საქართველოს ბანკმა დიზაინსისტემა შექმნა — რას შეცვლის ეს
საქართველოს ბანკი მუდმივად ცდილობს პროცესების, სერვისებისა თუ პროდუქტების გაუმჯობესების კუთხით წამყვანი კომპანია იყოს. სწორედ ამ მიზნით, 2020 წლის დეკემბერში, საქართველოს ბანკმა, პროცესების გამარტივების და სამუშაო კულტურის გაუმჯობესებისთვის, დიზიანსისტემა შექმნა.
რა არის დიზაინსისტემა?
დიზაინსისტემას ხშირად აიგივებენ ბრენდის ვიზუალურ სახელმძღვანელოსთან, რაც არასწორი მიდგომაა, რადგან კი, ის დიზაინსისტემის მნიშვნელოვანი ნაწილია, თუმცა არა სრული. დიზაინსისტემა არის მრავალჯერადი გამოყენების დიზაინ კომპონენტების მზა ბიბლიოთეკა, რომლის თითოეული ელემენტიც შექმნილია ბრენდის საერთო სტილის, კონცეფციისა და წესების გათვალისწინებით, რაც თავის მხრივ, მომხმარებლის სისტემატური კვლევის ანალიზით არის გამყარებული.
დიზაინსისტემის მიზანია ორგანიზაციაში ეფექტური სამუშაო გარემოს შექმნა, რომ მაქსიმალურად გამარტივდეს, დაიხვეწოს და დაჩქარდეს სამუშაო პროცესები, რაც მეტი ახალი პროდუქტის შექმნის საშუალებას იძლევა.
მომხმარებლებისთვის დიზაინსისტემა თანმიმდევრულ გამოცდილებას ქმნის ციფრულ არხებში, რაც გამოყენებას გაცილებით უფრო მარტივს და ინტუიტურს ხდის.
საქართველოს ბანკის დიზაინსისტემა
საქართველოს ბანკის დიზაინსისტემა არის ბანკის ციფრული კომპონენტების ცენტრალიზებული ბიბლიოთეკა, რაც მოიცავს, როგორც წინასწარ გამზადებულ დიზაინს, ასევე კოდს, საკომუნიკაციო მესიჯებს, კვლევის მიგნებებს, UX-ის და ბრენდის სახელმძღვანელოებს. მასში დეტალურად არის ახსნილი კომპონენტების გამოყენების წესები, როგორც დიზაინის ასევე დეველოპმენტის კუთხით. დიზაინსისტემა მომავალზე ორიენტირებული და მოქნილი შესაძლებლობაა, რაც დროთა განმავლობაში ცვლილებების სწრაფად ასახვის და გაუმჯობესების საშუალებას იძლევა.
როცა სრულფასოვანი დიზაინსისტემა გაქვს, პროდუქტის რედიზაინი გაცილებით მარტივია. ერთი წყაროდან ანახლებ კომპონენტს და ის ავტომატურად იცვლება მთელ ინტერფეისში, რაც დროსაც ზოგავს და შეცდომებისგანაც მაქსიმალურად გაზღვევს. ჩვენი დიზაინ სისტემა მოიცავს, როგორც ვების ასევე მობაილის მზა კომპონენტებს და მათი ელემენტების ერთმანეთთან დამოკიდებულებას. თითოეული კომპონენტი დაშლილი გვაქვს მის შემადგენელ მცირე ზომის ელემენტებამდე, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ დროს შეგვიძლია მთელი ინტერფეისი დავანგრიოთ ფუნდამენტურ ნაწილებამდე და თავიდან ავაწყოთ. ეს ატომური დიზაინის ძირითადი პრინციპია, რაზეც ჩვენი მთელი დიზაინსისტემა დგას
წარმოიდგინეთ, სახლის გარემონტების დროს რომ გადაწყვიტოთ აგური შეცვალოთ, რომლითაც აშენებულია კონსტრუქცია, რა მოხდება ამ დროს? მოგიწევთ ყველაფერი დაანგრიოთ და თავიდან ააშენოთ, რაც უამრავ დროსთან და ხარჯებთან არის დაკავშირებული. დიზაინსისტემა კი ზუსტად ამ სირთულის ცვლილებების შეტანის შესაძლებლობას უმარტივესად და სწრაფად იძლევა.
მუშაობის პროცესი
დიზაინსისტემაზე სხვადასხვა პროფესიის ადამიანები მუშაობენ. ის აერთიანებს როგორც დიზაინერებს, ასევე პროგრამისტებს. საინტერესოა თუ როგორია უშუალოდ მუშაობის პროცესი.
დიზაინსისტემის თითოეული კომპონენტის შექმნის და განახლების პროცესში აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა პროდუქტებზე მომუშავე გუნდები, რათა საბოლოო შედეგში მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული ყველა ჩვენი პროდუქტისთვის დამახასიათებელი თავისებურება. ეს ადამიანები ერთად განიხილავენ საჭიროებებს, თითოეული პროდუქტის სპეციფიკიდან გამომდინარე და მსჯელობების შედეგად იღებენ გადაწყვეტილებებს კომპონენტების საბოლოო ვერსიებთან დაკავშირებით. ასევე, გუნდურად გეგმავენ კვლევის საკითხებს და აანალიზებენ მიღებულ შედეგებს. შედეგად ვიღებთ კომპონენტებს, რომლებიც მორგებულია თითოეულ პროდუქტზე და ამასთან, დატესტილი და შემოწმებულია ის, თუ რამდენად აღქმადი და გასაგებია მომხმარებლისთვის
მიმდინარე პროცესები
როგორც საქართველოს ბანკში ამბობენ, ამ ეტაპზე დიზაინსისტემის ინტეგრაცია არსებულ პლატფორმებზე მიმდინარეობს. ახალი პროდუქტები კი სრულად ეწყობა დიზაინსისტემის გამოყენებით. მათი თქმით, სამომავლოდ, ბევრი საინტერესო აქტივობა იგეგმება, რისი მიზანიც ეფექტიანი სამუშაო პროცესის შესახებ ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებაა.
ბანკში მიაჩნიათ, რომ ამ ტიპის სიახლეები საინტერესო იქნება ტექნოლოგიებით, დიზაინით და ზოგადად, ციფრული ინდუსტრიით დაინტერესებული ადამიანებისთვის. ამით მათ შესაძლებლობა მიეცემათ, საქართველო ბანკის, როგორც ძლიერი ფინანსური ინსტიტუტის მაგალითზე, მიიღონ რეალური გამოცდილება დიზაინის პროცესებისა და ზოგადად, ციფრული პროდუქტების შექმნა-განვითარების შესახებ.
დიზაინსისტემის დანერგვით საქართველოს ბანკი ფინტექ კომპანიებისთვის ეფექტური სამუშაო პროცესის შესახებ ინფორმაციის და გამოცდილების გაზიარებასაც შეძლებს.
-
თბილისში, ბინების გაქურდვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს თბილისში, ბინების გაქურდვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
გადახედვა
-
კახა კალაძემ საცობების განმუხტვის მიზნით, გზაჯვარედინებზე ე.წ. Yellow Box-ების მოწყობა დააანონსა კახა კალაძემ საცობების განმუხტვის მიზნით, გზაჯვარედინებზე ე.წ. Yellow Box-ების მოწყობა დააანონსა
გადახედვა
-
"საქართველო ირჩევს ღირსებას და მშვიდობას!" — ირაკლი კირცხალია მარტა კოსის განცხადებაზე "საქართველო ირჩევს ღირსებას და მშვიდობას!" — ირაკლი კირცხალია მარტა კოსის განცხადებაზე
გადახედვა
-
სუს-მა ბირთვული მასალა "ურანისადმი" უკანონო მოპყრობის ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავა სუს-მა ბირთვული მასალა "ურანისადმი" უკანონო მოპყრობის ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავა
გადახედვა
-
ფრენსის ჰალზენი: ბევრი ნიჭიერი ადამიანი გვერდით დამიდგა და სწორედ ამიტომ ვარ დღეს აქ ფრენსის ჰალზენი: ბევრი ნიჭიერი ადამიანი გვერდით დამიდგა და სწორედ ამიტომ ვარ დღეს აქ
გადახედვა
-
რუსეთში შავი ჭირის სავარაუდო შემთხვევის გამო აშშ საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, რუსეთში არ იმოგზაურონ რუსეთში შავი ჭირის სავარაუდო შემთხვევის გამო აშშ საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, რუსეთში არ იმოგზაურონ
გადახედვა
-
დღეს, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება დღეს, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება
გადახედვა
-
რუსთავში ახალი ციხე გაიხსნება რუსთავში ახალი ციხე გაიხსნება
გადახედვა
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა

კომენტარები