აბორტის გაკეთებიდან 5 წლის შემდეგ თითქმის არცერთი ქალი არ ნანობს გადაწყვეტილებას — კვლევა
აშშ-ში ჩატარებულმა გრძელვადიანმა კვლევამ აჩვენა, რომ აბორტის გაკეთებიდან ხუთი წლის თავზე ქალების 95 პროცენტი ყველაზე მეტად შვებას გრძნობს. ეს შედეგები იმ ადამიანების პოზიციის საპირისპირო მოსაზრებას ამტკიცებს, ვინც სახელმწიფო დონეზე მოითხოვს აბორტის აკრძალვას.
ფოტო: Ada Vishneva for Felic Art / Dribbble
აბორტის გაკეთებიდან ხუთი წლის შემდეგ თითქმის ყველა ქალი ყველაზე მეტად არა სინანულს, არამედ შვებას გრძნობს. ასეთი შედეგის მაჩვენებელი აღმოჩნდა აშშ-ში ჩატარებული კვლევა, რომელმაც ხუთი წლის განმავლობაში 667 ქალის ემოციების ცვლილება შეისწავლა. კვლევის შედეგები Social Science & Medicine-ში გამოქვეყნდა.
კვლევა, რომელიც 2008 წლიდან 2016 წლამდე განხორციელდა, თითოეულ ქალს აბორტის გაკეთების შემდგომი კვირიდან ხუთი წლის ვადამდე იმის გარკვევის მიზნით აკვირდებოდა, თუ როგორ აფასებდნენ ისინი საკუთარ გადაწყვეტილებას გარკვეული დროის შემდეგ.
მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი კვლევები ადრეც ჩატარებულა, ისინი პროცედურის შემდგომი კვირიდან ერთი თვის ვადამდე აკვირდებოდნენ ემოციურ ცვლილებას, რადგან უფრო გრძელვადიანი კვლევა დიდ დროსა და ფინანსებს საჭიროებს.
"მსურდა, გამომეკვლია, თუკი არსებობს რაიმე დამადასტურებელი ფაქტი, რომ აბორტი ხანგრძლივი უარყოფითი შედეგის მომტანია", — ამბობს ეპიდემიოლოგი კორინ როკა, რომელმაც აღნიშნული კვლევა განახორციელა სან-ფრანცისკოს კალიფორნიის უნივერსიტეტის პროგრამის, ახალი სტანდარტების ხელწყობა რეპროდუქციულ ჯანმრთელობაში, ბაზაზე. ამ დაწესებულებამ კვლევა ოთხი სხვადასხვა ფონდის გრანტიდან დააფინანსა.
კვლევის ფარგლებში დასმულ კითხვათა შორის იყო: შესაძლებელია, რომ აბორტის გაკეთებამ ქალი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე შეაწუხოს და მასში სინანულის გრძნობა გამოიწვიოს? შესაძლოა, ეს იყოს საფუძველი აბორტის გაკეთებამდე ქალისთვის მოსაფიქრებელი პერიოდის მოთხოვნისა, რომელიც არაერთ ქვეყანაშია სავალდებულო? ადასტურებს თუ არა რაიმე იმ მოსაზრებას, რომ აბორტის გაკეთება ხანგრძლივი დროის განმავლობაში იწვევს მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებს?
კვლევის მიხედვით — არა, არა და არა.
"რეალურად, ჩვენ ვერაფერი ვიპოვეთ იმ მოსაზრების დამადასტურებელი, რომ აბორტის პროცედურას ხანგრძლივი საზიანო შედეგები მოჰყვება", — ამბობს როკა.
შედეგებმა აჩვენა, რომ თითქმის არცერთი ქალი არ ნანობს აბორტის გაკეთებას
კვლევის მონაწილეები იყვნენ განსხვავებული რასის წარმომადგენელი ქალები შეერთებული შტატების 30 სხვადასხვა კლინიკიდან. მათი საშუალო ასაკი 25 იყო, 62 პროცენტს კი უკვე ჰყავდა შვილი.
"ჩვენ მონაწილეები ისე შევარჩიეთ, რომ შესასწავლი ჯგუფის შემადგენლობა მაქსიმალურად მიმსგავსებოდა ქვეყანაში ქალების იმ წილს, რომელიც აბორტის გაკეთებას არჩევს", — ამბობს როკა.
კვლევის ანალიზი აჩვენებს, რომ აბორტის პროცედურიდან ერთი კვირის თავზე მონაწილეების 51 პროცენტი დადებითად გრძნობდა თავს, 17 პროცენტი — უარყოფითად, 20 პროცენტს კი საერთოდ არ ჰქონია გამოხატული გრძნობა.
