გარემოსდაცვითი ექსპერტი: არ უნდა დავნებდეთ, ჩვენ შეგვიძლია შევაჩეროთ გარემოს განადგურება
მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამ, მსოფლიოს "გაჩერებით", თითქოს ადამიანის გარემოზე გავლენაც შეამსუბუქა, ეს წელი ბუნებისთვის მაინც ძალიან რთული გამოდგა. მასშტაბური ხანძრები, საშიში ქარიშხლები და რეკორდული ტემპერატურა 2020 წელს პლანეტის დამახასიათებელი ნიშნები იყო. მაგრამ კლიმატის ცვლილებით გამოწვეული სასოწარკვეთა ან ფატალიზმის განცდა პლანეტის მოსახლეობისთვის პროდუქტიული ვერ იქნება — ამტკიცებს ტორონტოს უნივერსიტეტის პოლიტოლოგი და გარემოსდაცვითი პოლიტიკის ექსპერტი, მეთიუ ჰოფმანი. ექსპერტი ფიქრობს, რომ 2021 წელს გარემოს გადარჩენის იმედი არსებობს და ამის გაკეთება ბევრად უფრო პროდუქტიულ შედეგებს მოიტანს, ვიდრე ფატალიზმის განცდა.
ჰოფმანი ამბობს, რომ წელს კლიმატის ამგვარი მდგომარეობის პირობებში ოპტიმიზმი უადგილოა, მაგრამ ფიქრობს, რომ ამის გამოსწორება შეიძლება. ის იმედიანადაა განწყობილი ისეთი პოპულარული გარემოსდაცვითი მოძრაობების კუთხით, როგორიცაა მაგალითად გრეტა ტუნბერგის აქტიურობა, ასევე The Sunrise Movement-ის გარემოსდაცვითი მოძრაობა და აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის ჯო ბაიდენის დაპირება, რომ კვლავ შეუერთდება პარიზის შეთანხმებას. ის ეწინააღმდეგება ნავთობის ღირებულების ბოლოდროინდელ ვარდნის წინააღმდეგ მიმართულ მოძრაობებს, ის ამტკიცებს, რომ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ უახლოეს მომავალში სუფთა ენერგიის უფრო მეტმა გამოყენებამ და გარემოსდაცვითი ორგანიზაციების აქტიურობამ, შესაძლოა ეკოლოგიური პროგრესსი გამოიწვიოს.
"გასაგებად რომ ვთქვათ, კლიმატის გამოსწორების კუთხით უიმედობა თანამედროვე მეცნიერულ გაგებას არ წარმოადგენს", — ამბობს ჰოფმანი საუბარში.
ჰოფმანი ამტკიცებს, რომ ვარაუდი, რომ ჩვენ განწირულები ვართ, კიდევ უფრო გააუარესებს ჩვენს მდგომარეობას.
"გარკვეულწილად, კლიმატის გამოსწორების უიმედობა არის კლიმატის გაუმჯობესაბაზე უარის თქმა, რაც აქრობს აქტუალურობის სურვილსა და მოქმედების იმპულსს ამცირებს", — თქვა ჰოფმანმა.
კომენტარები