სურგულაძე: 12-დღიანი თვითიზოლაცია ტესტის გარეშე — "ოცნება" ქვეყანას კიდევ ერთხელ "აჩერებს"
ფოტო: ლელო
ლელოს ერთ-ერთმა ლიდერმა, ვატო სურგულაძემ და პარტიის ჯანდაცვის ჯგუფის წევრებმა ბრიფინგი გამართეს, სადაც მთავრობის მიერ პანდემიის დროს ახალი რეგულაციების დაწესებაზე ისაუბრეს. ვატო სურგულაძის თქმით, ახალი რეგულაციები ადამიანებს აიძულებს, 12 დღე დარჩეს თვითიზოლაციაში.
"კოვიდ-19 ეპიდემიის მართვისას მთავრობას ყოველდღიურად ახალი წესები შემოაქვს. ხშირ შემთხვევაში მათი რეგულაციები არის გაუაზრებელი, მოუმზადებელი ან დაგვიანებული. განსაკუთრებით, ინტერესს იწვევს ახალი რეგულაცია, რომელიც ითვალისწინებს მოქალაქეების "12 დღიან თვითიზოლაციას ტესტის ჩატარების გარეშე".
კოვიდ-19-თან ბრძოლის ეს რეგულაცია, პრაქტიკულად, ნიშნავს ფარულ მოწოდებას "დარჩი სახლში". ეს ნიშნავს, რომ თუ კომპანიის, სკოლის ან სხვა დაწესებულების ერთ თანამშრომელს ან მოსწავლეს აღმოაჩნდება კოვიდ-19 ინფექცია, პრაქტიკულად, ყველა თანამშრომელი, მოწაფე, მასწავლებლები, ვისაც ახლო კონტაქტი ჰქონდა დაავადებულთან, უპირობოდ ექვემდებარება თვითიზოლაციას 12 დღის განმავლობაში. ინდივიდუალურად, ტესტის გაკეთება კი 100-120 ლარი ღირს, რაც მოსახლეობის ფინანსურ მდგომარეობას დარტყმას მიაყენებს. თუ ამ პერიოდში არ გამოუვლინდათ დაავადების ნიშნები, მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებენ, დაუბრუნდნენ ნორმალურ ცხოვრებას, რაც არის წარმოუდგენელი პირობა", — აცხადებს სურგულაძე.
ლელოს ერთ-ერთი ლიდერი არსებულ სტატისტიკასაც იშველიებს, რომლის მიხედვითაც 5 ოქტომბერს 578 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. სურგულაძის თქმით, თუ თითოეულს ჰქონდა საშუალოდ 5 კონტაქტი, მაშინ მინიმუმ 2890 ადამიანი უნდა დაექვემდებაროს თვითიზოლაციის პროცესს, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს მმართველი გუნდის მიერ დაანონსებულ კაბალურ პირობას.
"ეს გამოიწვევს სამუშაო პროცესის შეჩერებას ყველა დარგში, რაც მოსახლეობის შემოსავლის შემცირებასა და გაღარიბების პროცესის გაღრმავებას შეუწყობს ხელს. ეს არის ფარული განხორციელება პოლიტიკისა "დარჩი სახლში", — აცხადებს სურგულაძე.
ლელოს მიაჩნია, რომ უნდა გაგრძელდეს ყველა საეჭვო შემთხვევის ტესტირება. ტესტირება უნდა იყოს დროული და მოქალაქეს პასუხი მიეწოდოს მინიმალურ დროში. ხალხი აღარ უნდა ჩაიკეტოს სახლში. მით უმეტეს, როდესაც 24 დღეში არის საპარლამენტო არჩევნები და ჯანმრთელი ხალხის სახლში ჩაკეტვა დაუშვებელია.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები