8 სერია, რომელიც საშობაო განწყობასა და ტკბილ მოგონებებს დაგიბრუნებთ
ფოტო: NBC
ოჯახი, მეგობრები, სანუკვარი საჩუქრები, ლამაზი დეკორაციები და გემრიელი სასუსნავები — ამ და ბევრი სხვა მიზეზის გამო შობა-ახალი წელი ყოველთვის ყველასთვის გამორჩეული და ჯადოსნური დროა ხოლმე.
სერიალების მოყვარულებისთვის ამ ყველაფერს კიდევ ერთი დიდი ბონუსი ემატება — მათი საყვარელი სერიალების საშობაო სერიები. ამ სტატიაში გავიხსენებთ რამდენიმე ასეთ ეპიზოდს, რომელიც საშობაო განწყობისა და ტკბილი მოგონებების დაბრუნებაში დაგეხმარებათ:
1. Community, "Abed's Uncontrollable Christmas"
ფოტო: NBC
შობა საკმაოდ მტკივნეულია. კომედიური სერიალების უმეტესობის საშობაო სერიების დანიშნულება ისაა, რომ ეს ტკივილი ხუმრობებით გადაფაროს ან წუთიერად აღიაროს ის და მიიღოს... შემდეგ კი ისევ დაიწყოს ხუმრობა.
მაყურებელი აქამდეც ხვდებოდა, რომ Community სტანდარტულ სიტკომზე ბევრად უფრო კომპლექსურ რამეს გვთავაზობდა, თუმცა როგორც სერიალმა, რომელიც მიღწეულზე გაჩერებას არასდროს ცდილობს, Community-მ საკუთარი საზღვრები კიდევ უფრო გააფართოვა და მეორე სეზონის საშობაო სერია, რომელშიც მან საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია შემოგვთავაზა, თითოკადრული ანიმაციის ფორმატით გამოუშვა.
"Abed’s Uncontrollable Christmas" იმას აკეთებს, რაც მხოლოდ Community-ს შეუძლია: ის სხვა არცერთ საშობაო სერიას არ ჰგავს და მთლიანად იმ ტკივილისა და ბედნიერების თანაკვეთაში არსებობს, რომელიც, რეალურად, არის კიდეც შობის არსი. ანიმაციის უზადოდ შესრულებული ვინტაჟური სტილი მაყურებლის ნოსტალგიის რადარს გაუჩერებლად აზუზუნებს, შობის ბედნიერი ესთეტიკა კი აბედის ნამდვილ და ნაცნობ ტკივილს ნიღბავს, რასაც თან მოჩვენებითი მოგზაურობის დაუძლეველი სურვილი, დაუჯერებელი სითბო და დახვეწილი იუმორი ახლავს.
სერიალის გმირები შობის ჭეშმარიტი არსის საძებნელად "მიემგზავრებიან" და, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მას პოულობენ კიდეც.
2. The Office, "Christmas Party"
ფოტო: NBC
ვერცერთი სერიალი ვერ ახერხებს თანამედროვე ყოველდღიური უხერხულობების ისე წარმოჩენას, როგორც The Office. არც რომელიმე სხვა სერიალი მისულა ისე ახლოს იმის ჩვენებასთან, თუ როგორია, როცა დასვენების დღეს გასართობად არასამუშაო საათებში გიწევს სამსახურში ყოფნა.
სწორედ ესაა ოფისი და 15 წლის შემდეგაც კი მისი "Christmas Party-ის" ემოციები — ფილისის ტკივილი, სტენლის მოწყენილობა, ჯიმის პანიკა, ანჯელას ბრაზი და მაიკლის მოუქნელობა — ჯერ კიდევ ძალიან ახალი და ძალიან ახლოა.
