წამებისა და უკანონო დაკავების ბრალდებით პროკურატურამ შსს-ს ყოფილი თანამშრომლები დააკავა
საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ, რომ წამების და სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების, ასევე, განზრახ უკანონო დაკავებისა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის საქმეზე შსს-ს 3 ყოფილი თანამშრომელი დააკავეს. უწყების ცნობით, მათი დაკავება სასამართლოს განჩინების საფუძველზე, დღეს, 1 თებერვალს მოხდა.
პროკურატურის ინფორმაციით, სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო 2 პირზეც. მათივე ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 2011 წელს საქართველოს შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს წარმოებაში იყო ზ.ა-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმე და მის მიმართ გამოცხადებული იყო ძებნა. შსს-ს წალენჯიხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებისთვის კი ცნობილი გახდა, რომ წალენჯიხის რაიონში მცხოვრებ ლ.ა.-ს შესაძლებელია ჰქონოდა ინფორმაცია ძებნილი ზ.ა-ს ადგილსამყოფელის შესახებ.
"აღნიშნული ინფორმაციის მიღების მიზნით, შსს-ს ჯვარის პოლიციის განყოფილების უფროსმა ვ.ა-მ, შსს-ს წალენჯიხის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილემ რ.ა-მ და შსს-ს ჯვარის პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ხ.ს-მ 2011 წლის 14 ივნისს, წალენჯიხის რაიონის სოფელ მუჟავაში, ყოველგვარი სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლის გარეშე, იარაღის მუქარით, განზრახ უკანონოდ დააკავეს ლ.ა. წალენჯიხის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე და ჯვარის პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ავტომანქანაში სცემდნენ დაკავებულს და სთხოვდნენ, რომ გაემჟღავნებინა ძებნილი ზ.ა-ს ადგილსამყოფელი", — აცხადებენ უწყებაში.
პროკურატურის ცნობით, ფსიქოლოგიური ზეგავლენის მოხდენისა და მკვლელობის სიმულაციის მიზნით, რ.ა-მ ავტომანქანაში მყოფ ხელებშეკრულ ლ.ა-ს ავტომატის ლულა ჩაუდო პირში. ზემოთ ხსენებულმა პირებმა კი, დაკავებული სოფელ ჭალესთან არსებულ მიტოვებული აგურის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე მიიყვანეს, სადაც მის მიმართ სასტიკი მოპყრობა კვლავ გააგრძელეს. უწყების ინფორმაციით, კერძოდ, მას აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას, ემუქრებოდნენ სიცოცხლის მოსპობით. მათივე თქმით, ასევე, აღნიშნულმა პირებმა დაკავებული გააკავეს და ანთებულ სიგარეტს ხანგრძლივად, წუთობრივი ინტენსივობით ადებდნენ სხეულზე, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
"მიუხედავად იმისა, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ლ.ა. მათ კითხვაზე პასუხობდა, რომ იგი ზ.ა-ს ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდა, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა გადაწყვიტეს დაკავებული პირის გადაყვანა და მის მიმართ ფიზიკური ძალადობის გაგრძელება ჯვარის პოლიციის განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში. დასახელებულ ადგილას მის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფა აღნიშნულ პირებთან ერთად განაგრძეს განყოფილებაში მყოფმა შსს-ს თანამშრომლებმა: შსს-ს წალენჯიხის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ი.ს-მ, შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელმა კ.კ-მ და შსს-ს წალენჯიხის რაიონული სამმართველოს ჯვარის პოლიციის განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა ი.ა-მ", — აღნიშნავენ პროკურატურაში.
უწყების ინფორმაციით, დაკავებულს სამართალდამცავები კვლავ სთხოვდნენ ძებნილის ადგილსამყოფელის დასახელებას. ამასთან, მოსთხოვეს, დაესახელებინა ტერორისტული ჯგუფის ის წევრები, რომლებმაც 2008 წლის 25 ოქტომბერს წალენჯიხის რაიონის სოფელ ფახულანში ტერორისტული აქტი განახორციელეს. სასურველი ინფორმაციის ვერ მიღების გამო კი, უკანონოდ დაკავებულის სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით, განიზრახეს ხელოვნურად შეექმნათ თითქოსდა მისი დანაშაულის ჩადენაში მამხილებელი მტკიცებულებები.
