რამდენი უპასუხობა — ლია სტურუას ლექსი ბრიუსელის მეტროში 3 ენაზე დაიბეჭდა
ფოტო: Transpoesie / მწერალთა სახლი
შემოდგომაზე, ქართველმა მწერალმა ლია სტურუამ ტრანსპოეზიის ფესტივალში მიიღო მონაწილეობა, რის ფარგლებშიც მისი ლექსი, რამდენიმე უპასუხობა, ბრიუსელის მეტროს ვაგონებში და ქუჩებში ქართულ, ფრანგულ და ნიდერლანდურ ენებზე დაიბეჭდა.
ტრანსპოეზიის ფესტივალი 2011 წლიდან ყოველ შემოდგომაზე ბრიუსელში იმართება და ენისა და ლინგვისტიკური მრავალფეროვნების ევროპის დღეს ეძღვნება. მასში ქართველი მწერლის ჩართულობაზე მწერალთა სახლმა და ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს საელჩომ იზრუნა.
*რამდენი უპასუხობა*
რამდენი უპასუხობა,
რამდენი სართული თავზე,
საძირკველი გტკივა,
ჯერ მიწა ხომ არა ხარ,
დუმილს, მაინც, სწავლობ,
გარედან ვინც გეხება, ისინიც არ დააფრთხო.
ამაზე უარესია, ფანჯრიდან რომ გაიხედავ
და ვერავის ეტყვი: "რა კარგი ამინდია!"
ფოტო: მწერალთა სახლი
ლექსი ნიდერლანდურ ენაზე თარგმნა ინგრიდ დეხრავემ, ფრანგულ ენაზე კი ბაჩანა ჩაბრაძემ.
ფოტო: Transpoesie
ფესტივალთან ერთად, გაიმართა პოეტების საღამოც, რომელშიც ლია სტურუამ მონაწილეობა ბასკ, ჩეხ, ფინელ, ჩრდილოეთ ირლანდიელ და ესპანელ პოეტებთან ერთად მიიღო.
ფოტო: Transpoesie
ფესტივალი 26 სექტემბერს გაიმართა, ხოლო ბრიუსელში მეტროში რამდენიმე უპასუხობა ოქტომბრის შუა რიცხვებამდე იყო გამოკრული. 12 ოქტომბრიდან ქართველი პოეტის ლექსი, სხვა ევროპელი პოეტების ლექსებთან ერთად, იმავე ქალაქში, ნეღვიენის ქუჩის მხრიდან, სენკანტენერის პარკის ღობეზეც განთავსდა.
ფოტო: Transpoesie
საქართველოს საელჩოს ინიციატივით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს სხვა ქართველმა პოეტებმაც: შოთა იათაშვილმა, მაია სარიშვილმა და ზვიად რატიანმა.
ლია სტურუა ლიტერატურული დაჯილდოებების გამარჯვებული ქართველი პოეტია, რომელსაც პროზისა და პოეზიის ჟანრში 15-ზე მეტი წიგნი აქვს გამოცემული. 2017 წელს, მან მიიღო ლიტერატურული პრემია საბა ქართულ ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. ლექტორი, მწერალი და მკვლევარი ბოლო პერიოდში ლიტერატურის კონსულტანტად გალაკტიონ ტაბიძის სახლ-მუზეუმში მუშაობდა.
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა




კომენტარები