გრიგოლ გოგელია არ ამხელს, GPB-ის დირექტორის შესარჩევ კონკურსში ვის მისცა ხმა
ფოტო: კადრი ვიდეოდან/პირველი არხი
თუ ვის მისცა ხმა გენერალური დირექტორის არჩევისას, სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, გრიგოლ გოგელია არ ამხელს. თუმცა, On.ge-სთან საუბრისას ის ასახელებს კრიტერიუმებს, რისი მიხედვითაც გადაწყვეტილება მიიღო. მისი თქმით, ნებისმიერი ორგანიზაციის დირექტორი მართვის გამოცდილებით, კვალიფიკაციით, პროფესიონალიზმით, ბიოგრაფიითა და პიროვნული თვისებებით ირჩევა.
„არის სხვადასხვა პოლიტიკური როლები, როგორიც არის მოსამართლე, საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი. ის [მოქალაქე] როდესაც შედის ამ როლში, თავისი პრეფერენციები უნდა შეინახოს თავისთვის და იმოქმედოს კანონის, სტანდარტების, პროტოკოლების შესაბამისად, რაც ინსტიტუტშიც არის და მის გარეთაც. თუ ის დაარღვევს ამ ნორმებს, კონტროლის ვალდებულება აქვს, ერთი მხრივ, სამეურვეო საბჭოს, სამოქალაქო საზოგადოებას - მეორე მხრივ, მათ შორის მედიასაც, დააფიქსიროს ეს დარღვევები. შესაბამისად, სამეურვეო საბჭოს ვალდებულებაა მიიღოს გადაწყვეტილება და შეუჩეროს გენერალურ დირექტორს უფლებამოსილება. ადამიანს შეურაცხყოფა არ უნდა მივაყენოთ იმიტომ, "რომ შენ პოლიტიკური პოზიცია გქონდა, ამიტომ შენ იქნები უკანონო ადამიანი... “ - განმარტავს გოგელია თავის პოზიციას.
კითხვაზე, იქონიებს თუ არა რაიმე გავლენას საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ ნდობაზე გენერალურ დირექტორად ვასილ მაღლაფერიძის არჩევა, როცა ის არ მალავს საკუთარ პოლიტიკურ სიმპათიებს და ამავე დროს, ის მუშაობდა ყოფილი პრემიერ-მინისტრის კუთვნილ ტელევიზიებში, გოგელია ასე პასუხობს:
„ის რა მედიასაშუალებებშიც არ უნდა ემუშავა კანდიდატს - რუსთავი 2, იმედი, მაესტრო, GDS - მას სრული უფლება აქვს, ემუშავა იმ მედიასაშუალებაში და იმ სტანდარტებით, როგორიც აქვს მაუწყებელს... იმან უბრალოდ, ჩვენთან რომ მოვა, თავისი ძველი სარედაქციო პოლიტიკა კი არ უნდა გაატაროს, უნდა გაატაროს, რომელიც შეესაბამება კანონმდებლობას, ქცევის კოდექსს, პროტოკოლს და ა.შ... ადამიანმა გასცა ამაზე პასუხი, მე არანაირი საფუძველი არ მაქვს, რომ არ უნდა ვენდო“.
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ასარჩევ კონკურსში მეორე კენჭისყრაზე ვასილ მაღლაფერიძემ 6 ხმა მიიღო, მისმა კონკურენტმა - თიკო ბერძენიშვილმა კი - 2. როგორც სამეურვეო საბჭოს წევრები - სულხან სალაძე და ქეთი მსხილაძე ამბობენ, მათ განმეორებით კენჭისყრაზე ბერძენიშვილს დაუჭირეს.
-
რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე. თქვენ ხართ ორივე პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე. თქვენ ხართ ორივე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა
გადახედვა
-
ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა
გადახედვა
-
პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა
გადახედვა
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
კომენტარები