Extra.ge — მთლიანი მოლი უკვე შენს მობილურში
ფოტო: Extra.ge
ერთი ხელის მოსმით — Extra.ge შოპინგის გასამარტივებლად მომხმარებლებს უკვე მობილურ აპლიკაციას სთავაზობს.
Extra.ge ელექტრონული კომერციისა და ონლაინ შოპინგის განვითარებისთვის კიდევ ერთ სიახლეს გვთავაზობს. ახალი მობილური აპლიკაცია ბეტა რეჟიმში გაეშვა. ის მნიშვნელოვნად გაუმარტივებს მომხმარებლებს ყველაზე დიდ ონლაინ მოლთან მუდმივ წვდომას.
Extra.ge ბაზარზე 2020 წლის 29 თებერვლიდან ოპერირებს და მომხმარებლებს ანებივრებს უამრავი ხელსაყრელი შეთავაზებით. გუნდი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლის კომფორტსა და საჭიროებებზე, რისი ნაწილიცაა ეს აპლიკაციაც. Extra.ge აღნიშნულ პროექტზე მუშაობისას აქტიურად თანამშრომლობდა კომპანია Sweeft Digital-თან. 5 ნოემბერს აპლიკაციის ბეტა ვერსიამ დღის სინათლეს იხილა.
"ჩვენს გუნდს, Sweeft Digital-ს მიეცა შესაძლებლობა, შეექმნა უნიკალური ელექტრონული კომერციის პლატფორმის — Extra.ge-ის მობილური აპლიკაცია, როგორც iOS-ისთვის, ასევე Android-ისთვის. ეს არის პირველი ონლაინ მოლი საქართველოში, რომელიც მომხმარებელს გაუმარტივებს ონლაინ შოპინგს, დააზოგინებს დროს და ამ პროცესს უფრო კომფორტულს გახდის მისთვის. Sweeft Digital-ის გუნდი აქტიურად მუშაობდა ექვსი თვის განმავლობაში. შევძელით გაგვეზიარებინა ჩვენი საერთაშორისო გამოცდილება e-commerce-ის კუთხით და შედეგიც დაიდო. ეს იყო ძალიან საინტერესო პროცესი, რომელსაც ქართველი მომხმარებელი თავად შეაფასებს", — განაცხადა კომპანია Sweeft Digital-ის დამფუძნებელმა ვახო თურნავამ.
"ამიერიდან უკვე შესაძლებელია Extra.ge-ს, ყველაზე დიდი ინტერნეტ მოლის, ჯიბით ტარება და ნებისმიერ დროს, ერთი ხელის მოსმით სასურველი ნივთის მოძებნა, შეთავაზებების დათვალიერება, შედარება, ყიდვა და გაყიდვა ყველაფრის, რაც გაგიხარდებათ.
მობილური აპლიკაცია კომფორტული და მოსახერხებელია, როგორც აქტიური შოპინგის, ასევე იმ სკეპტიკურად განწყობილი მომხმარებლებისთვისაც, ვისაც ფიზიკური შოპინგი ურჩევნია ონლაინს. მათ შეუძლიათ სასურველი ნივთი ნახონ ნებისმიერ მაღაზიაში, ხელით შეეხონ მას და პარალელურ რეჟიმში გადაამოწმონ მისი ფასი Extra-ს მობილური აპლიკაციის საშუალებით, იგივე ბრენდის ციფრულ ფილიალში. ჩვენ მუდმივად გვაქვს სხვადასხვა აქცია, ფასდაკლება თუ შეთავაზება, რის საფუძველზეც მომხმარებელს ყოველთვის ექნებათ რაციონალური და სწორი გადაწყვეტილების მიღების საშუალება. Extra-ზე არჩევანის გაკეთების შემთხვევაში შენაძენს სასურველ მისამართზე მოგართმევთ, მთელი საქართველოს მასშტაბით, რაც დამატებით კომფორტია, განსაკუთრებით, რეგიონების შემთხვევაში", — განაცხადა Extra.ge-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, თამუნა ბუაძემ.
ონლაინ შოპინგის ხელშეწყობის მიზნით, Visa საიტის გაშვების დღიდან აქტიურად თანამშრომლობს Extra.ge-სთან. ამ მნიშვნელოვანი სიახლის აღსანიშნავად კი, კვლავ Visa-სთან თანამშრომლობით, Extra.ge აანონსებს განსაკუთრებულ შეთავაზებებსა და ფასდაკლებებს აპლიკაციის მომხმარებელთათვის.
"დღესდღეობით ელექტრონული კომერცია მომხმარებელს უფრო მეტ არჩევანს, კომფორტსა და უსაფრთხოებას სთავაზობს. ასევე, აძლევს შესაძლებლობას ბიზნესებს, მართონ და განავითარონ თავიანთი საქმიანობა და დააკავშირონ მომხმარებლები მერჩანტებს. სწორედ ამიტომ, Visa დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ელ-კომერციის მხარდაჭერას და მომხმარებლებისთვის ონლაინ შოპინგით სარგებლობის უპირატესობებს. Extra.ge აპლიკაციის ამოქმედებით მომხმარებლებს შეეძლებათ მარტივად მართონ სურვილები და მიიღონ დამატებითი ბონუსები Visa ბარათით გადახდისას, მათ შორის 50%-მდე ფასდაკლება შერჩეულ ნივთებზე, უფასო მიწოდება და 10% ფასდაკლება შემდეგი შეკვეთის განხორციელებისას აპლიკაციის მეშვეობით", — აცხადებს კრისტინა დოროში, Visa-ს რეგიონალური მენეჯერი კავკასიის რეგიონში.
მაშ ასე, ჩამოტვირთეთ ანდროიდზე, ან iOS-ზე.
დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვებრდზე promo.extra.ge.
შეიძინეთ რაც გაგიხარდებათ — ერთი ხელის მოსმით, მთელი შოპინგ მოლი უკვე შენს მობილურებშია!
-
ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ელჩის განცხადებით, საქართველოში მოქმედი 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს" საქართველოში გერმანიის ელჩის განცხადებით, საქართველოში მოქმედი 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს"
გადახედვა
-
ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა
გადახედვა
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება
-
ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ
გადახედვა
-
ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
-
NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე
გადახედვა
-
პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა
გადახედვა
-
ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა
გადახედვა
-
იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ
გადახედვა
-
მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული
გადახედვა
-
რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი
გადახედვა
-
გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება
გადახედვა
-
ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი
გადახედვა
-
მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს" მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს"
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი? რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი?
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო
-
ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა
გადახედვა
კომენტარები