Adobe გვაფრთხილებს 31 დეკემბრამდე კომპიუტერიდან წავშალოთ Adobe Flash Player
ალბათ ყველას გვსურს, რომ პანდემია მაგიურად დასრულდეს 31 დეკემბრის ღამესთან ერთად, მაგრამ საუბედუროდ პანდემიის მაგიურ დასასრულს ვერ ვიხილავთ, თუმცა 31 დეკემბერს ბევრი რამე ნამდვილად სრულდება; ერთ-ერთი ასეთი კი Adobe Flash-ია.
Flash დიდი ხანია წარმოადგენს მულტიმედიურ პლატფორმას, რომელიც უზრუნველყოფს ვიზუალს და პასუხისმგებელია ინტერნეტ უსაფრთხოებაზე. Flash გამოიყენება თითქმის ყველა ძირითად ბრაუზერში, მაგრამ ბოლო პერიოდის განმავლობაში, მასზე მოთხოვნა შემცირდა. კომპანიების უმრავლესობამ Flash-ის გამოყენება შეწყვიტა და არჩევანი უფრო სტანდარტიზებული ტექნოლოგიების სასარგებლოდ გააკეთა.
2020 წლის 31 დეკემბრის შემდეგ, Adobe ოფიციალურად შეწყვეტს Flash-ის მხარდაჭერას. მართალია, 2021 წლის 12 იანვარს Flash-ის კიდევ ერთი განახლება იგეგმება, თუმცა Adobe Flash player-ის თითქმის ყველა Flash Plugin აღარ იქნება ხანგრძლივი დროით ხელმისაწვდომი.
Adobe–მა დაიწყო მომხმარებლების გაფრთხილება Windows 10–ზე, კომპანია ამცნობს მომხმარებლებს Flash-ის ფუნქციონირების ვადების შესახებ და ურჩევს მათ, წაშალონ Flash Player პროგრამა. გამოუყენებლობის შემთხვევაშიც კი, პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენება კვლავ შესაძლებელი იქნება კომპიუტერზე დისტანციური წვდომის მისაღებად, განსაკუთრებით მაშინ, თუ ის აღარ განახორციელებს უსაფრთხოების განახლებებს. ამიტომაც მნიშვნელოვანია პროგრამის წაშლა.
Microsoft–მა უკვე დაგეგმა უფრო მკაცრი ღონისძიება, რომლის მიხედვითაც ავტომატურად წაიშლება Flash თქვენი კომპიუტერიდან. მომავალ წელს გამოვა Windows-ის განახლება, რომელიც სწორედ ამას აკეთებს. განახლების გაკეთება სურვილისამებრ შეგიძლიათ, ხოლო სხვა შემთხვევაში მოგიწევთ Flash-ის ხელით დეინსტალაცია.
კომენტარები