იმის გათვალისწინებით, რომ Dunder Mifflin-ის თანამშრომლებმა "საიდუმლო სანტას" თამაშისას საჩუქრები კონკრეტული ადამიანისთვის იყიდეს, მაიკლის გადაწყვეტილება, რომ ისინი გაცვალოს, თანაბრადაა ძალიან სასაცილოც და ძალიან კატასტროფულიც: ყველას უნდა ის iPod, რომელიც მაიკლმა რაიანისთვის იყიდა, ხოლო ჯიმის მიერ პემისთვის დიდი მოწადინებითა და ყურადღებით მოფიქრებული სამშვენისებით სავსე საჩუქარი კინაღამ დუაითის ცხვირის მსხვერპლი ხდება.
საჩუქრების მიმოცვლის ამ წყებას დამატებული ალკოჰოლი და ემოციები სიტკომის ოსტატურად დაწერის მშვენიერი მაგალითია და სიცილიც არ აყოვნებს, თუმცა მთელი იმ "ქრინჯი" იუმორის მიუხედავად, რომელიც მაიკლის ოინბაზობამ გამოიწვია, ამ სერიაში ბედნიერების პატარა ფუთებსაც წააწყდებით (მინიშნება: ისინი ჩაიდანშია დამალული).
3. Friends, "The One With the Holiday Armadillo"
ფოტო: NBC
Friends-ის ნამდვილი სადღესასწაულო ტრადიცია ყოველთვის მადლიერების დღე იყო და კრეატიული გუნდის მთელი ყურადღებაც სწორედ მის გარშემო ტრიალებდა, რის გამოც შობა ხშირად ჩრდილქვეშ რჩებოდა. მიუხედავად ამისა, არსებობს ერთი გამონაკლისი — მეშვიდე სეზონის "The One With The Holiday Armadillo" — რომელიც მეგობრების ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მარგალიტია.
რასაც არ უნდა გრძნობდეთ როს გელერისა და მისი, როგორც მშობლის, შეყვარებულის, პროფესორის, (პალეონტოლოგიის) დოქტორის თუ, ზოგადად, ადამიანის, ცოტა არ იყოს და საკამათო ქცევაზე, უნდა აღიაროთ, რომ სადღესასწაულო არმადილოს ფორმაში მისმა თეატრალურობამ სატელევიზიო შოუების საშობაო დიდების ხეივანში როსს სამუდამოდ დაუმკვიდრა ადგილი.
როსი ცდილობს, საკუთარი შვილისთვის სანტა კლაუსის ფორმაში გამოეწყოს, თუმცა კოსტიუმს ვერსად შოულობს და Friends-ის ეს გენიალური ეპიზოდიც სწორედ ასე იბადება — ის საკმაოდ უცნაურ ალტერნატივას, არმადილოს კოსტიუმს, არჩევს და თავის ნახევრად-ებრაელ შვილს ხანუქაზე უყვება. ხარისხიანი კომედიისთვის ეს უკვე ძალიან კარგი რეცეპტია, თუმცა მალევე სანტა კლაუსის ფორმაში შეკაზმული ჩენდლერის გამოჩენა და სუპერმენად გადაცმული ჯოუის შემოვარდნა ამ ძალიან სახალისო ეპიზოდს ყველა დროის ყველაზე უცნაურ "სილამაზის კონკურსად" აქცევს.
4. Modern Family, "Undeck the Halls"
ფოტო: ABC
ის, რაც ფილ დანფის შემთხვევით წამოსცდა, ეს იყო: "თუ არ გვეტყვით, დივანზე სიგარეტის ნამწვავი ვისი ნახელავია, შობა გაუქმდება". ამას რომ იტყვი, მერე რაღა დაგრჩენია? იძულებული ხარ, შენივე სიტყვები შეასრულო, წინააღმდეგ შემთხვევაში მომავალში აღარავინ გაიგებს შენს ნათქვამს სერიოზულად — ნუ, როგორც მინიმუმ, ბავშვების აღსაზრდელ წიგნებში ასე წერია.
