გაეროს სესიაზე საქართველომ ბავშვთა საკითხების პრიორიტეტულობა დააფიქსიროს — არასამთავრობოები
ფოტო: მთავრობის პრესსამსახური
საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციები ღია წერილით საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას მოუწოდებენ, გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მოწვეულ სპეციალურ სესიაზე, რომელიც კორონავირუსის თემაზე 3-4 დეკემბერს იმართება, საქართველომ ბავშვთა საკითხების პრიორიტეტულობის კუთხით თავისი ინტერესი დააფიქსიროს. კერძოდ, საუბარია ბავშვთა პრობლემების მიმართ დაფინანსების გაზრდაზე, მიზნობრივი პროგრამების გაძლიერებასა და პანდემიაზე ქვეყნის რეაგირების გეგმაში ბავშვთა საკითხების პრიორიტეტულობაზე.
"მიუხედავად იმისა, რომ ბავშვები არ არიან პანდემიის პირველადი მსხვერპლები, მათ განსაკუთრებით შეეხოთ Covid-19-ით გამოწვეული უარყოფითი სოციალურ-ეკონომიკური შედეგები, როგორც მსოფლიო მასშტაბით, ასევე, საქართველოშიც. ქვეყნის მიერ ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის პროგრესის კუთხით მიღწეული შედეგები ახლა სერიოზული საფრთხის ქვეშაა", — ნათქვამია წერილში, რომელსაც ხელს World Vision საქართველოს, საქართველოს SOS ბავშვთა სოფლისა და Save the Children International საქართველოს ოფისის ხელმძღვანელები აწერენ.
ღია წერილში ხაზგასმულია ის ძირითადი პრობლემები, რაც ბავშვთა დაცვისა და განვითარების საკითხს ქვეყანაში საფრთხეს უქმნის.
კორონავირუსის შედეგების სწრაფი შეფასების კვლევით, რომელიც 2020 წელს საერთაშორისო ორგანიზაცია World Vision საქართველომ ჩაატარა, მაღალი ეკონომიკური მოწყვლადობის ოჯახების ბავშვების 59.4 პროცენტი დისტანციური სწავლების პროგრამაში ჩართული საერთოდ არ იყო. ორგანიზაცია საქართველოს SOS ბავშვთა სოფლის მონაცემების თანახმად, ორგანიზაციის ბენეფიციარი ბავშვების 27%-ს საერთოდ არ ჰქონდა ინტერნეტთან ან სათანადო ტექნოლოგიასთან ხელმისაწვდომობა.
საერთაშორისო ორგანიზაციების აზრით, ეკონომიკური კრიზისით გამოწვეული უარყოფითი შედეგები განსაკუთრებით მტკივნეულია ბავშვებისთვის და მათ კეთილდღეობასა და მომავალს გრძელვადიან საფრთხეს უქმნის.
ოჯახების სიღარიბის მაჩვენებელი გაღრმავდა და მაგალითისათვის, ორგანიზაცია World Vision საქართველოს მიერ განხორციელებული კვლევის თანახმად, ოჯახების შემოსავალი კახეთის რეგიონში შემცირდა 21.1%-ით, იმერეთის რეგიონში 17.1%-ით, ხოლო სამცხე-ჯავახეთში 16%-ით.
"სახელმწიფოს მიერ შემოღებული რეგულაციების შედეგად, საქართველოში უკიდურესად დამძიმდა ქუჩასთან დაკავშირებული და მიუსაფარი ბავშვების მდგომარეობა, რადგან დაიხურა დღის ცენტრები მიუსაფარი ბავშვებისათვის და ამ ცენტრების ბენეფიციარები შიმშილის ზღვარზე აღმოჩნდებოდნენ, რომ არ განხორციელებულიყო მომსახურების მომწოდებელი ორგანიზაციების მიერ ოჯახებში საკვების დისტრიბუცია", — აღნიშნულია განცხადებაში.
წერილში, ასევე, ვკითხულობთ, რომ Covid-19-მა წარმოშვა და გააღრმავა შემდეგი რისკები:
- ხელმისაწვდომობა ძირითად მომსახურებებზე [საგანმანათლებლო, განმავითარებელი, სარეაბილიტაციო];
- თანატოლთა შორის სოციალური ურთიერთობების რღვევა;
- ფსიქოსოციალური სირთულეების ზრდა ბავშვებსა და მათ მზრუნველებში;
- ბავშვებსა და მოზარდებში საფრთხისა და შფოთვის შეგრძნების ზრდა;
- ოჯახების შემოსავლის შემცირება;
- მშობლების მომატებული სტრესისა და შფოთვის პირობებში, ბავშვთა მიმართ ყველა ფორმის ძალადობის ზრდის რისკები;
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მიმართ გაზრდილი სტიგმა და სოციალური იზოლაციის გაღრმავების რისკები;
- 5 წელზე ასაკის ქვემოთ ბავშვების ნუტრიციული დეფიციტი და განვითარების შეფერხების რისკები.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები