კოვიდინფიცირებული მეუფე ნიკოლოზი ამბობს, რომ საღამოობით სეირნობს და ამტკიცებს, რომ ამ დროს ქუჩაში არავინაა
ფოტო: კადრი ვიდეოდან / Nicholas Metropolitan / Youtube
ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი, რომელიც კოვიდინფიცირებულია აცხადებს, რომ ღამით ქუჩაში დადის. მისი მტკიცებით, ახალქალაქში საღამოს ხალხი იშვიათადაა, ამიტომ ქუჩაში გასვლა პრობლემა არ არის.
ნიკოლოზი ამტკიცებს იმასაც, რომ სიარული კორონავირუსით ინფიცირებისას კარგია და ამის შესახებ ექიმმა უთხრა, მაშინ, როცა ეპიდემიოლოგები და NCDC-ის წევრები მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ ინფიცირების შემთხვევაში დარჩნენ იზოლაციაში და არ შეუწყონ ხელი ვირუსის გავრცელებას.
"როგორც მოგახსენებთ, რასაც ვაკეთებდი, იმას ვაკეთებ და რა არის, ახლა ეს რაღაც. ეს რაღაც ის არის, რომ მე დიდი ხანია უკვე, რამდენი გითხრათ, რამენიმე წელია, ალბათ, 2-3 წელი, 4, ვცდილობ, რომ ვიმოძრაო, ანუ ფეხით ვიარო. მე თავის დროზე ექიმმა დამინიშნა ეს ფეხით სიარული და მითხრა, რომ დღეში 2 საათი სწრაფი სიარული არის პირდაპირ ჩემი ჯანმრთელობის პირველი წამალი, ჩემი ავადმყოფობის გამო.
და ახლაც კი, მიუხედავად იმისა, რომ მე ახლა გადამდები ვარ, ამ წუთას, მიუხედავად ამისა, უცნაურია, აი ახალქალაქში გვაქვს საშუალება ღამე ფაქტიურად, სადღაც ცხრა საათის მერე ქალაქი არის მკვდარი სრულებით. არავინ არ არის გარეთ, მანქანა გაივლის ალბათ ერთი-ორი, ქუჩები არის ასფალტირებული, განიერი, განათებული და აი, ამ ქუჩაში შეიძლება შუა ქუჩაში სიარული ისე, რომ არც მანქანის საფრთხეა, არც ის, რომ ადამიანს შეხვდები, ამიტომ ყოველ საღამოს დავდივარ", — განაცხადა მან ვიდეომიმართვაში.
კორონავირუსით ინფიცირების შესახებ ნიკოლოზმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომელიც იუთუბის არხზე გაავრცელა. მისი თქმით, უკვე გამოუვლინდა სიმპტომები და დაუქვეითდა გემოსა და ყნოსვის შეგრძნება.
ნიკოლოზმა ვიდეომიმართვაში აღნიშნა ისიც, რომ მისი შემთხვევის შესახებ პირადად არის ინფორმირებული NCDC-ის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე და კორონავირუსთან ბრძოლაში ჩართული იქიმები, რომლებსაც პირადად იცნობს.
ნიკოლოზი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მოწინააღმდეგე იყო კორონავირუსის გამო ეკლესიებში წირვა-ლოცვისა და ხალხმრავლობის შეზღუდვისა.
გაიგეთ მეტი კორონავირუსზე მისი შეხედულებების შესახებ:
- მეუფე ნიკოლოზი: როცა თავს ცა გვაქვს ფირუზის, არ გვეშინია ვირუსის
- მეუფე ნიკოლოზი: ქვეყანაში ველოდებით ყაჩაღს, ვირუსს... შესანიშნავი შვიდეული დაამარცხებს მას
- მეუფე ნიკოლოზი: მინდა შემოგთავაზოთ დევიზი — არ გადასდო და არ გადაგედება
- ღვინო, რომელიც ბარძიმში გარდაიქმნება სისხლად, არის ანტისეპტიკი — მეუფე ნიკოლოზი
წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე:
- აუცილებელი რეკომენდაციები კორონავირუსისგან თავის დასაცავად
- Ի՞նչ է նոր կորոնավիրուսը — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის სომხურ ენაზე
- Yeni koronavirus nədir? — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის აზერბაიჯანულ ენაზე
- როგორ უნდა გამოვიყენოთ და დავამუშავოთ მრავალჯერადი პირბადეები
- როგორ უნდა გაიკეთოთ, გამოიყენოთ და გადააგდოთ ნიღაბი
- როგორ დავიბანოთ ხელები სწორად კორონავირუსისგან დასაცავად
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
კომენტარები