Apple Google-ის კონკურენტ საძიებო სისტემაზე მუშაობას იწყებს
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
Financial Times-ის ინფორმაციით, ეფლმა საკუთარ საძიებო სისტემაზე მუშაობა უკვე დაიწყო. კომპანიამ უკვე გამოაქვეყნა რამდენიმე შესაბამისი ვაკანსია ახალი პროექტისთვის. გარდა ამისა, კომპანიის საძიებო ბოტი — Applebot აქტიურად აგროვებს ინფორმაციას, რომელიც მომავალში კომპანიას საკუთარი საძიებო სისტემის ოპტიმიზაციაში დაეხმარება.
ჟურნალისტები იხსენებენ, რომ ორი წლის წინ გუგლიდან ეფლში სამუშაოდ გადავიდა საძიებო სისტემის მიმართულების წამყვანი სპეციალისტი — ჯონ ჯანანდრე, რომელიც Apple-ში "ხელოვნური ინტელექტის და Siri-ს განვითარებას" უწყობდა ხელს.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის მონაცემებით, გუგლის საძიებო ტრაფიკის 50% კომპანია ეფლის მოწყობილობებზე მოდის.
კომენტარები