იმედის კლინიკის მეან-გინეკოლოგი კორონავირუსით გარდაიცვალა
ფოტო: MGN Online
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144
იმედის კლინიკის მეან-გინეკოლოგი, ზაზა იმერლიშვილი, გუშინ, 26 ნოემბერს კორონავირუსით გარდაიცვალა.
"ექიმი დაინფიცირდა კორონავირუსით, სავარაუდოდ ამა წლის 17-18 ნოემბერს, როდესაც იგი ერთ-ერთ რაიონში, ახლობელ ოჯახთან სტუმრად იმყოფებოდა. რაიონიდან დაბრუნებისთანავე ზაზა იმერლიშვილს აღენიშნებოდა ვირუსული ინფექციის სიმპტომები და შესაბმისად იგი კლინიკაში აღარ დაბრუნებულა", — აცხადებენ იმედის კლინიკაში.
კლინიკაში აცხადებენ, რომ კორონავირუსის დადასტურების შემდეგ იგი ბინაზე მკურნალობდა, თუმცა თანმდევი დაავადებების გამო მისი მდგომარეობა დამძიმდა და გადაიყვანეს მცხეთის სამედიცინო ცენტრში.
"ექიმების თავგანწირული მცდელობის მიუხედავად, საუბედუროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა", — ვკითხულობთ იმედის კლინიკის გავრცელებულ განცხადებაში.
27 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის კიდევ 4 780 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამასთან, გარდაიცვალა კიდევ 37 ადამიანი. 3 489 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
პანდემიის დაწყების დღიდან სულ ქვეყანაში 123 470 შემთხვევა დადასტურდა, აქედან 102 270 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო გარდაიცვალა — 1 161.
დღეს გამოვლენილი ინფიცირების 4 780 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით:
- თბილისში — 1 863;
- აჭარაში — 664;
- იმერეთში — 648;
- ქვემო ქართლში — 319;
- შიდა ქართლში — 259;
- გურიაში — 102;
- სამეგრელო-ზემო სვანეთში — 385;
- კახეთში — 280;
- მცხეთა-მთიანეთში — 128;
- სამცხე-ჯავახეთში — 89;
- რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში — 43.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 20 013. მათ შორის, 6 251 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. აქედან, თბილისში — 2 724, აჭარაში — 1 020, იმერეთში — 1 219.
მძიმე პაციენტია 976 პირი, მათ შორის, თბილისში — 447, აჭარაში — 154, იმერეთში — 226. მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 375 პირი, მათგან თბილისში — 201, აჭარაში — 49, იმერეთში — 45.
3 863 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 266 — თბილისში, 2 039 — აჭარაში, 278— იმერეთში. 9 899 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 2 114 ადამიანი, მათ შორის, თბილისში — 458, აჭარაში — 1 034, ხოლო იმერეთში — 35. სულ 6 ოქტომბრიდან 26 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია 18 327 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 54 554 ადამიანი, მათ შორის, თბილისში— 18 087 პირი, აჭარაში — 14 450, იმერეთში — 4 816.
წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე:
- აუცილებელი რეკომენდაციები კორონავირუსისგან თავის დასაცავად
- Ի՞նչ է նոր կորոնավիրուսը — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის სომხურ ენაზე
- Yeni koronavirus nədir? — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის აზერბაიჯანულ ენაზე
- როგორ უნდა გამოვიყენოთ და დავამუშავოთ მრავალჯერადი პირბადეები
- როგორ უნდა გაიკეთოთ, გამოიყენოთ და გადააგდოთ ნიღაბი
- როგორ დავიბანოთ ხელები სწორად კორონავირუსისგან დასაცავად
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები