15 ქვეყნის Play Store-ზე აზარტული თამაშების აპლიკაციები ხდება ხელმისაწვდომი
Google-ის მომავალი ცვლილებების თანახმად, კომპანია აფართოებს აზარტული თამაშების აპლიკაციებზე წვდომას Play Store-ში. ამრიგად, მსოფლიოს კიდევ 15 ქვეყანაში, მომხმარებლებს შეეძლებათ აზარტული თამაშების აპლიკაციების გადმოწერა და რეალურ ფულზე თამაში — 9to5Google-ის თანახმად.
ამჟამად, აზარტული თამაშების აპლიკაციები დაშვებულია მხოლოდ ოთხ ქვეყანაში: ბრაზილიაში, საფრანგეთში, ირლანდიასა და გაერთიანებული სამეფოში.
ახალი წესები ძალაში შევა 1 მარტიდან და ის ფუნქციონირების საშუალებას მისცემს აზარტული თამაშების აპლიკაციებს ავსტრალიაში, ბელგიაში, კანადაში, კოლუმბიაში, დანიაში, ფინეთში, გერმანიაში, იაპონიაში, მექსიკაში, ახალ ზელანდიაში, ნორვეგიაში, რუმინეთში, ესპანეთში, შვედეთში, აშშ-ში. რა თქმა უნდა, თითოეულ ქვეყანას ექნება საკუთარი შეზღუდვები იმაზე, თუ რა სახის ონლაინ აზარტული თამაშები იქნება ლეგალური.
Google მოთხოვს დეველოპერებს, გაიარონ განაცხადის შევსების პროცესი, რომ მიიღონ აზარტული აპლიკაციების Play Store-ზე განთავსების უფლება. Google მსგავსი აპლიკაციებისთვის ლიცენზირების მოთხოვნით შეამცირებს კიბერდანაშაულის მაჩვენებელს.
ამ ცვლილების მიღებამდე, მომხმარებლებს, რომლებსაც სურდათ სათამაშო აპლიკაციების გამოყენება თავიანთ Android ტელეფონებზე, უწევდათ Play Store-ის გავლით აპლიკაციების დაყენება, რაც საფრთხისშემცველია. რაც შეხება Apple-ს, iPhone-ის მომხმარებლებს უფლება აქვთ, გადმოწერონ ისინი პირდაპირ App Store-იდან.
რა თქმა უნდა, აღსანიშნავია ისიც, რომ ბევრ თამაშში და აპში, რომლებიც დღეს Play Store-შია განთავსებული, უკვე შედის სათამაშო მექანიკა, მაგრამ აზარტული თამაშების აპები განსხვავდება მათგან იმით, რომ მათ Google საშუალებას მისცემს, რეალურ ფულზე ითამაშონ. თუმცა, კარგი იქნება თუ ადამიანებს აზარტული თამაშების აპლიკაციების დამალვის საშუალება ექნებათ Play Store-ში, როგორც ეს აზარტული თამაშების რეკლამების დამალვის შემთხვევაში ხდება.
კომენტარები