მუქარის ამგვარი გადამეტება მშობლობის ერთ-ერთი მთავარი სენია, თუმცა ზოგჯერ შობა ზედმეტად დიდი მოვლენაა ოჯახისთვის საიმისოდ, რომ მას რაციონალურად გაუმკლავდე. ეს ეპიზოდიც სწორედ ამის ილუსტრირებაა — არ შეიძლება, შობა რაღაც გარიგების საპირწონე პრიზად თუ ჯარიმად გამოიყენო, რადგან ბავშვებისთვის შობის წართმევა ყოველთვის ზედმეტად დიდი საფასურია.
დანფიების დილემის პარალელურად ჯეი არც ისე წარმატებულად ცდილობს, კოლუმბიელი ცოლი და მისი შვილი შობის თავისებურ ტრადიციებს აზიაროს, კემერონი და მიჩელი კი სავაჭრო ცენტრის სანტას "არასაკმარის მხიარულებაზე" დაიჩივლებენ და დაუდევრობით სამსახურს დააკარგვინებენ. სამივე ამბავი იდეალურად მიესადაგება სერიალის პერსონაჟებს, რის გამოც Modern Family-ის ეს თანაბრად გულწრფელი და სახალისო პირველი საშობაო სერია მომენტალურად იქცა სადღესასწაულო კლასიკად.
5. Doctor Who, "The Snowmen"
ფოტო: BBC
გაცოცხლებული და განახლებული Doctor Who ახალი ათასწლეულის სატელევიზიო შოუების წარმატების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიაა. ძველი და ახალი ფანების მისაღებ ოთახებში საყვარელი საკულტო პერსონაჟის დაბრუნება და დროის მეუფის ახალი თავგადასავლები მალევე გახდა ძალიან პოპულარული და დაფასებული, ყოველწლიურმა სპეციალურმა საშობაო ეპიზოდებმა კი BBC-ის სადღესასწაულო განრიგში სამუდამოდ დაიმკვიდრა ერთ-ერთი მთავარი ადგილი.
დღემდე Doctor Who-ს ფარგლებში ბევრი ასეთი გამორჩეული სერია შექმნილა, თუმცა 2012 წლის სპეციალური ეპიზოდი "The Snowmen" მათგან საუკეთესოა და ყველაფერ იმის ნაერთს წარმოადგენს, რაც ამ შოუს ყველაზე კარგად ეხერხება და რის გამოც ის გვიყვარს.
სერიის მოვლენები ვიქტორიანულ ეპოქაში ვითარდება, სადაც მეტ სმითის დოქტორი წინა ეპიზოდებში მომხდარი ამბების შემდეგ საქმეებს ჩამოშორებულია და იმალება. ადგილობრივი ბარის დახლთან მომუშავე კლარა — ახალგაზრდა ქალი, რომელიც ორმაგი ცხოვრებით ცხოვრობს — უცხოპლანეტელ დროში მოგზაურს განმარტოებულობიდან დაბრუნებას აიძულებს, რათა მათ თვითაგებადი თოვლის კაცების უკან არსებულ იდუმალებას ერთად ახადონ ფარდა.
ეს იდეალური მასალაა Doctor Who-სთვის: ოჯახური სიუჟეტი მაღალი ფსონებით, რომელიც სიმძაფრითა და ინტრიგითაა სავსე — ყველაფერი, რასაც ერთგული მაყურებელი საშობაოდ ინატრებდა.
6. House, "Joy To The World"
ფოტო: Fox
ჯიუტი და ცინიკური ექიმი ჰაუსისთვის შობა ბევრს არაფერს ნიშნავს. ეს უცნაური არცაა იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ შოუს სეზონური ეპიზოდების უდიდესი ნაწილი მისი წამყვანი პერსონაჟის დაუცხრომელი და უცვლელი პესიმიზმის გარშემო ტრიალებს.
"Joy To The World" იმითაა გამორჩეული, რომ ჰაუსი იძულებულია, ტრადიცია დაარღვიოს და კეთილგანწყობილი დამოკიდებულება წაახალისოს, რადგან უილსონი მას კლინიკის პაციენტების მიმართ კარგად მოქცევისკენ მოუწოდებს.
უცნაური სამედიცინო შემთხვევების შესწავლით ყოველდღიურად დაკავებული ჰაუსისთვის თვალის დევნება ისედაც საკმაოდ სახალისოა, თუმცა ამას დამატებული ქალწულებრივი ორსულობის შთამაგონებელ თანამედროვე პერსპექტივა და ჰაუსის მცდელობები, უფრო ზრდილობიანი და მეგობრული იყოს, ამ ეპიზოდს მაყურებელთათვის დაუვიწყარ საშობაო საჩუქრად აქცევს.
7. Mr. Bean, "Merry Christmas Mr. Bean"
ფოტო: ITV
ყველამ გულწრფელად ვაღიაროთ: როდესაც როუენ ატკინსონს ვხედავთ, პირველი, რაც გვახსენდება, მისტერ ბინია. ამ პირდაპირი კავშირისგან თავის დაღწევა საკმაოდ რთულია, რადგან ბინი ჩვენს ბავშვობასა და კულტურულ ცნობიერებაში ძალიან ღრმადაა ამოძერწილი, რისი ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც სწორედ მისი საშობაო ეპიზოდია.
მისტერ ბინის ყველა სხვა სერიის მსგავსად, ამ საშობაო ეპიზოდის სკეჩებიც ეპიზოდური და დიდწილად ვიზუალური ბუნებისაა და მთელი 30 წუთის განმავლობაში მაყურებელს სახიდან ღიმილის მოშორების საშუალებას არ აძლევს. მასში სწრაფად მონაცვლეობს თითოეული შთამაგონებელი სადღესასწაულო ეტალონი — შოპინგი, მისალოცი ბარათები, საჭმელი და, რაც მთავარია, საჩუქრები.
უი, ჰო, და ბინის თავზე ჩამოცმული ინდაურიც არ დაგვავიწყდეს! "Merry Christmas Mr. Bean" ჟანრის ღირსეული კლასიკაა და გულის გამათბობელ ნოსტალგიასთან ერთად საშობაო საჩუქრად დაუვიწყარი სიცილიც მოაქვს.
8. Hey Arnold!, "Arnold’s Christmas"
ფოტო: Nickelodeon
ბავშვობის ნოსტალგიებს რახან შევეხეთ, Nickelodeon-ის ეს ერთ-ერთი ყველაზე თბილი და საყვარელი ანიმაციაც უნდა გავიხსენოთ. გამორჩეული ჯაზის მუსიკალური გაფორმება რომც გადავდოთ გვერდით, ღრმა ემოციური ინტელექტით სავსე ჰეი, არნოლდ! სხვა ანიმაციებისგან რაღაც ჭეშმარიტად განსხვავებულს გვთავაზობდა.
ამ გენიალურ ანიმაციაში დიდ ქალაქში ცხოვრების მეოთხეკლასელებისეული სახალისო პერსპექტივაა ნაჩვენები, რომელიც არა უბრალოდ მღელვარებითა და აღფრთოვანებით, არამედ ასევე საგრძნობი მელანქოლიითა და მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული საკითხების გადაჭრის სურვილით იყო აღსავსე.
შოუს საშობაო ეპიზოდი მისი ერთ-ერთი განმსაზღვრელი მომენტია: "საიდუმლო სანტაში" არნოლდს ბატონი ჰიუნი ამოუვა — ვიეტნამელი რესტორნის თანამშრომელი. როგორც სერიიდან ვიგებთ, მან ვიეტნამის ომის დროს თავისი პატარა გოგონა ამერიკელ ჯარისკაცს მიაბარა, რათა მისი სიცოცხლე დაეცვა, თუმცა მას შემდეგ შვილის პოვნა და დაბრუნება ვეღარ მოახერხა. დიადი დღის დადგომამდე არნოლდი და მისი მეგობარი ჯერალდი გოგონას პოვნას ცდილობენ, სერია კი სითბოსა და სიყვარულის გულისამაჩუყებელი ტრიუმფით გვირგვინდება.
თუ სერიალებს თვალს აქტიურად ადევნებ, არ დაგავიწყდეს, შემოიხედო ჩვენს ჯგუფშიც – ერთი სერიაც და…
-
საგარეო უწყება: ტანკერ Veronica-ს ეკიპაჟის შემადგენლობაში საქართველოს მოქალაქეების ყოფნასთან დაკავშირებით ინფორმაციას ვაზუსტებთ საგარეო უწყება: ტანკერ Veronica-ს ეკიპაჟის შემადგენლობაში საქართველოს მოქალაქეების ყოფნასთან დაკავშირებით ინფორმაციას ვაზუსტებთ
გადახედვა
-
დონალდ ტრამპმა ღაზას მშვიდობის საბჭოში საქართველო არ მიიწვია — მოსაწვევები მიიღეს ალიევმა და ფაშიანიანმა დონალდ ტრამპმა ღაზას მშვიდობის საბჭოში საქართველო არ მიიწვია — მოსაწვევები მიიღეს ალიევმა და ფაშიანიანმა
გადახედვა
-
ქალი პოლიტიკოსები სახალხო დამცველს მიმარტავენ, დაუყოვნებლივ, პირადად მოინახულოს ანასტასია ზინოვკინა და ნანა სანდერი ქალი პოლიტიკოსები სახალხო დამცველს მიმარტავენ, დაუყოვნებლივ, პირადად მოინახულოს ანასტასია ზინოვკინა და ნანა სანდერი
გადახედვა
-
TI: კომპანიებმა, რომლებშიც მოქმედი "ოცნების" დეპუტატები ფლობენ წილს, ტენდერების მოგების შემდეგ ₾465 900 569 მიიღეს TI: კომპანიებმა, რომლებშიც მოქმედი "ოცნების" დეპუტატები ფლობენ წილს, ტენდერების მოგების შემდეგ ₾465 900 569 მიიღეს
გადახედვა
-
ბრუკლინ ბექჰემის სკანდალური ბრალდებები მშობლებისადმი ბრუკლინ ბექჰემის სკანდალური ბრალდებები მშობლებისადმი
გადახედვა
-
არქი ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონის, სანდრო ბაზაძის მხარდამჭერი გახდა არქი ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონის, სანდრო ბაზაძის მხარდამჭერი გახდა
-
28 თებერვლიდან 1 მარტამდე სიახლე Tbilisi Open Air-ისგან! 28 თებერვლიდან 1 მარტამდე სიახლე Tbilisi Open Air-ისგან!
-
საჯარო სკოლებში, გაკვეთილის დროს, მობილური ტელეფონის გამოყენება პედაგოგებისთვისაც შეიზღუდება საჯარო სკოლებში, გაკვეთილის დროს, მობილური ტელეფონის გამოყენება პედაგოგებისთვისაც შეიზღუდება
გადახედვა
-
ვლადიმერ ხუჭუა: მოსამართლე, რომელიც მიიღებს ერთ უღირს გადაწყვეტილებასაც კი, თუ მას არ შეუძლია მისი ღირსების დაცვა, ის სხვის ღირსებას და თავისუფლებას ვერ დაიცავს ვლადიმერ ხუჭუა: მოსამართლე, რომელიც მიიღებს ერთ უღირს გადაწყვეტილებასაც კი, თუ მას არ შეუძლია მისი ღირსების დაცვა, ის სხვის ღირსებას და თავისუფლებას ვერ დაიცავს
გადახედვა
-
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო გზებზე შეზღუდვები დაწესდა რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო გზებზე შეზღუდვები დაწესდა
გადახედვა
-
სურსათის ფასებთან დაკავშირებით შექმნილი კომისია მედიკამენტებისა და საწვავის ფასებსაც შეისწავლის სურსათის ფასებთან დაკავშირებით შექმნილი კომისია მედიკამენტებისა და საწვავის ფასებსაც შეისწავლის
გადახედვა
-
ასტრონომებმა რგოლის ნისლეულში რკინის უზარმაზარი "ჯოხი" აღმოაჩინეს ასტრონომებმა რგოლის ნისლეულში რკინის უზარმაზარი "ჯოხი" აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რა არის თოვლი და როგორ წარმოიქმნება ის რა არის თოვლი და როგორ წარმოიქმნება ის
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძე: "მე არავისთვის მითხოვია შეწყალება და არც ველოდი, რომ შემიწყალებდნენ. ვის გაუგია ქოცი და ჰუმანურობა" საბა სხვიტარიძე: "მე არავისთვის მითხოვია შეწყალება და არც ველოდი, რომ შემიწყალებდნენ. ვის გაუგია ქოცი და ჰუმანურობა"
გადახედვა
-
"ჭიათურელების სასტიკი დასჯის უკან დგას სახელმწიფოს დიდი გზავნილი და მუქარა" — თამთა მიქელაძე მაღაროელების განაჩენზე "ჭიათურელების სასტიკი დასჯის უკან დგას სახელმწიფოს დიდი გზავნილი და მუქარა" — თამთა მიქელაძე მაღაროელების განაჩენზე
გადახედვა
-
რუსული კანონის აქციაზე დაკავებულმა, გიორგი მექვაბიშვილმა "ოცნების" ხელისუფლებას სტრასბურგის სასამართლოში დავა მოუგო რუსული კანონის აქციაზე დაკავებულმა, გიორგი მექვაბიშვილმა "ოცნების" ხელისუფლებას სტრასბურგის სასამართლოში დავა მოუგო
გადახედვა
-
კამჩატკის ნახევარკუნძულზე რეკორდული რაოდენობის თოვლი მოვიდა — არის მსხვერპლიც კამჩატკის ნახევარკუნძულზე რეკორდული რაოდენობის თოვლი მოვიდა — არის მსხვერპლიც
გადახედვა
-
მოკლული გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულმა არასრულწლოვანმა დ.ჩ.-მ შიმშილობა დაიწყო მოკლული გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულმა არასრულწლოვანმა დ.ჩ.-მ შიმშილობა დაიწყო
გადახედვა
-
სუს: თავისუფალია ორი მოქალაქე, რომლებიც სოფელ დვანის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, 13 იანვარს უკანონოდ დააკავეს სუს: თავისუფალია ორი მოქალაქე, რომლებიც სოფელ დვანის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, 13 იანვარს უკანონოდ დააკავეს
გადახედვა
-
ანასტასია ზინოვკინა დახურული ტიპის ციხეში გადაიყვანეს, სადაც სატელეფონო ზარების განხორციელების უფლება და პაემნების რაოდენობა შეეზღუდება ანასტასია ზინოვკინა დახურული ტიპის ციხეში გადაიყვანეს, სადაც სატელეფონო ზარების განხორციელების უფლება და პაემნების რაოდენობა შეეზღუდება
გადახედვა
-
რეზო კიკნაძე: ზვიადაური მკვლელობისთვის არაა დაჭერილი, ტერიშვილმა ქაღალდი ისროლა და იმაზე მეტ ხანს უნდა იჯდეს, ვიდრე ზვიადაური რეზო კიკნაძე: ზვიადაური მკვლელობისთვის არაა დაჭერილი, ტერიშვილმა ქაღალდი ისროლა და იმაზე მეტ ხანს უნდა იჯდეს, ვიდრე ზვიადაური
გადახედვა

კომენტარები