მეტადონის პროგრამაში ცვლილებები ბენეფიციარების ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის — NGO-ები
არასამთავრობო ორგანიზაციები ნარკომანიის ჩანაცვლებითი პროგრამის მკურნალობის წესში შეტანილ ცვლილებებს კრიტიკულად აფასებენ. NGO-ების განცხადებით, ახალი რეგულაციით, პროგრამის ბენეფიციარებს, ეპიდემიის, პანდემიის, ან ეპიდემიოლოგიური აფეთქების დროს უფლება წაერთვათ მათი მკურნალობისათვის საჭირო ნივთიერების მაქსიმუმ 5 დღის ულუფა წინასწარ მიიღონ. მათივე თქმით, ამგვარი მიდგომა ჩანაცვლებითი პროგრამის ბენეფიციარების უფლებრივ და სოციალურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება.
"ქვეყანაში არსებული მწირი სამედიცინო და სოციალური პროგრამების პირობებში, მეტადონის ჩანაცვლებითი პროგრამა ნარკოტიკის მომხმარებლებისთვის უმნიშვნელოვანეს შესაძლებლობას წარმოადგენს ეფექტიანად მართონ წამალდამოკიდებულება და ნარკოტიკის მოხმარებით გამოწვეული პოტენციური ზიანი შეამცირონ. სამწუხაროდ, პროგრამაში ჩასართავად დღემდე არაერთი სამართლებრივი თუ სხვა ტიპის ბარიერი არსებობს, რომელთაგან ყველაზე მწვავე გამოწვევა აბსოლუტური უნდობლობაა პროგრამის ბენეფიციარების მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ პროგრამა 2005 წლიდან მოქმედებს ქვეყანაში, 2020 წლამდე არ არსებობდა ფორმალური შესაძლებლობა, რომ მასში ჩართულ ადამიანს, სათანადო ყოფაქცევისა და დისციპლინის გამოვლენის შემთხვევაში, წინასწარ მიეღო ჩანაცვლებითი პრეპარატის რამდენიმე დღის დოზა", — განმარტავენ NGO-ები.
მიმდინარე წელს, ქვეყანაში პანდემიის გავრცელების გამო, ჯანდაცვის სამინისტრო იძულებული გახდა, პროგრამის განხორციელების წესში ცვლილება შეეტანა, რათა შესაბამის დაწესებულებებში დიდი რაოდენობით პაციენტების თავმოყრა თავიდან აცილებულიყო. შედეგად, მინისტრის ბრძანებაში გაჩნდა ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც "ეპიდემიის, პანდემიის, ეპიდემიოლოგიური აფეთქების დროს, დაავადების გავრცელების აღკვეთის მიზნით, გამონაკლისის სახით, ჩამანაცვლებელი პრეპარატის პაციენტის კუთვნილი ულუფის, მაქსიმუმ, 5 დღის ოდენობის მიწოდება/გაცემა ხორციელდება პროგრამის თანამშრომლის, ოჯახის წევრის, მინდობილი პირის ან კანონიერი წარმომადგენლის მიერ".
არასამთავრობო ორგანიზაციენის შეფასებით, აღნიშნული ცვლილება გამართლებული იყო როგორც პროგრამის ბენეფიციარების უფლებების დაცვის, ისე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინტერესებისთვის, რადგან ნარკოტიკების მომხმარებლები ინფექციური დაავადებებისადმი მაღალი რისკის ჯგუფს წარმოადგენენ. თუმცა აღნიშნავენ, რომ 8 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ჯანდაცვის მინისტრმა სწორედ ზემოაღნიშნული ჩანაწერი გააუქმა ისე, რომ არანაირი კონსულტაცია უშუალოდ ნარკოტიკის მომხმარებლებთან და დარგის ექსპერტებთან არ ჰქონია.
NGO-ებისთვის აღნიშნული ცვლილების ლეგიტიმური მიზანი და რაციონალურობა ბუნდოვანია ორგანიზაციები ჯანდაცვის სამინისტროს ცვლილებების გაუქმებისკენ მოუწოდებენ. ისინი, აგრეთვე, უწყებას მიმართავენ, ნარკოტიკის მომხმარებელთათვის საჭირო სამკურნალო/სარეაბილიტაციო პროგრამები გააფართოვონ და მათი ხელმისაწვდომობა ყველასთვის უზრუნველყონ .
საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს კი ნარკოპოლიტიკის სისტემურ რეფორმაზე მუშაობის განახლებისკენ მოუწოდებენ, რათა რეპრესიული მიდგომების ჩანაცვლება ზრუნვასა და ადამიანის მხარდაჭერაზე ორიენტირებული პოლიტიკით აქტიურად დაიწყოს.
ხელმომწერი ორგანიზაციები:
- ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC);
- ღია საზოგადოების ფონდი (OSGF);
- მანდალა;
- ნარკოტიკის მომხმარებელთა ევრაზიის ქსელი (ENPUD);
- ალტერნატივა ჯორჯია;
- მსოფლიო ექიმები — საფრანგეთი;
- "არა" — ალიანსი უფლებები ყველასათვის;
- ჰეპა პლიუსი;
- საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრი თანადგომა;
- რეალური ხალხი, რეალური ხედვა;
- საზოგადოებრივი გაერთიანება ბემონი;
- ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი.
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
-
ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას" ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას"
გადახედვა
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს
გადახედვა
-
იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
-
"ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა "ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი და ახალი ინდუსტრიული რევოლუცია — როგორ იცვლება სამყარო? ხელოვნური ინტელექტი და ახალი ინდუსტრიული რევოლუცია — როგორ იცვლება სამყარო?
გადახედვა
-
სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესი დამტკიცდა სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესი დამტკიცდა
გადახედვა
-
უკრაინის მასშტაბით ელექტრომომარაგების საავარიო გათიშვა დაიწყო უკრაინის მასშტაბით ელექტრომომარაგების საავარიო გათიშვა დაიწყო
გადახედვა
-
მარია ზახაროვა ნიკოლოზ მჟავანაძეს ურჩევს, კლუნების ფონდ მიმართოს, რომ ლონდონის სანქციებისგან დაიცვან მარია ზახაროვა ნიკოლოზ მჟავანაძეს ურჩევს, კლუნების ფონდ მიმართოს, რომ ლონდონის სანქციებისგან დაიცვან
გადახედვა
-
იოსებ სიგუა: ამ ეტაპზე თანამდებობაზე აღდგენას არ ველოდები, ვისვენებ იოსებ სიგუა: ამ ეტაპზე თანამდებობაზე აღდგენას არ ველოდები, ვისვენებ
გადახედვა
-
ტვინის კონფიდენციალურობა შეიძლება წარსულს ჩაბარდეს — AI "აზრების წაკითხვას" სწავლობს ტვინის კონფიდენციალურობა შეიძლება წარსულს ჩაბარდეს — AI "აზრების წაკითხვას" სწავლობს
გადახედვა
-
10 ფილმი, რომლებსაც ოქტომბერში უნდა უყურო 10 ფილმი, რომლებსაც ოქტომბერში უნდა უყურო
გადახედვა
კომენტარები