მეცნიერები 65 მილიონი წლის თევზის სახეობის გადარჩენას ცდილობენ
რუმინეთის ვალსანის მდინარის სწრაფ დინებაში, ევროპის და სავარაუდოდ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი თევზი ბინადრობს. ასპრეტის სახეობა უკვე 65 მილიონი წელია არსებობს და ის პირველად ბიოლოგიის სტუდენტმა, 1956 წელს აღმოაჩინა. ეს სახეობა ბოლო 60 წელია გადაშენების პირასაა.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ამ სახეობის მხოლოდ 10-15 წარმომადგენელიღაა დარჩენილი, მიუხედავად იმისა, რომ 2000იანებში დაახლოებით 200 ინდივიდი იყო აღრიცხული.
ოქტომბერში ბიოლოგი ანდრეი ტოგორი ვალსანის მდინარეში აპრეტის 12 წარმომადგენელს გადააწყდა. "აპერტის ჩვენი თვალებით დანახვა ფანტასტიური იყო", — ამბობს ტოგორი. ასეთი იშვიათი ცხოველის დანახვა საველე პირობებში, ბიოლოგისთვის მართლაც გასაოცარი შეგრძნებაა.
ასპრეტი გასაოცარი იმიტომაა, რომ თავისი არსებობის 65 მილიონი წლის მანძილზე ის პრაქტიკულად უცვლელი დარჩა, თუმცა ბოლო 60 წლის ადამიანურმა აქტივობამ, მას შეიძლება ბოლო მოუღოს.
თევზის პოპულაციაზე თავის დროზე ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობამ იმოქმედა. სადგურების მშენებლობა 1960-იან წლებში ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა ქვეყანას კომუნისტური მართველობა ყავდა. 60-იან წლებამდე აპრეტი ვასლანის მდინარის 30 კილომეტრიან მონაკვეთზე და პარალელურ მდინარეებში, არგესში და რაულ დოამნეიშიც ბინადრობდა.
"თევზი რაულ დოამნეიდან იმიტომ გაქრა, რომ მდინარე პრაქტიკულად დაშრა", — ამბობს ტოგორი. "კომუნისტური მთავრობა ენდემურ სახეობებზე დიდად არ ზრუნავდა. ეს თევზი გადაშენების პირას სწორედ ადამიანების გამოა".
კიდევ ერთი ფაქტორი სწრაფი დეფორესტაცია აღმოჩნდა. ვასლანის სანაპიროებთან ხეების გაკაფვა თევზებისთვის ერთ-ერთი დამატებითი წნეხია. ამას გარდა, მდინარეში ნაგავი იყრება, ეკოსისტემების ბალანსი ირღვევა და მდინარიდან მშენებლობისთვის დიდი რაოდენობით ხრეში და ქვები გააქვთ.
მიუხედავად იმისა, რომ აქტივისტები და ბუნების დაცვის ორგანიზაციები თევზების სიცოცხლის შენარჩუნებას ცდილობენ, როგორც ჩანს რუმინეთის მთავრობა პრობლემისადმი ნაკლები ენთუზიაზმით არის განწყობილი.
მთავრობის კუთვნილი ჰიდროელექტრიკა კაშლებს აკონტროლებს, თუმცა რეგულაციებს არ იცავს. მთავრობისვე აღიარებით, ეს დარჩენილ ასპრეტს საფრთხეს უქმნის.
მეცნიერები და აქტივისტები ცდილობენ, რომ შეიმუშავონ გეგმა, რომლის დახმარებითაც ასპრეტის პოპულაციის აღდგენას და მდინარის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ, თუმცა ეს ძვირადღირებული პროექტია და ფინანსურ მხარდაჭერას საჭიროებს.
ანდრეი ტოგორი ამბობს, რომ ეს თევზი "ჩვენი პლანეტის ჯანმრთელობის ბარომეტრია". მისი თქმით, "ეს თევზი აქ 65 მილიონი წლის წინაც იყო, ადამიანებმა ის 50 წელში არ უნდა გაანადგურონ... ეს არასწორია".
კომენტარები