წარმატებით დავამარცხებთ ეპიდემიას, თუ "ოცნებას" გავუშვებთ ხელისუფლებიდან — ჩიხლაძე
ფოტო: სტრატეგია აღმაშენებელი
სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე, ქვეყანაში შექმნილ კოვიდმდგომარებას მთავრობის უმოქმედობას უკავშირებს და მიაჩნია, რომ ხელისუფლებამ უკვე დაკარგა სიტუაციის კონტროლი.
ჩიხლაძის შეფასებით, თუ ქართული ოცნება გააგრძელებს ქვეყნის მართვას, მოსახლეობა მძიმე სოციალურ დგომარეობაში, ქვეყნის ეკონომიკა კი, კოლაფსის პირას აღმოჩნდება.
"კორონა კრიზისი კიდევ უფრო მძიმდება ქვეყანაში — ათიათასობით დადასტურებული შემთხვევა და ასობით გარდაცვლილი. მთავრობამ დაკარგა კონტროლი სიტუაციაზე და მათი ქაოტური მოქმედებები ვერ შეებრძოლება ვირუსის გავრცელებას. მთავრობა და სამთავრობო სპიკერები იმდენად დაბნეულები არიან, რომ მათი გზავნილებიც კი საზოგადოებისადმი მოკლებულია ყველა საღ აზრს: არ დარეკოთ 112-ში, კოვიდ სასტუმროში ადამიანს მკურნალობა არ ჭირდება და მხოლოდ დასასვენებლად ვუშვებთ, სასწრაფო თუ არ მოდის არაუშავს და მრავალი სხვა. კიდევ მრავალი ადამიანის სიცოცხლე დადგება რისკის ქვეშ, ათასობით ბიზნესი გაკოტრდება და ათასობით სამუშაო ადგილი დაიკარგება, თუ ქართული ოცნება გააგრძელებს თავის წარუმატებელ მართვას ამ ქვეყანაში", — აცხადებს ჩიხლაძე.
მისი თქმით, საქართველო ნამდვილად გახდება მოწინავე ქვეყანა, რომელიც წარმატებით შეებრძოლება ეპიდემიას, ამისთვის კი, მისი აზრით, საჭიროა "ოცნება" წავიდეს ხელისუფლებიდან. ჩიხლაძე ამბობს, რომ მოქალაქეების ჯანმრთელობის დასაცავად და ეკონომიკის გადარჩენისთვის საჭიროა კრიზისის მართვისა და დაძლევის მწყობრი და მოწესრიგებული გეგმა.
"მთავრობამ განვლილი 7 თვე სრულ უმოქმედობაში და ქართულ-ჯიგრულ პონტში ფულის კეთებაში გაატარა. შედეგად მივიღეთ უკონტროლო ეპიდემია დაკეტილ ქვეყანაში, ასობით ათასი გაღარიბებული ადამიანი, კოვიდ სასტუმროებში და ბინებში უმეთვალყურეოდ გარდაცვლილი პაციენტები, გახარიას ლიტონი სიტყვები და არაფრისმთქმელი დაპირებები.
ჩვენი გეგმა ითვალისწინებს სწრაფი დიაგნოსტიკის წერტილების იდენტიფიცირებას და აღჭურვას; პირველადი ჯანდაცვის ექიმების სრულ მობილიზაციას; თითოეულ მოქალაქეს ეცოდინება ვისთან, რომელ ოჯახის ექიმთან არის მიმაგრებული და ამისთვის შემუშავდება პროგრამული უზრუნველყოფა — პირადი ნომრის აკრეფით მოქალაქეს ეცოდინება ვისთან გადის კვალიფიციურ კონსულტაციას საჭიროების შემთხვევაში; ტესტების დაჩქარებული შესყიდვაა და შემოტანას; პაციენტთა ნაკადების სწორ მართვას; ჰოსპიტალური სექტორის აღჭურვას; სამედიცინო დარგის ადამიანური რესურსების სრულ მობილიზაციას. ჯერ კიდევ მარტის ბოლოს გვქონდა გეგმა რომ შემოგვეტანა ანტიგენზე დაფუძნებული 1 მილიონი ტესტი, მაშინ, როდესაც გახარია ახლა ალაპარაკდა ამ სწრაფ ტესტებზე და დღეიდან ვიწყებთ მსგავსი ტესტების გამოყენებასო. არადა, 6 და 7 თვის წინ გაცილებით მარტივი იქნებოდა ამის გაკეთება და ინფექციის კონტროლიც მიღწეული იქნებოდა რამდენიმე ასეული ინფიცირებულის პირობებში, ვიდრე ათეულ ათასობით ინფიცირებულის პირობებში იქნება და ეპიდსიტუაციაც არ გაგვექცეოდა კონტროლიდან. რაც მთავრია, მასობრივი, დიახაც, მაობრივი ტესტირების დაწყება. ვიწყებთ სარისკო ჯგუფებიდან და თანდათანობით მოვიცავთ მოსახლეობის დიდ მასას. 3 მილიონიან ქვეყანაში ეს შესაძლებელია. ამას აკეთებს ახლა სლოვაკეთი და ამაზე ფიქრობს ახლა ბევრი ჩვენი ზომის ქვეყანა.
დიახ, ჩვენ ამას გავაკეთებთ, გვაქვს ამის უნარიც, ხედვაც, გაწერილი სტრატეგიაც და ქვეყანაშიც არიან ძლიერი პროფესიონალები, რომელთაც გამოყენება ეფექტურად მოხდება სწორი პოლიტიკისა და სტრატეგიის პირობებში. მხოლოდ ჩვენი გეგმის საშუალებით გვექნება საშუალება ვირუსის კონტროლისა და არასწორი შეზღუდვების ნაცვლად ეფექტური და გონივრული ზომების დანერგვა მოხდება. ეს არ არის მხოლოდ საარჩევნო თემა, ეს ეხება ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას და ჩვენი ეკონომიკის გადარჩენას. საქართველო ნამდვილად გახდება სამოდელო ქვეყანა, რომელიც წარმატებით შეებრძოლება ეპიდემიას და დაამარცხებს მას. ამისთვის საჭიროა სულ რაღაც 9 დღეში გავაკეთოთ სწორი არჩევანი და ოცნების ფულის მკეთებელთა და არაპროფესიონალთა გუნდი გავუშვათ ხელისუფლებიდან. დრო აღარ ითმენს", — განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
-
"ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით "ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით
გადახედვა
-
ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს
გადახედვა
-
მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები რუსთავის მე-6 ციხესთან შეიკრიბნენ მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები რუსთავის მე-6 ციხესთან შეიკრიბნენ
გადახედვა
-
კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება
გადახედვა
-
ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი
გადახედვა
-
არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს
გადახედვა
-
ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს
გადახედვა
-
დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი
გადახედვა
-
ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს
გადახედვა
-
ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს" გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს"
გადახედვა
-
ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა
გადახედვა
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა
-
"ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა "ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა
გადახედვა
-
მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება
კომენტარები