რომელი პარტია რამდენით დაფინანსდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს — TI-ს საბოლოო ანგარიში
საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს (TI) კვლევის ფარგლებში შესწავლილმა საარჩევნო სუბიექტებმა 1 სექტემბრიდან 17 ნოემბრის ჩათვლით მთლიანობაში, დაახლოებით, 38.6 მლნ ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღეს, აქედან თითქმის ნახევარი (45%) — 17.3 მლნ ლარი, მმართველ პარტია ქართული ოცნებაზე მოდიოდა. 6 მლნ ლარით მეორე ადგილზე იყო ლელო , მესამეზე კი საარჩევნო ბლოკი ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია — 5.7 მლნ ლარით.
TI-ს თანახმად, სუბიექტის მიერ ჯამურად მიღებული შემოსავლების მხოლოდ 10% (3.7 მლნ ლარი) სახელმწიფო დაფინანსებაზე მოდიოდა, 90% (34.9 მლნ ლარი) კი — კერძოზე. ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, სახელმწიფო დაფინანსების მცირე წილი იმით იყო განპირობებული, რომ საანგარიშო პერიოდი არასრულ სამ თვეს წარმოადგენს, სახელმწიფო დაფინანსებას კი პარტია ყოველთვიურად, თანაბარი ოდენობით იღებს, მაშინ როდესაც კერძო დაფინანსების წყაროებიდან თანხების მიღება ძირითადად სწორედ საარჩევნო პერიოდზეა კონცენტრირებული.
"შესწავლილმა 8 საარჩევნო სუბიექტმა 1 სექტემბრიდან 17 ნოემბრის ჩათვლით ჯამში დაახლოებით 33.4 მლნ ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო, აქედან 15.3 მლნ ლარი (ყველა შემოწირულების 46%) ქართული ოცნებაზე მოდიოდა, 6 მლნ ლარით მეორე ადგილზე იყო ლელო, ხოლო მესამე — ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია 4.8 მლნ ლარით. აღსანიშნავია, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, მმართველი პარტიის წილი ჯამურ შემოწირულებებში შემცირებულია, კერძოდ, წინა საპარლამენტო არჩევნებზე 28 მილიონზე მეტი ჯამური შემოწირულებიდან 68% ქართულ ოცნებაზე მოდიოდა", — აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.
TI-ს კვლევის ფარგლებში, ასევე, გამოვლინდა შემდეგი:
- საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ჯამური შემოწირულებების 98% ფიზიკური პირების მიერ არის განხორციელებული, 2% კი — იურიდიული პირების მიერ. ქართული პოლიტიკური პარტიების შემომწირველთა დაახლოებით 38%-ს იმაზე მეტი აქვს შეწირული, ვიდრე ერთი წლის საშუალო დარიცხული ხელფასია საქართველოში (დაახლოებით 11, 900 ლარი). ასეთ შემომწირველებზე ყველა პარტიის მიერ მიღებული შემოწირულების დაახლოებით 85% მოდის, რაც მათ მსხვილ დონორებზე დამოკიდებულებას მიუთითებს;
- მმართველი პარტიის შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 2020 წელს (17 ნოემბრამდე) დაახლოებით 68 მლნ ლარის ღირებულების ტენდერები მოიგეს და ამ შემომწირველებმა იგივე პერიოდში 1.6 მლნ ლარი გაიღეს ქართული ოცნების სასარგებლოდ. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია შპს გ & კ ტექნოლოგი, რომელმაც წლის განმავლობაში 17.2 მლნ ლარის ტენდერები მოიგო, მისმა მფლობელმა რომან აბრამიშვილმა კი თებერვალში ქართულ ოცნებას 60,000 ლარი შესწირა. საინტერესოა, რომ აბრამიშვილმა შემოწირულება მას შემდეგ გაიღო, რაც მისმა კომპანიამ მოკლე პერიოდში ზედიზედ რამდენიმე მსხვილი ტენდერი მოიგო. მოგებული ტენდერებისა და განხორციელებული შემოწირულებების თარიღები ერთმანეთთან, ასევე, საკმაოდ ახლოს იყო შპს ცეკურის, შპს გრავიტას და შპს ჯი-თი ჯგუფის შემთხვევებში. კიდევ ერთი მსხვილი სახელმწიფო კონტრაქტორია შპს ლ.და.კ, რომელმაც 2020 წელს 17.3 მლნ ლარის ტენდერები მოიგო, ხოლო მისმა მფლობელებმა მმართველი პარტიის ყულაბაში 22 000 ლარი შეიტანეს. ასევე, ყურადღებას იქცევს შპს არსაკიძე-2000, კომპანია, რომელმაც 2020 წელს 2.2 მლნ ლარის სახელმწიფო ტენდერები მოიგო. ამ კომპანიის მფლობელები ამავე დროს დაკავშირებული არიან შპს ლილო-მოლთან — მსხვილ ბიზნეს ჯგუფთან, რომლის პარტნიორები წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პოლიტიკური შემომწირველები არიან;
- ტენდერების გარდა, მმართველი პარტიის შემომწირველი ფიზიკური პირების კომპანიები გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვების მიმღებებიც არიან. კერძოდ, 2020 წელს (17 ნოემბრამდე) დაახლოებით 4.2 მლნ ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტები მიიღეს იმ კომპანიებმა, რომლებთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულმა პირებმა, დაახლოებით, 2.2 მლნ ლარი გაიღეს მმართველი პარტიის სასარგებლოდ. ამ კუთხით აღსანიშნავია შპს ყვარლის ედემი, რომელიც მმართველი პარტიის ყოფილი თავმჯდომარის — ბიძინა ივანიშვილის ძმის ალექსანდრე ივანიშვილის ბიზნესპარტნიორების მფლობელობაშია. ეს კომპანია საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს ყურადღების ცენტრში მიმდინარე წლის გაზაფხულზეც მოექცა, როდესაც საგანგებო მდგომარეობის დროს მისი მფლობელების მიერ თანხის შეწირვიდან რამდენიმე დღეში გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის მსხვილი კონტრაქტი გაუფორმეს;
- წლების განმავლობაში მმართველი პარტიის შემომწირველებს შორის ჩამოყალიბდა რამდენიმე მსხვილი ჯგუფი, რომელიც თითქმის ყოველ არჩევნებზე ქართულ ოცნებას დიდი თანხებით აფინანსებს. სამმა ასეთმა ჯგუფმა 2020 წელსაც მსხვილი შემოწირულებების გაღება გააგრძელა. კერძოდ, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულმა პირებმა ქართულ ოცნებას მთლიანობაში 544 300 ლარი შესწირეს. შპს ლილო-მოლთან დაკავშირებულმა პირებმა მმართველი პარტიის სასარგებლოდ ჯამში 595 000 ლარი გაიღეს, ხოლო შპს ბომბორა და ბავშვებთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულმა პირებმა კი იგივე პარტიას 255 000 ლარი შესწირეს;
- ცალკე კვლევის საგანი გახდა პარტიების მაჟორიტარი კანდიდატების შემოწირულებები. მართველი პარტიის ქართული ოცნების მიერ წარდგენილმა მაჟორიტარობის 30 კანდიდატიდან შვიდმა (მათი ოჯახის წევრებისა და ბიზნესპარტნიორების ჩათვლით) 2020 წლის 1 იანვრიდან 17 ნოემბრამდე პარტიას 1 035 000 ლარი შესწირეს, რაც ამ პერიოდში პარტიის მიერ მთლიანად მიღებული შემოწირულობების 5% იყო. მაჟორიტარობის შვიდივე კანდიდატი მსხვილი ბიზნესმენია და სხვადასხვა ფორმით მთლიანობაში 127 კომპანიასთან არის დაკავშირებული. ეს მაჟორიტარები არიან: ზაალ დუგლაძე, ანტონ ობოლაშვილი, გოჩა ენუქიძე, ზაზა ლომინაძე, ირაკლი ხახუბია, დავით სონღულაშვილი და ვასილ ჩიგოგიძე. იყო ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ერთი მაჟორიტარი კანდიდატის ბიზნესპარტნიორები ერთსა და იმავე დღეს, ერთსა და იმავე ოდენობის თანხას სწირავდნენ პარტიას;
- საარჩევნო ბლოკის ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია მიერ დასახელებული მაჟორიტარობის 25 კანდიდატიდან 15-მა (მათი ოჯახის წევრებისა და ბიზნესპარტნიორების ჩათვლით) 2020 წლის 1 იანვრიდან 17 ნოემბრამდე საარჩევნო ბლოკში შემავალ პარტიებს 565 670 ლარი შესწირეს, რაც ამ პერიოდში პარტიის მიერ მთლიანად მიღებული შემოწირულებების 10%-ა. ამ თანხიდან 105 000 ლარი ერთსა და იმავე დღეს — 8 ოქტომბერს შესწირა მაჟორიტარობის კანდიდატ მურთაზ ზოდელავას ოთხმა ბიზნესპარტნიორმა (დიმიტრი ძაგნიძე, გიორგი ჩივიაშვილი, გიორგი გელხაური და ბექა ბასილაია);
- პარტია პატრიოტთა ალიანსის მიერ წარდგენილი მაჟორიტარობის 29 კანდიდატიდან შვიდმა საპარლამენტო არჩევნებამდე 2 თვის განმავლობაში პარტიას 421 990 ლარი შესწირა, რაც 2020 წლის 1 იანვრიდან პარტიის მიერ მთლიანად მიღებული შემოწირულებების დაახლოებით 23%-ა. ამ თანხიდან 185 000 ლარი ოთხმა მაჟორიტარმა კანდიდატმა (იოსებ შატბერაშვილი, კახაბერ ძაგანია, პაატა ჯიბლაძე, არჩილ ბენიძე) ერთსა და იმავე დღეს — 10 სექტემბერს შესწირა პარტიას;
- საარჩევნო სუბიექტებიდან საბანკო სესხის აღების შესაძლებლობით ტრადიციულად მხოლოდ მმართველმა პარტიამ ისარგებლა. ქართულმა ოცნებამ 1 მლნ ლარის ოდენობით სესხი ლიბერთი ბანკისგან აიღო.
