ახალი კონცეფციით, ელექტრომობილის დამუხტვა ხუთ წუთშია შესაძლებელი
ჩინეთში ქარხანამ აწარმოა მანქანის ელემენტი, რომლის დამუხტვაც ხუთ წუთშია შესაძლებელი, იუწყება The Guardian.
დამუხტვის ახალი კონცეფცია შეიმუშავა ისრაელურმა კომპანია StoreDot-მა, ხოლო აწარმოა ჩინელმა მწარმოებელმა Eve Energy-მ.
Tesla ხელმძღვანელობდა პროექტებს სწრაფი დამტენების ქსელისთვის, რომელსაც შეეძლებოდა ელექტრომობილების დატენვა სწრაფ რეჟიმში. მსგავსი პროექტები მნიშვნელოვან ინვესტიციებს მოითხოვს, მაგრამ Guardian იუწყება, რომ StoreDot უკვე თანამშრომლობს ნავთობისა და გაზის კომპანია BP–სთან და განიხილავს 18 200 გასამართი სადგურის აღჭურვას, სწრაფი დატენვის სერვისით.
"ელექტრომობილების ყიდვის დროს, ნომერ პირველ ბარიერს წარმოადგენს მომხმარებლების შფოთვა", — განუცხადა StoreDot-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დორონ მიერსდორფმა ბრიტანულ გაზეთს და დასძინა რომ: "ადამიანებს ეშინიათ, გზატკეცილზე მოხვედრის დროს, რომ ელექტრომობილების გასამართ სადგურს ვერ მიაღწევენ, ან ორი საათი დაყოვნება დასჭირდებათ ავტომობილის დასამუხტად. მაგრამ თუ ავტომობილის დამუხტვა ბენზინის ან დიზელის მსგავსად მოხდება, მთელი ეს შფოთვა გაქრება".
ელემენტების ახალ კონცეფციაში გამოყენებულია ნახევარგამტარული ნანონაწილაკები და არა გრაფიტი, რომ იონებმა უფრო სწრაფად გაიარონ ელემენტში. ამ მეთოდით ხდება სწრაფი დატენვის უზრუნველყოფა. ბატარეის წარმოებისთვის, ამჟამად, კომპანია იყენებს გერმანიუმს, რომელიც წყალში ხსნადია და მისი წარმოება უფრო მარტივია. StoreDot-ის გეგმაა სილიციუმის გამოყენება, რომელიც გაცილებით იაფია.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ შესაძლოა მოხდეს ელემენტის გამძლეობის დეგრადაცია. Myersdorf-ის თანახმად, ელემენტები დამუხტვის 1000 ციკლის შემდეგ, ინარჩუნებენ თავდაპირველი სიმძლავრის 80 პროცენტს.
კომენტარები