უზენაესის მოსამართლეების შერჩევის იუსტიციის საბჭოს დადგენილება პრობლემურია — კოალიცია
ფოტო: hcoj.gov.ge
კოალიციაში დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის მიაჩნიათ, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის დადგენილების პროექტი ღია და გამჭვირვალე პროცესის ჩატარებას ვერ უზრუნველჰყოფს. კოალიციში აცხადებენ, რომ დადგენილება მნიშვნელოვნად შეზღუდავს საბჭოს წევრებს აქტიურად იყვნენ ჩართულები გასაუბრების პროცესში და კანდიდატს შეკითხვები საკუთარი მიხედულებისამებრ დაუსვან.
კოალიციაში აღნიშნავენ, რომ დადგენილების პროექტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წევრმა მოამზადა, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობას თავად იღებს.
"შესაბამისად, სახეზე გვაქვს ვითარება, როდესაც კანდიდატი, რომელიც იმავდროულად არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი და კანონი ევალება ჩამოშორდეს შერჩევის პროცესს, თავად ამზადებს იმ წესებს, რომელიც მოგვიანებით გამოყენებულ უნდა იქნეს მასთან, როგორც კანდიდატთან მიმართებაში", — აცხადებენ კოალიციაში.
წლების განმავლობაში სასამართლო სისტემაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე თვლიან, რომ სასამართლო სისტემაში ყველანაირ რეგულაციურ ცვლილებებს კოსმეტიკური ხასიათი აქვთ და სისტემაში არსებულ მდგომარეობას თვისობრივად ვერ ცვლიან.
კოალიცია მიიჩნევს, რომ შეთავაზებული რედაქცია ხარვეზებს შეიცავს და საჭიროებს ცვლილებებს შემდეგ მუხლებში:
დადგენილების პროექტის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტში მითითებულია, რომ ვიდეო და ფოტო გადაღება მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მიერ დაშვებულია მხოლოდ საჯარო მოსმენის დაწყებისას. თუმცა, არ არის პირდაპირი მითითება მოსმენების საჯარო (LIVE) ტრანსლირების აუცილებლობაზე.
კოალიციაში მიაჩნიათ, რომ პროექტში უნდა აისახოს აღნიშნულის ვალდებულებაც, რათა შესრულდეს ორგანული კანონის მოთხოვნა პროცესის საჯაროობასთან დაკავშირებით და საზოგადოებას ჰქონდეს პირდაპირ ეთერში, საჯარო მოსმენების ყურების, კანდიდატებზე დაკვირვებისა და მათზე ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, აცხადებენ, რომ შექმნილი მძიმე ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, საჯაროობა, როგორც მიზანი ვერ შესრულდება პირდაპირი ტრანსლირების გარეშე.
გარდა ამისა, დადგენილების პროექტის მე-4 მუხლის მე-10 პუნქტით საბჭოს წევრს კანდიდატთან გასაუბრებისათვის გამოეყოფა ფიქსირებული დრო, 30 წუთი, რომელიც მხოლოდ დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე შესაძლოა გახანგრძლივდეს არაუმეტეს 15 წუთისა.
"ერთი მხრივ გასაგებია, რომ აღნიშნული ჩანაწერი საჯარო მოსმენების გონივრულ ვადაში მოქცევის მიზანს ემსახურება, მაგრამ ეს უნდა იყოს რეკომენდირებული დრო და არა აბსოლუტურად განსაზღვრული. თუკი საბჭოს წევრს კანდიდატთან დარჩენილი აქვს შეკითხვები, იგი არ უნდა იყოს შეზღუდული დროით, მას უნდა მიეცეს ყველა სასურველი შეკითხვის დასმის შესაძლებლობა", — განმარტავენ კოალიციაში.
მათივე თქმით, საყურადღებოა დადგენილების პროექტის მე-4 მუხლის მე-12 პუნქტიც, რომლითაც იზღუდება საბჭოს წევრის თავისუფლება, დაუსვას შეკითხვა კანდიდატს მისთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რამდენადაც კითხვის შინაარსი საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის 341 მუხლის ჩარჩოებში ექცევა.
კოალიციაში მიაჩნიათ, რომ შეკითხვების მსგავსი შინაარსობრივი შეზღუდვა არამიზანშეწონილია და საზოგადოების ინტერესს აზიანევს, ინფორმაცია მიიღოს არა მხოლოდ კანდიდატის პროფესიული ცოდნის, არამედ მისი მსოფლმხედველობისა და ღირებულებათა წესრიგის შესახებაც.
"ზოგადად გასაუბრების დროს წინასწარ შემუშავებული სტანდარტული კითხვარის არსებობა მიზანშეწონილია, თუმცა იუსტიცის უმაღლესი საბჭოს წევრი არ უნდა იყოს შეზღუდული კანდიდატს დაუსვას ნებისმიერი შეკითხვა რაც კანდიდატის პიროვნების შესწავლას ემსახურება. ჩნდება ეჭვი, რომ აღნიშნული ჩანაწერი მიზნად ისახავს კლანისათვის ლოიალური კანდიდატებისათვის უხერხული კითხვების არიდებას სასამართლოში არსებულ არაფორმალურ გავლენებსა და ზოგადად მართლმსაჯულების სისტემის მდგომარეობაზე", — აცხადებენ ორგანიზაციაში.
ისინი მოუწოდებენ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, წარმოდგენილი რეკომენდაციები დადგენილების პროექტში ასახოს, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ღია, გამჭვირვალე და სამართლიანი შერჩევის პროცესი, რომელიც გაზრდის საზოგადოების ნდობას როგორც თავად პროცესის, ისე შერჩეული კანდიდატების მიმართ.
2020 წლის პირველ დეკემბერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა დადგენილების პროექტი, რომელმაც საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი უნდა მოაწესრიგოს.
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
-
რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია
გადახედვა
კომენტარები