რაც შეეხება საარჩევნო სუბიექტების მიერ გაწეული ხარჯებს, TI-ს თანახმად, გამოვლინდა შემდეგი:
- შესწავლილმა საარჩევნო სუბიექტებმა საანგარიშო პერიოდში სულ, დაახლოებით, 37.3 მლნ ლარის ოდენობის ხარჯი გაწიეს, რომლის 46% — 17.1 მლნ ლარი მმართველ პარტია — ქართულ ოცნებაზე მოდიოდა, 6 მლნ ლარის ხარჯით მეორე ადგილზე იყო ლელო, მესამეზე კი ენმ-გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია 5.2 მლნ ლარით;
- საარჩევნო სუბიექტების ხარჯების 75%-ს (28.1 მლნ ლარი) სარეკლამო ხარჯები შეადგენდა, დანარჩენი ყველაზე მსხვილი კატეგორიები იჯარის ხარჯი (6%) და შრომის ანაზღაურება (4%) უმნიშვნელო იყო სარეკლამო ხარჯებთან შედარებით;
- მმართველი პარტია სარეკლამო დანახარჯებით ტრადიციულად პირველ ადგილზე იყო, მისი ხარჯები რამდენჯერმე აღემატებოდა შემდეგ ადგილებზე გასული სუბიექტების ხარჯებს. ქართული ოცნების სარეკლამო ხარჯები ყველა სუბიექტის სარეკლამო ხარჯის 43%-ს წარმოადგენდა;
- რეკლამის სახეობებს შორის დომინირებდა სატელევიზიო რეკლამა (მთლიანი სარეკლამო ხარჯის 45%) და გარე რეკლამა (30%), თუმცა, ასევე, მზარდი კატეგორია იყო ინტერნეტ რეკლამა;
- შესწავლილმა საარჩევნო სუბიექტებმა სატელევიზიო რეკლამაზე ჯამში 12.6 მლნ ლარზე მეტი დახარჯეს, მათ შორის ყველაზე დიდი თანხა 4.5 მლნ ლარი მმართველმა პარტიამ გაიღო, მეორეზე კი ენმ-გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია იყო 3.1 მლნ ლარით;
- რვა საარჩევნო სუბიექტიდან მხოლოდ ერთი იყო ისეთი, რომლის მიერ დეკლარირებული ხარჯები რეალურად გაწეულ ხარჯებს არ შეესაბამებოდა. კერძოდ, ლეიბორისტული პარტიის მიერ წარდგენილ ფინანსურ დეკლარაციებში სატელევიზო რეკლამის ხარჯის ველსა და შესაბამის სპეციალურ ფორმაში ინფორმაცია საერთოდ არ არის მითითებული, მაშინ როდესაც, TI-ს მონიტორებმა სხვადასხვა ტელეარხზე ამ საარჩევნო სუბიექტის 130-მდე ფასიანი ვიდეო რგოლი აღნუსხეს, რომელთა საერთო ღირებულება დაახლოებით 100 000 ლარი უნდა ყოფილიყო;
- შესწავლილმა საარჩევნო სუბიექტებმა გარე რეკლამაზე ჯამში დაახლოებით 8.3 მლნ ლარი დახარჯეს, მათ შორის ყველა დიდი თანხა 5.1 მლნ ლარი ქართული ოცნებამ გაიღო, მეორეზე კი ლელო იყო 1.2 მლნ ლარით;
- საარჩევნო სუბიექტების მიერ ინტერნეტ რეკლამაში გაწეულმა ხარჯებმა თითქმის 3 მლნ ლარს მიაღწია. ამ მხრივ 849 592 ლარით პირველ ადგილზე იყო ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია — ევროპული საქართველო, შემდეგ მოდიოდნენ საარჩევნო ბლოკი სტრატეგია აღმაშენებელი 681 044 ლარით და ქართული ოცნება 677 024 ლარით;
- ფეისბუქ რეკლამების ბიბლიოთეკის მიხედვით, 1 სექტემბრიდან — 28 ნოემბრამდე წინასაარჩევნო რეკლამის შინაარსის მქონე მასალის განსათავსებლად ცხრა საარჩევნო სუბიექტს სულ, დაახლოებით, 701 350 აშშ დოლარი ჰქონდა დახარჯული;
- შესწავლილმა საარჩევნო სუბიექტმა შრომის ანაზღაურებაზე მთლიანობაში დაახლოებით 1.5 მლნ ლარი დახარჯეს. ამ თანხას უნდა დაემატოს მმართველი პარტიის მიერ ვალდებულებების რეესტრში მითითებული, დაახლოებით, 600 000 ლარი, რომელიც 2 000-ზე მეტი კოორდინატორის შრომის ანაზღაურებას უნდა მოხმარდეს.
TI-ში აღნიშნავენ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში მტრულად განწყობილი სახელმწიფოდან — რუსეთიდან ქართული პოლიტიკური პარტიების დაფინანსების საკითხი აქტუალური იყო, რასაც შესაბამისი სახელმწიფო უწყებებიდან ადეკვატური რეაგირება არ მოჰყვა. კერძოდ, საგამოძიებო ჟურნალისტურმა პლატფორმამ დოსიე ჟურნალისტური გამოძიება გაასაჯაროა, რომელიც ორ ნაწილად 24 და 31 აგვისტოს გამოქვეყნდა და მათში საქართველოს პატრიოტთა ალიანსის კრემლთან კავშირებსა და ფინანსურ ურთიერთობებზეა მოთხრობილი.
"აღნიშნულმა საქმემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შესაბამისი უფლებამოსილებები და კანონისმიერი ბერკეტები არ გააჩნია, რითაც მსგავსი შემთხვევების გამოძიებას შეძლებს. სხვა სახელმწიფო უწყებებმა კი, რომელთაც საგამოძიებო უფლებამოსილებები გააჩნიათ (საქართველოს პროკურატურა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური) საერთოდ არ ჩათვალეს საჭიროდ, დაეწყოთ გამოძიება, რითაც მტრულად განწყობილი სახელმწიფო მხრიდან ქართულ პოლიტიკაში ჩარევის თაობაზე სერიოზული კითხვები პასუხგაუცემელი დარჩა", — აცხადებენ ორგანიზაციაში.
საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველომ 2020 წლის 1 სექტემბრიდან 17 ნოემბრის ჩათვლით საპარლამენტო არჩევნების კამპანიის დაფინანსების საკითხები შეისწავლა და პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებულ შემოწირულებებში 2020 წლის 1 იანვრიდან გამოკვეთილი ტენდენციებიც მიმოიხილა. TI-ს მიხედვით, იმ 9 საარჩევნო სუბიექტიდან, რომელმაც არჩევნებში 1%-ის ოდენობის ხმა მაინც მიიღო, ერთმა სუბიექტმა (გირჩი) შევსებული ფინანსური დეკლარაციები სახელმწიფო აუდიტის სამსახურს არ მიაწოდა. შესაბამისად, ანგარიშში გამოკვეთილი მიგნებები, ძირითადად, 8 საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი ფინანსური დეკლარაციებისა და წინასაარჩევნოდ მიმდინარე პროცესების ანალიზს ეყრდნობა.
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ორბელიანის მოედანზე მოწყობილი საახალწლო სოფლის სცენაზე ავიდა და კახელების მარშს მიმართა სალომე ზურაბიშვილი ორბელიანის მოედანზე მოწყობილი საახალწლო სოფლის სცენაზე ავიდა და კახელების მარშს მიმართა
-
გადახედვათამთა მიქელაძე ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით კობახიძის შეფასებებს პუნქტობრივად პასუხობს თამთა მიქელაძე ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით კობახიძის შეფასებებს პუნქტობრივად პასუხობს
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: იქ ვარ, სადაც ხართ, იქ ვიქნები, სადაც ვიდგებით და გამარჯვების ქალაქი იქნება თბილისი, გამარჯვებული კი საქართველო! სალომე ზურაბიშვილი: იქ ვარ, სადაც ხართ, იქ ვიქნები, სადაც ვიდგებით და გამარჯვების ქალაქი იქნება თბილისი, გამარჯვებული კი საქართველო!
-
გადახედვამაიკლ კარპენტერი: სასწორზე საქართველოს დემოკრატია დევს მაიკლ კარპენტერი: სასწორზე საქართველოს დემოკრატია დევს
-
გადახედვა"ოცნების" პრემიერი, ირაკლი კობახიძე, სალომე ზურაბიშვილს გასამართლებით ემუქრება "ოცნების" პრემიერი, ირაკლი კობახიძე, სალომე ზურაბიშვილს გასამართლებით ემუქრება
-
გადახედვაკობახიძის მტკიცებით, საპროტესტო აქციებში მონაწილეობას 3 000-მდე კაცი იღებს კობახიძის მტკიცებით, საპროტესტო აქციებში მონაწილეობას 3 000-მდე კაცი იღებს
-
გადახედვაპუტინი: სურვილის შემთხვევაში რუსეთისა და აშშ-ს ურთიერთობის ნორმალიზება შესაძლებელია პუტინი: სურვილის შემთხვევაში რუსეთისა და აშშ-ს ურთიერთობის ნორმალიზება შესაძლებელია
-
გადახედვაწილოსანი: გამჭვირვალობის კანონზე გაზაფხულის აქციას რომ აზიარებენ, ჰგონიათ ეს გუშინ ხდებოდა წილოსანი: გამჭვირვალობის კანონზე გაზაფხულის აქციას რომ აზიარებენ, ჰგონიათ ეს გუშინ ხდებოდა
-
გადახედვაუკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
-
გადახედვარაუფოღლუ: ორპარტიული ჯგუფი MEGOBARI აქტს ახალ კონგრესს იანვარშივე წარუდგენს რაუფოღლუ: ორპარტიული ჯგუფი MEGOBARI აქტს ახალ კონგრესს იანვარშივე წარუდგენს
-
გადახედვაუწყვეტი პროტესტის 25-ე დღე — თბილისში დაგეგმილი აქციების განრიგი უწყვეტი პროტესტის 25-ე დღე — თბილისში დაგეგმილი აქციების განრიგი
-
გადახედვაშ-ფოთი: ფოთში, საახალწლო ღონისძიებებში ჯამში 385 908 ლარი დაიხარჯება შ-ფოთი: ფოთში, საახალწლო ღონისძიებებში ჯამში 385 908 ლარი დაიხარჯება
-
გადახედვათავისუფალი ბიზნესების განცხადებას ხელს 1900-ზე მეტი კომპანია აწერს თავისუფალი ბიზნესების განცხადებას ხელს 1900-ზე მეტი კომპანია აწერს
-
გადახედვა21:00 საათზე პრეზიდენტი პარლამენტთან ხალხს მიმართავს 21:00 საათზე პრეზიდენტი პარლამენტთან ხალხს მიმართავს
-
გადახედვასაზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვამამა ილია: მიეცით ქვეყანას სუნთქვის საშუალება – სამართლიანი და თავისუფალი მომავლის შანსი! მამა ილია: მიეცით ქვეყანას სუნთქვის საშუალება – სამართლიანი და თავისუფალი მომავლის შანსი!
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის სალომე ზურაბიშვილი ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის
-
გადახედვაგიორგი გახარია: დარწმუნებული ვარ, ევროპული სახელმწიფოები არც ერთ შემთხვევაში არ აღიარებენ ჩატარებულ არჩევნებს გიორგი გახარია: დარწმუნებული ვარ, ევროპული სახელმწიფოები არც ერთ შემთხვევაში არ აღიარებენ ჩატარებულ არჩევნებს
-
გადახედვავიკერი: ადმინისტრაციას მოვუწოდებ, მათ შორის, ივანიშვილი, კალაძე, კობახიძე დაასანქციროს ვიკერი: ადმინისტრაციას მოვუწოდებ, მათ შორის, ივანიშვილი, კალაძე, კობახიძე დაასანქციროს
-
გადახედვაჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე:საქართველოსთვის წინსვლის ერთადერთი გზა ახალი არჩევნებია ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე:საქართველოსთვის წინსვლის ერთადერთი გზა ახალი არჩევნებია
-
გადახედვამაგდებურგის საშობაო ბაზარზე თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 5-მდე გაიზარდა მაგდებურგის საშობაო ბაზარზე თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 5-მდე გაიზარდა
კომენტარები