქვს, თუმცა შინაარსზე საუბარი ზედმეტია.
"ამ კონტექსტში და ამ თემაზე საუბრისას საუბარი ბრალდების სისწორეზე და ავ-კარგიანობაზე არ შეიძლება. ჩემი აზრი გახლავთ, რომ მე, პირადად არ მაქვს ეჭვი ბრალდების სისწორესთან დაკავშირებით, მაგრამ, საუბარი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ბრალდების შინაარსზე, საერთოდ ზედმეტია. აქ საუბარია კონკრეტულ საკითხზე", — თქვა სარჯველაძემ.
დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ნიკა მელიას მანდატის შეწყვეტაზე იმსჯელებენ.
12 თებერვალს მელიას დაკავებისთვის გენერალურმა პროკურატურამ პარლამენტს მიმართა. იმის გამო, რომ მელია ოფიციალურად პარლამენტის დეპუტატია, მას იმუნიტეტი იცავს.
გენერალურ პროკურატურას მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნა სჭირდება იმისთვის, რომ სასამართლოს პატიმრობის შუამდგომლობით მიმართოს. იმუნიტეტის მოხსნი საკითხი კი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უნდა გადაწყდეს.
პროკურატურამ ნიკა მელიას ერთკვირიანი ვადა მისცა, რათა გირაოს თანხა გადაეხადა, რომელიც მას ელექტრონული სამაჯურის მოხსნის შემდეგ დაეკისრა. ეს ვადა სწორედ 12 თებერვალს ამოიწურა. მელიამ გირაოს გადახდაზე უარი თქვა, რადგან მიაჩნია, რომ საქმე პოლიტიზებულია.
ამავე საქმეზე ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეწყვეტა პროკურატურამ 2019 წლის ივნისშიც მიმართა. მაშინ პარლამენტმა მხარი დაუჭირა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას და პროკურატურას მისი დაკავების უფლება თუმცა სასამართლომ მას პატიმრობის ნაცვლად გირაო შეუფარდა.
ნიკა მელიას საქმე
ნიკა მელიას საქართველოს პროკურატურა 20 ივნისის აქციის საქმეზე ძალადობრივი ჯგუფის ხელმძღვანელობას ედავება.
2019 წლის 27 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 30 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. გარდა ამისა, მოსამართლემ სხვა შეზღუდვებიც დაუწესა:
- საცხოვრებელი ადგილის (სახლის) დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე;
- საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება; მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია;
- დაეკისრა საგამოძიებო ორგანოსთვის პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ჩაბარების ვალდებულება.
2020 წლის 1 ნოემბერს არჩევნებთან დაკავშირებულ საპროტესტო აქციაზე მელიამ ელექტრონული მონიტორინგისთვის განკუთვნილი სამაჯური მოიხსნა და განაცხადა რომ მას აღარ გაიკეთებდა.
ამის შემდეგ, პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიების გამკაცრება, კერძოდ, გირაოს გაზრდა 100 ათას ლარამდე მოითხოვა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, მელიას მიმართ მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გამკაცრდა და გირაოს ოდენობად 70 ათასი ლარი შეეფარდა.
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა
-
გოდერძი — კურორტი, რომელიც ოთხივე სეზონზე გელოდება გოდერძი — კურორტი, რომელიც ოთხივე სეზონზე გელოდება
-
უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ორი პირი გადასცა საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ორი პირი გადასცა
გადახედვა
-
OpenAI-ს "ურჩმა" აგენტმა ავსტრალიის სამთავრობო ვებსაიტი თვითნებურად გატეხა OpenAI-ს "ურჩმა" აგენტმა ავსტრალიის სამთავრობო ვებსაიტი თვითნებურად გატეხა
გადახედვა
-
EU უკრაინაში ომს G20-ზე მაშინაც დაგმობს, თუ პუტინი სამიტს დაესწრება EU უკრაინაში ომს G20-ზე მაშინაც დაგმობს, თუ პუტინი სამიტს დაესწრება
გადახედვა
-
"თბილსერვის ჯგუფის" ავტოპარკს 40-მდე ერთეული ტექნიკა დაემატა "თბილსერვის ჯგუფის" ავტოპარკს 40-მდე ერთეული ტექნიკა დაემატა
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური: რუსთავის მე-17 ციხეში ოჯახის წევრს მსჯავრდებულისთვის ნარკოტიკები შეჰქონდა პენიტენციური სამსახური: რუსთავის მე-17 ციხეში ოჯახის წევრს მსჯავრდებულისთვის ნარკოტიკები შეჰქონდა
გადახედვა
კომენტარები