ივანიშვილის ხელწერა, უნიკალური საჩუქარი — როგორ აფასებენ "ოცნებაში" იპოდრომის გადაცემას
ფოტო: კახა კალაძე / Facebook
არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა და ქართუ ფონდმა თბილისის იპოდრომის ტერიტორია გადასცეს. შედეგად, მმართველ გუნდში ბიძინა ივანიშვილის "კეთილი საქმეების სიას" კიდევ ერთი შემატეს და ქართუ ფონდის გულუხვობის ხსენებაც არ დავიწყებიათ.
On.ge-მ შეაგროვა ქართული ოცნების ლიდერების განცხადებები იპოდრომთან დაკავშირებით. ისინი ყურადღებას, ძირითადად, ივანიშვილის ხელწერაზე, უნიკალურ საჩუქარზე და უპრეცედენტო ქველმოქმედებაზე ამახვილებენ.
პირადად ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს გადაუხადა მადლობა კახა კალაძემ ჯერ კიდევ 5 ოქტომბერს, როცა ფონდ ქართუს თავმჯდომარესთან ერთად იპოდრომის ტერიტორიის მერიისთვის გადაცემის მემორანდუმს მოაწერა ხელი. კალაძემ თქვა, რომ აღელვებული და ბედნიერია და ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებაზე ისაუბრა.
6 აგვისტოს, როცა პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, თბილისის მერმა ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახს მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა და კვლავ ისაუბრა ფონდ ქართუს მნიშვნელობააზე. კახა კალაძის აზრით, იპოდრომის ტერიტორიის გადაცემა ამომრჩევლის მოსყიდვა არ არის და მეტიც, მისი თქმით, მერია მზად არის, საჩუქრად მიიღოს ის ტერიტორიებიც, რომელთა ნაწილსაც ნაციონალური მოძრაობის წევრები დიღმის ტყე-პარკში ფლობენ.
პრეზენტაციას საქართველოს მთავრობა თითქმის სრული შემადგენლობით ესწრებოდა. იქვე იმყოფებოდნენ პარტიის სხვა ლიდერებიც და მანამდე გადახდილ საჯარო მადლობებს ახლები დაუმატეს.
ფოტო: კახა კალაძე / Facebook
ფოტო: კახა კალაძე / Facebook
პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას აზრით, ქართული ოცნების ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ხელწერა და ღვაწლი თბილისის ცენტრალური პარკის ახალ პროექტშიც გამოჩნდა. მისი თქმით, "ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ხელწერა, თუ როგორ შეიძლება პირადით ემსახურო საზოგადოს".
"რა თქმა უნდა, ამ ხელწერის გამომსახველი არ არის მხოლოდ თბილისის ცენტრალური პარკი. ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ ბათუმის ბოტანიკური პარკი, თბილისის ბოტანიკური პარკი, დენდროლოგიური პარკი, ახლა ცენტრალური პარკი და რა თქმა უნდა, არ უნდა დაგვავიწყდეს მთაწმინდის გამწვანების პროექტი", — განაცხადა გახარიამ თბილისის ცენტრალური პარკის პრეზენტაციაზე.
ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილიც ამბობს, რომ იპოდრომის გადაცამა "ბატონი ბიძინას" და მისი ოჯახის ხელწერაა, რომელიც "წლების განმავლობაში ქვეყნის ზრუნვაზეა მიმართული". მან მაგალითად დენდროლოგიური პარკი და ქუთაისის უნივერსიტეტი მოიყვანა.
"თქვენ ვერ ნახავთ საქართველოს ვერც ერთ რეგიონს, სადაც ქართუ ფონდს არ აქვს გაკეთებული ინვესტიცია, ეს იქნება ძეგლების აღდგენა, საგანმანათლებლო პროექტები, თეატრებზე ზრუნვა, საზოგადოებრივი თუ სპორტული სივრცეები და ასეთი ტიპის მწვანე პროექტები", — აღნიშნა ცქიტიშვილმა.
ფოტო: კახა კალაძე / Facebook
ივანიშვილის ხელწერაზე საუბრობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეც. არჩილ თალაკვაძის თქმით, "ქველმოქმედება საქვეყნო საქმეებში" ქართული ოცნების ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის უცვლელი ხელწერაა.
მისივე თქმით, იპოდრომის ტერიტორიაზე ცენტრალური პარკის გაშენება — ეს არის "უნიკალური საჩუქარი" არა მარტო დედაქალაქისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის.
"უნიკალურ საჩუქარზე" ამახვილებს ყურადღებას პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძეც. "მორიგი უნიკალური საჩუქარი ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახისგან" — სწორედ ასე დაიწყო მან ფეისბუქპოსტი და აღნიშნა, რომ იპოდრომი თბილისის კიდევ ერთი სავიზიტო ბარათი იქნება.
უნიკალური არა, მაგრამ "შესანიშნავი საჩუქარია" იპოდრომის გადაცემა ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავასთვის. მან ამას "ბატონი ბიძინა ივანიშვილის" და მისი ოჯახისგან მორიგი უპრეცედენტო ქველმოქმედებაც უწოდა და არ დაავიწყდა კიდევ ერთხელ აღენიშნა, რომ ქართუს 25 წლის განმვალობაში არაერთი ქველმოქმედება განუხორციელებია.
"უპრეცედენტო ქველმოქმედებაა" იპოდრომის ტერიტორიის მუნიციპალიტეტისთვის გადაცემა დეპუტატ კახა კუჭავასთვისაც.
ყოფილი იპოდრომის ტერიტორიის გადაცემაში მოსყიდვის ნიშნებს ვერ ხედავს განათლების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი და ტერიტორიის მუნიციპალიტეტისთვის გადაცემას "უბრალოდ კარგ საქმეს" უწოდებს.
სანამ მმართველი პარტიის წარმომადგენლები ლიდერს მადლობებს უხდიდნენ, ოპოზიცია იპოდრომის მერიისთვის გადაცემით ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის რისკებზე საუბრობდა. ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ეს წინასაარჩევნო "ფარსია". მეტიც, ევროპული საქართველოს დეპუტატის, ირაკლი აბესაძის ინფორმაციით, ქართული ოცნების ლიდერმა იპოდრომის ტერიტორია ორად გაყო და მერიას მხოლოდ ეკონომიკურად ნაკლებად მომგებიანი ნაწილი გადასცა. ქართუ ფონდი ამას არ ადასტურებს და აღნიშნავს, რომ ივანიშვილის საკუთრებაში არსებული იპოდრომის ტერიტორია თბილისს სრულად გადაეცა.
-
პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა
გადახედვა
-
მიკროდრამები — როგორ ჩაითრია 2-წუთიანმა სერიალებმა მილიონობით ადამიანი? მიკროდრამები — როგორ ჩაითრია 2-წუთიანმა სერიალებმა მილიონობით ადამიანი?
გადახედვა
-
ოკუპირებული ცხინვალი ახალგორელებისთვის ე.წ. საზღვარის კვეთის წესებს ამარტივებს ოკუპირებული ცხინვალი ახალგორელებისთვის ე.წ. საზღვარის კვეთის წესებს ამარტივებს
გადახედვა
-
მარნეულში საწვავის ფასის თვითნებურად გაზრდის საქმეზე გაზის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს მარნეულში საწვავის ფასის თვითნებურად გაზრდის საქმეზე გაზის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს
გადახედვა
-
იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი ბულბულის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი ბულბულის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი
-
ირაკლი ყანდაშვილი შსს-ს მოუწოდებს, დადიანიძის ოჯახის ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან დაკავშირებული განცხადებები იყოს ზედმიწევნით ზუსტი ირაკლი ყანდაშვილი შსს-ს მოუწოდებს, დადიანიძის ოჯახის ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან დაკავშირებული განცხადებები იყოს ზედმიწევნით ზუსტი
გადახედვა
-
ქვიზი: რა უნდა აჩუქო შენს თავს? ქვიზი: რა უნდა აჩუქო შენს თავს?
-
25 აგვისტოს სითი მოლში ექსკლუზიური ქეშბექი გელოდებათ! 25 აგვისტოს სითი მოლში ექსკლუზიური ქეშბექი გელოდებათ!
-
ასტრონომებმა "მეგა-დედამიწა" აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი პლანეტასავით კლდოვანია ასტრონომებმა "მეგა-დედამიწა" აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი პლანეტასავით კლდოვანია
გადახედვა
-
ზვიად ცეცხლაძე ავრცელებს ცრუ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას — პენიტენციური ზვიად ცეცხლაძის წერილზე ზვიად ცეცხლაძე ავრცელებს ცრუ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას — პენიტენციური ზვიად ცეცხლაძის წერილზე
გადახედვა
-
ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში ჩინეთის ახალგაზრდული დელეგაცია იმყოფებოდა ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში ჩინეთის ახალგაზრდული დელეგაცია იმყოფებოდა
გადახედვა
-
რუსეთის მოქალაქეს 4 კგ-მდე ნარკოტიკული საშუალება "ალფა-პვპ" შემოჰქონდა — ბრალდებულს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება რუსეთის მოქალაქეს 4 კგ-მდე ნარკოტიკული საშუალება "ალფა-პვპ" შემოჰქონდა — ბრალდებულს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება
გადახედვა
-
ფლორიდაში მარჯნის რიფის აღდგენისთვის 1,5 მილიონზე მეტი მარჯნის ემბრიონი გამოიყვანეს ფლორიდაში მარჯნის რიფის აღდგენისთვის 1,5 მილიონზე მეტი მარჯნის ემბრიონი გამოიყვანეს
გადახედვა
-
Swift-ის გადარჩენა ვერ მოხერხდა — კოსმოსური ტელესკოპი დედამიწაზე ჩამოვარდება Swift-ის გადარჩენა ვერ მოხერხდა — კოსმოსური ტელესკოპი დედამიწაზე ჩამოვარდება
გადახედვა
-
ახალი კვლევა ჰომოს გვარის საზღვრებისა და კლასიფიკაციის გადახედვას გვთავაზობს ახალი კვლევა ჰომოს გვარის საზღვრებისა და კლასიფიკაციის გადახედვას გვთავაზობს
გადახედვა
-
საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს უშიშროების საბჭოს განცხადებაზე ინფორმაციას ავრცელებს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს უშიშროების საბჭოს განცხადებაზე ინფორმაციას ავრცელებს
გადახედვა
-
ცნობილია, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები — მისამართების ჩამონათვალი ცნობილია, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები — მისამართების ჩამონათვალი
გადახედვა
-
კახა კალაძე: 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე კახა კალაძე: 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა
-
სააკაშვილი გილაურს ენმ-ის დაშლის მცდელობაში ადანაშაულებს — ჯაფარიძე მის ბრალდებებს "უსინდისო ტყუილს" უწოდებს სააკაშვილი გილაურს ენმ-ის დაშლის მცდელობაში ადანაშაულებს — ჯაფარიძე მის ბრალდებებს "უსინდისო ტყუილს" უწოდებს
გადახედვა
-
თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავეს თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები