მეც დამაკავებენ აუცილებლად, ჩამომაშორებენ ბაჩალიაშვილის საქმეს — რამიშვილი
ფოტო: კადრი ვიდეოდან / რადიო თავისუფლება
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის თქმით, ე.წ. სატელიტის ფოტოების საქმეზე დავით ფურცხვანიძის დაკავება ნიშნავს იმას, რომ მასაც აუცილებლად დაიჭერენ და საქმეს ჩამოაშორებენ.
"ეს არის პირდაპირ იმის ნიშანი, რომ გამოძიება მკვლელებს, დამნაშავეთა ჯგუფს აფარებს ხელს. ეს იმას ნიშნავს, რომ დავით ფურცხვანიძე 30-ში მიემგზავრებოდა ამერიკაში, იქიდან ჩამოჰქონდა ისეთი ინფორმაცია, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ ავტომობილი არ იდგა 18-დან 22 ივლისამდე შემთხვევის ადგილზე და ყველა ის, რა მტკიცებულებებიც აქვს გამოძიებას არის ყალბი და დასტურდება, რომ თამარ ბაჩალიაშვილი არის მოკლული", — განაცხადა რამიშვილმა.
25 სექტემბერს, თამარ ბაჩალიაშვილის ე.წ. სატელიტის ფოტოების საქმეზე დავით ფურცხვანიძე დააკავეს. მას უკავრშირდება სატელიტის ფოტოების გავრცელება, რომლითაც თითქოსდა მტკიცდება, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა აღმოჩენის ადგილზე წინა დღეებში არ იყო. თუმცა აღინუშნული ექსპერტიზის შემდეგ, პროკურატურაში აცხადებენ, რომ ფოტოები დამონტაჟებული და ყალბია.
8 სექტემბერს მიხეილ რამიშვილმა გაავრცელა სატელიტის ფოტო და განაცხადა, რომ ის ადასტურებდა, რომ გარდაცვლილის მანქანა 19-20 ივლისს ტყეში არ იდგა. მომდევნო დღეებში პროგრამისტმა, უჩა აბაშიძემ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ამტკიცებდა, რომ ფოტო ყალბია და შესაძლოა, გამყალბებლის მიზანი ადვოკატის დისკრედიტაცია ან საქმის მსვლელობისთვის ხელის შეშლა იყო.
ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ მიხეილ რამიშვილი ამბობდა, რომ არ დაასახელებდა ფოტოს წყაროს, სანამ პროკურატურის დასკვნა არ გახდებოდა ცნობილი. 18 სექტემბერს პროკურატურაში განაცხადეს, რომ ფოტოები დამონტაჟებული და ყალბია, რაზეც გამოძიება დაიწყეს.
ამის შემდეგ რამიშვილმა დაასახელა წყარო, რომელიც დავით ფურცხვანიძე აღმოჩნდა. თვითონ ფურცხვანიძე ამტკიცებს, რომ ფოტო ავთენტურია და ის ანონიმურმა წყარომ მიაწოდა, რომლის ვინაობასაც ტელევიზიით ვერ დაასახელებს. გამიკითხვაზე შესვლის წინ ის ჟურნალისტებთან ამბობდა, რომ პროკურორი ყველა კითხვას უპასუხებდა, მათ შორის წყაროსთან დაკავშირებით.
ვინ არის დავით ფურცხვანიძე
მითების დეტექტორის ინფორმაციით, დავით ფურცხვანიძე არის იმ კომპანიის მფლობელი, რომელმაც გამოსცა წიგნი "ვლადიმერ პუტინი-თანამედროვე კაცობრიობის უმაღლესი ლიდერი". მათივე ცნობით, დავით ფურცხვანიძე არის ანალიტიკური სააგენტო უსაფრთხოების პრობლემების ანტიკრიზისული ცენტრის ხელმძღვანელი და მის სახელზე ბიზნეს რეესტრში რეგისტრირებულია სპუტნიკ ტვ, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი თავადაა.
მითების დეტექტორი წერს, რომ ფურცხვანიძეს 2014 წელს მონაწილეობა აქვს მიღებული კრემლთან დაკავშირებული ევრაზიული კვლევის ინსტიტუტის და გორჩაკოვის ფონდის გამართულ მრგვალ მაგიდაში. 2018 წელს კი ის პრორუსულ გამოცემა საქართველო და მსოფლიოსთან ინტერვიუში აცხადებდა, რომ სკრიპალები ბრიტანეთის სპეცსამსახურებმა მოწამლეს, ამასთანავე აცხადებდა, რომ დასავლეთი საქართველოს პატრიარქის მცდელობებს ბლოკავს, რაც რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებას ისახავს მიზნად.
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები