გირჩის ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ფეისბუქგვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც დაწერა — "#დაგმეგრიგოლი". ჯაფარიძე ამ ფორმით გრიგოლ ვაშაძის განცხადებას ხუმრობით გამოეხმაურა.

დღეს გავრცელდა ენმ-ის თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის განცხადება, სადაც ის პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, პროცესი მშვიდობიან მაგიდასთან გადაიტანონ და ჩაანაცვლონ ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოების ტრიბუნით. განცხადების ნამდვილობა On.ge-სთან პრესსამსახურმა დაადასტურა.