ავტომობილების სარეკლამო რგოლები Super Bowl 2017-დან
Super Bowl ამერიკული ფეხბურთი სეზონის ბოლო თამაშია, რომელშიც ლიგის გამარჯვებულის ვინაობა ირკვევა. ეს მატჩი აშშ-ში ერთ-ერთი ყველაზე ყურებადი ტელეპროდუქტია, რომელსაც ათობით მილიონი ადამიანი უყურებს, მაგალითად 2015 წელს თამაშს 114.5 მილიონი ადამიანი უყურებდა. ამ თამაშის ტრანსლაციის დროს კომპანიები განსაკუთრებულ რეკლამებს იღებენ, რომელიც ბოლო ათწლეულებში ერთგვარ კულტურად ჩამოყალიბდა.
გთავაზობთ წლევანდელ რეკლამებს, რომლებიც საავტომობილო ბრენდებმა წარმოადგინეს.
1. Honda
ტინა ფეი, ემი ადამსი, სტივ კარელი, ჯიმი კიმელი, ვაიოლა დევისი, სტენ ლი, მეჯიქ ჯონსონი, რობერტ რედფორდი და მისი ელიოტი თავიანთი სასკოლო ალბომების პორტრეტებიდან გველაპარაკებიან და მოგვიწოდებენ ჩვენს ოცნებებს ბოლომდე მივყვეთ. ამაში კი Honda CR-V დაგვეხმარება.
2. Alpha Romeo
"როცა პატარები ვიყავით, გვინდოდა ეპიკურები ვყოფილიყავით, შემოვასხდებოდით დრაკონებს ან მფრინავ მანქანებზე ვოცნებობდით. ჩვენ გვასწავლიდნენ, რომ ძალა ნიშნავს იყო ყველაზე ძლიერი ტიპი. მაგრამ კუნთები საკმარისი არ იყო, ჩვენ ვისწავლეთ საკუთარი თავის მართვა, ვისწავლეთ, რომ ჩვენი პიროვნებისადმი ერთგულება ყველაზე მთავარია, რომ ბალანსი კი არ მოიპოვება, არამედ იქმნება. და ჩვენი თავის ახლიდან შექმნა, ყველაზე ადამიანური თვისებაა. ეს ყველაფერი კი იმისთვის გვჭირდება, რომ უშიშრები ვიყოთ, რომ ისევ შემოვასხდეთ დრაკონებს და შევქმნათ მფრინავი მანქანები."
3. KIA
მელისა მაკარტის ხან ვეშაპების გადასარჩენად ეძახიან, ხან ხეების, ხანაც ყინულოვანი საფარის, მარტორქების და ხანაც რისი. ის ყოველთვის სასაცილო სიტუაციებში ვარდება და სასწაულებრივად გადარჩება. "ძნელია იყო გმირი, მაგრამ ადვილია გყავდეს გმირული მანქანა" - ეს კიას სლოგანია.
4. Alpha Romeo
"Mozzafiato - ნიშნავს სუნთქვის შეკვრას აღფრთოვანებით. როცა აღფრთოვანდები მისი გამოჩენით. მისი შენს გვერდით ყოფნით. მისი სიძლიერით. Mozzafiato - Gulia ალფა რომეოსგან. ზოგი მანქანა სუნთქვას შეგიკრავთ. მხოლოდ ერთი გაგიხსნით."
5. Ford
"გამოუვალი სიტუაციები არავის უყვარს, ამიტომ ფორდი ქმნის ახალ საშუალებებს, რომლებიც ცხოვრებაში წინსვლისთვის დაგეხმარებათ." ველოსიპედების გაზიარების სერვისი, ელექტრო მანქანები, თვითმართული მანქანები და ა.შ. ფორდის ახალი პროდუქტებია.
6. Mercedes-AMG GT Roadster
პიტერ ფონდა (Easy Rider) ძმები კოენების გადაღებულ სარეკლამო რგოლში.
7. Audi
აუდის წლევანდელი რეკლამა გენდერულ თანასწორობას ეხება. "რა ვუთხრა ჩემს ქალიშვილს? რომ ბაბუა უფრო ძვირფასია, ვიდრე ბებია? რომ მამა სჯობს დედას? და რომ მიუხედავად მისი განათლებისა და უნარებისა, ის ყველა კაცთან შედარებით მეორეხარისხოვანია? ან იქნებ სხვა რამე ვუთხრა?" - აუდი გვამცნობს, რომ მისი ყველა თანამშრომელი, განურჩევლად სქესისა, იღებს თანაბარ ანაზღაურებას.
8. Buick
არავის სჯერა, რომ Buick-ის ახალი მოდელები ასე გამოიყურება.
"ეს თუ Buick-ია, მაშინ ჩემი შვილი კემ ნიუტონია," - ამბობს პატარა ფეხბურთელის მამა, რის შემდეგაც მისი შვილი ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავად გადაიქცევა და თამაშს მოიგებს.
"ეს თუ Buick-ია, მაშინ მე სუპერ მოდელი ვარ," - ამბობს მწვრთნელი და ის მაშინვე მირანდა კერიდ გარდაისახება.
9. Lexus
ძალიან ჩვეულებრივი საიმიჯო რგოლი.
10. HYUNDAI
Hyundai-მ სარეკლამო რგოლი პირდაპირ თამაშის მიმდინარეობისას ჩაწერა და მისი დამთავრებისთანავე გაუშვა ეთერში.
რგოლში ვხედავთ ამერიკელ ჯარისკაცებს, რომლებიც 360 გრადუსიანი კამერის საშუალებით სტადიონზე საყვარელი ადამიანების გვერდით აღმოჩნდნენ და მათთან ერთად უყურეს თამაშს.
ასევე ნახეთ:
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ
-
საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს
გადახედვა
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
-
ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო
გადახედვა
დისკუსია: რომელი რგოლი მოგეწონათ?