მე და რალფი ვართ ძალიან ახლობლები — ახვლედიანი განმარტავს, როგორ მოხვდა მის მხარდამჭერ ვიდეოში "ვოლდემორი"
ფოტო: არმაზ ახვლედიანი / On.ge
ევროპული საქართველოს ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი, არმაზ ახვლედიანი ამბობს, რომ მსახიობი რალფ ფაინსი მისი ახლობელია. როგორც მან On.ge-ს უთხრა, როცა ფაინსმა გაიგო, რომ არჩევნებში მონაწილეობდა, მხარდაჭერის ნიშნად ვიდეო გამოუგზავნა. სწორედ ასე განმარტავს ახვლედიანი საარჩევნო კლიპს, სადაც რალფ ფაინსი მას მხარდაჭერას უცხადებს და წარმატებებს უსურვებს.
"გამოთქვა სურვილი ჩემი მხარდაჭერის და გამომიგზავნა ეს ვიდეო. ის ჩემთან ნამყოფია, ჩემი სტუმარი იყო საქართველოში, მონაწილეობდა ჩემი სკოლის სემინარში. ჩვენ გვქონდა მისი ლექცია, ასევე, მისი ფილმის ჩვენება, განხილვა და განსაკუთრებული იყო ძალიან. სპეციალურად ამისთვის იყო ჩამოსული, ჩვენთან სკოლაში, მხოლოდ ამისთვის. ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს მასთან, უბრალოდ ამის აფიშირებას არ ვაკეთებ. როცა გამომიგზავნა მხარდამჭერი ვიდეო, რა თქმა უნდა, გამოვაქვეყნე", — ამბობს ახვლედიანი.
მისივე ინფორმაციით, საქართველოში სტუმრობის დროს, ფაინსს განსაკუთრებულად ძველი თბილისი მოეწონა და ბევრი ფოტოც გადაიღო.
"მე და რალფი ვართ ძალიან ახლობლები, გვაქვს მრავალწლიანი მეგობრობა და რაც მთავარია, ეს არის ის შემთხვევა, როდესაც მან შესანიშნავად იცის ჩემი სამოქალაქო პოზიცია და პოლიტიკური მსოფლმხედველობა", — აღნიშნა ახვლედიანმა.
გუშინ, 8 ოქტომბერს, ევროპული საქართველოს ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენისას დიდ ეკრანზე აჩვენეს ვიდეო, სადაც მსახიობი, ჰარი პოტერის მიხედვით გადაღებული ფილმების სერიაში ვოლდემორის როლის შემსრულებელი, რალფ ფაინსი არმაზ ახვლედიანს მხარდაჭერას უცხადებს.
"არმაზ, მოგესალმები, რალფი ვარ. ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ შენი კამპანიისთვის. გასულ წელს ჩვენ დრო ერთად გავატარეთ, შენი გაცნობა ძალიან გამიხარდა და ვიცი, რომ შენ უხელმძღვანელებ პრინციპულ, ჰუმანურ, გამჭვირვალე, პატიოსან და გულწრფელ კამპანიას ყველა მოქალაქის სახელით. გისურვებ წარმატებას და გიგზავნი მხარდაჭერას, კეთილ სურვილებსა და მეგობრობას", — აცხადებს ფაინსი ვიდეოში.
არმაზ ახვლედიანი მაჟორიტარობის კანდიდატად ევროპულმა საქართველომ 20 სექტემბერს დაასახელა. ის 2016 წლამდე ქართულ ოცნების პოლიტსაბჭოს წევრი იყო, შემდეგ კი ოპოზიციაში გადავიდა.
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
კომენტარები