"მიუხედავად იმისა, რომ დაკავებისას ლ.ა-ს რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი თან არ ჰქონია, მისი ბრალდების სისხლის სამართლის საქმის ხელოვნურად შექმნისა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის მიზნით, ი.ა-მ დაკავებულს წარუდგინა დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეძენილი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, AK მოდელის კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატი და 19 ცალი სამხედრო ვაზნა, რომელიც თითქოსდა ამოღებულ იქნა მისი პირადი ჩხრეკის შედეგად", — განმარტავენ პროკურატურაში.
უწყებაში, ასევე, აცხადებენ, რომ წალენჯიხის რაიონული სამმართველოს ჯვარის პოლიციის განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელის მიერ, დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი შედგა, რომელშიც მიუთითა რომ 2011 წლის 15 ივნისის, თითქოსდა ლ.ა.-ს დაკავებისას აღენიშნებოდა ფიზიკური დაზიანებები, ხოლო მისი პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა ზემოთ ხსენებული ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ნარკოტიკული საშუალება.
მათივე თქმით, თავდაპირველად დაკავებული დანაშაულის აღიარებაზე უარს აცხადებდა, რომელიც მას არ ჩაუდენია, თუმცა მის მიმართ განხორციელებული ინტენსიური ფიზიკური ძალადობის, ხელკეტით გაუპატიურების მუქარისა და ინსცენირების შემდეგ, ზემოთ ხსენებულ საგამოძიებო მოქმედების ამსახველ ოქმებს ხელი მოაწერა და აღიარა თითქოსდა მის მიერ ჩადენილი დანაშაული.
"აღნიშნულის შემდეგ იგი მიიყვანეს შსს-ს წალენჯიხის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც რ.ა-მ, ი.ს-მ და ხ.ს-მ სხვა პირებთან ერთად კვლავ სცემეს იგი. ამასთან, დაწვის სიმულაციის მიზნით აიძულებდნენ მას ბუხარში შესვლას", — აცხადებს პროკურატურა.
უწყების განცხადებით, ხელოვნურად შექმნილი მტკიცებულებების საფუძველზე ლ.ა-ს წარედგინა ბრალდება: დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვისთვის — სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვისა და ტარებისთვის — სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, რის შესაბამისადაც ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად მას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად — ჯარიმა 3 000 ლარი.
პროკურატურაში, აგრეთვე, აცხადებენ, რომ 2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, 2013 წლის 16 იანვარს ლ.ა. პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა. თუმცა, 2020 წლის 25 ივნისს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლოს გადაწყვეტილებით, ზემოთ ხსენებულ ფაქტთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის როგორც პროცედურული, ასევე, არსებითი ნაწილის დარღვევა დადგინდა. უწყების ცნობით, გარდა ამისა, დადგინდა ამავე კონვენციის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის დარღვევა. ზემოთხსენებულ პირებს კანონით დადგენილი წესით წარედგინებათ ბრალდება და საქართველოს პროკურატურა ხუთივე ბრალდებულის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე შუამდგომლობით მიმართავს.
-
თიბისის პირველი UX დიზაინერი — გიორგი სოსებაშვილი: ინტერვიუ დიზაინზე, გუნდზე და მომავალზე თიბისის პირველი UX დიზაინერი — გიორგი სოსებაშვილი: ინტერვიუ დიზაინზე, გუნდზე და მომავალზე
-
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ბათუმში ბიზნესებისთვის EBRD-ის მხარდამჭერ პროგრამებზე შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ბათუმში ბიზნესებისთვის EBRD-ის მხარდამჭერ პროგრამებზე შეხვედრა გაიმართა
-
ქვიზი: გამოიცანი კალათბურთის მოთამაშე სილუეტით ქვიზი: გამოიცანი კალათბურთის მოთამაშე სილუეტით
-
ანტარქტიდის პირველი დინოზავრის ძვალი უჯრაში შენახული იპოვეს ანტარქტიდის პირველი დინოზავრის ძვალი უჯრაში შენახული იპოვეს
გადახედვა
-
საფრანგეთში თვითმფრინავი ჩამოვარდა — პილოტი და ათივე მგზავრი დაიღუპა საფრანგეთში თვითმფრინავი ჩამოვარდა — პილოტი და ათივე მგზავრი დაიღუპა
გადახედვა
-
6 ჩვევა ძილის გასაუმჯობესებლად 6 ჩვევა ძილის გასაუმჯობესებლად
-
ევროპაში რეკორდული სიცხის გამო 1300-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა ევროპაში რეკორდული სიცხის გამო 1300-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა
გადახედვა
-
სიახლე PSP-ში — ინტენსიური ჰიდრატაციის ახალი სტანდარტი Rexaline-ისგან სიახლე PSP-ში — ინტენსიური ჰიდრატაციის ახალი სტანდარტი Rexaline-ისგან
-
მზადება ახალი თავგადასავლისთვის — თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება მზადება ახალი თავგადასავლისთვის — თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
-
ირაკლი კობახიძე კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორ ჯეფრი საქსს შეხვდა ირაკლი კობახიძე კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორ ჯეფრი საქსს შეხვდა
გადახედვა
-
ისწავლე აშშ-ში საქართველოს ბანკის სტიპენდიით — Fulbright-ის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება მალე დასრულდება ისწავლე აშშ-ში საქართველოს ბანკის სტიპენდიით — Fulbright-ის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება მალე დასრულდება
-
AlgorithmWatch: შსს-მ სახის ამომცნობი ის სისტემები შეიძინა, რომლის მწარმოებელი კომპანია რუსულ FSB-სთან თანამშრომლობს და აშშ-ს მიერაა სანქცირებული AlgorithmWatch: შსს-მ სახის ამომცნობი ის სისტემები შეიძინა, რომლის მწარმოებელი კომპანია რუსულ FSB-სთან თანამშრომლობს და აშშ-ს მიერაა სანქცირებული
გადახედვა
-
პარტია "ჯერ საქართველო" დაფუძნდა — პარტიის თავმჯდომარედ ვიქტორ ყიფიანი აირჩიეს პარტია "ჯერ საქართველო" დაფუძნდა — პარტიის თავმჯდომარედ ვიქტორ ყიფიანი აირჩიეს
გადახედვა
-
TBILISI OPEN AIR 2026 – რეგიონის ყველაზე მასშტაბურ მუსიკალურ ფესტივალამდე დღეები რჩება TBILISI OPEN AIR 2026 – რეგიონის ყველაზე მასშტაბურ მუსიკალურ ფესტივალამდე დღეები რჩება
-
შირლი ჯექსონის "ლატარია" — მოთხრობა, რომელმაც ამერიკა შეძრა შირლი ჯექსონის "ლატარია" — მოთხრობა, რომელმაც ამერიკა შეძრა
გადახედვა
-
ვიქტორ ყიფიანი: თავს უფლებას მივცემ გითხრათ, გთხოვოთ, მოგიწოდოთ — "ჯერ საქართველოს" პარტიად დაფუძნების გადაწყვეტილება თქვენი ხელმოწერით გაამყაროთ ვიქტორ ყიფიანი: თავს უფლებას მივცემ გითხრათ, გთხოვოთ, მოგიწოდოთ — "ჯერ საქართველოს" პარტიად დაფუძნების გადაწყვეტილება თქვენი ხელმოწერით გაამყაროთ
გადახედვა
-
"არათუ ქვეყანა, "ქართული ოცნებაც" არ იმსახურებს ასეთ პრემიერს" — რის გამო დაიწყო ჩხუბი პარლამენტში? "არათუ ქვეყანა, "ქართული ოცნებაც" არ იმსახურებს ასეთ პრემიერს" — რის გამო დაიწყო ჩხუბი პარლამენტში?
გადახედვა
-
კახა კალაძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობას ვუსურვებ, საარჩევნო კამპანიის პროცესში ხელის შეშლა, დანაშაულია კახა კალაძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობას ვუსურვებ, საარჩევნო კამპანიის პროცესში ხელის შეშლა, დანაშაულია
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა
-
რა ეღირება ლარი უქმეებზე? რა ეღირება ლარი უქმეებზე?
გადახედვა
-
10 ფეხბურთელი წლევანდელი ჩემპიონატიდან, რომლებზეც წამებში დაიქრაშები 10 ფეხბურთელი წლევანდელი ჩემპიონატიდან, რომლებზეც წამებში დაიქრაშები
გადახედვა
კომენტარები