კვლევამ ასევე აღმოაჩინა, რომ 46 პროცენტის აზრით, გადაწყვეტილების მიღება რთული არ ყოფილა, თუმცა იმ ქალებშიც კი, რომელთაც არჩევანის გაკეთება გაუჭირდათ, სევდის განცდა ორი წლის განმავლობაში სრულიად გაქრა.
სამი წლის შემდეგ 99-მა პროცენტმა განაცხადა, რომ აბორტის გაკეთება სწორი გადაწყვეტილება იყო. ამასთან, იმ ქალებსაც კი არ ჰქონიათ სინანულის გრძნობა, ვინც ორსულობა შედარებით გვიან შეწყვიტა.
ხუთი წლის შემდეგ ქალების 95 პროცენტი ყველაზე მეტად შვებას გრძნობდა.
ამერიკელმა მსახიობმა, მიშელ უილიამსმა, 2020 წლის ოქროს გლობუსის დაჯილდოების ცერემონიაზე, თავის სიტყვით გამოსვლაში ქალის არჩევანის თავისუფლებას მხარი დაუჭირა.
ფოტო: HFPA / EPA
ქალები ბევრს აღარ ფიქრობდნენ გაკეთებულ აბორტზე, სანამ სხვები არ იწყებდნენ მათთან ამ თემაზე საუბარს
ქალები მკვლევრებს ხშირად ეუბნებოდნენ, რომ ისინი თითქმის არასდროს ფიქრობდნენ გაკეთებულ აბორტზე.
"ჩემს აბორტზე მხოლოდ მაშინ ვფიქრობ, როცა თქვენ მესაუბრებით და მეკითხებით მასზე", — ასე პასუხობდა როკას ბევრი ქალი.
კვლევამ აგრეთვე შეაფასა საზოგადოებაში არსებული სტიგმა ამ თემასთან დაკავშირებით. ქალების 31 პროცენტი ამბობდა, რომ გარშემომყოფები განსჯიდნენ და სხვაგვარად შეხედავდნენ, მათ მიერ გაკეთებულ აბორტზე რომ გაეგოთ. ამ ქალებში უფრო მეტად გამოვლინდა პროცედურისშემდგომი შფოთვა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სოციოკულტურული გარემო დიდ როლს თამაშობს, თუ როგორი დამოკიდებულება ექნება ქალს აბორტისადმი.
მკვლევრებმა გაითვალისწინეს ის ფაქტორებიც, რასაც, შესაძლოა, გავლენა მოეხდინა შედეგებზე, მათ შორის: იყო თუ არა ქალი ურთიერთობაში კაცთან, რომლისგანაც დაორსულდა, ჰქონდა თუ არა წარსულში ქალს დეპრესიის ან შფოთვის სიმპტომები გამოვლენილი, აპირებდა თუ არა იგი დაორსულებას, ჰქონდა თუ არა სოციალური მხარდაჭერა, რომელი რასის წარმომადგენელი და რა ასაკის იყო და ფეხმძიმობის რომელ პერიოდში იმყოფებოდა.
აბორტი ისევ რჩება სტიგმატიზებულ და საკამათო პროცედურად მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოშიც
ამერიკის შეერთებულ შტატებშიც კი, სადაც აბორტის დეკრიმინალიზაცია 1973 წელს მოხდა, აბორტი მეტად სტიგმატიზებული სამედიცინო პროცედურაა, რომელთან დაკავშირებითაც ამერიკელების აზრი ორად იყოფა. 2019 წელს ჩატარებული Gallup-ის გამოკითხვის მიხედვით, ზრდასრული ამერიკელების 53 პროცენტი მიიჩნევს, რომ აბორტი ლეგალური უნდა იყოს "მხოლოდ კონკრეტული გარემოებების" არსებობის შემთხვევაში, ხოლო 21 პროცენტის აზრით, ეს პროცედურა სრულიად არალეგალური უნდა იყოს.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში აბორტი ლეგალურია, ის ამერიკაზე მეტადაა სტიგმატიზებული ჩვენს საზოგადოებაში. ამის მიზეზია არა მხოლოდ სექსისტური და მიზოგინიური ჯგუფების დამკვიდრებული ტაბუ, არამედ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ინსტიტუტის — საქართველოს საპატრიარქოს — პოზიცია და მოწოდებები, რომელიც აბორტს მკვლელობასთანაც კი აიგივებს. ამის შედეგად საქართველოში მცხოვრებ ქალებს, რომელთაც ორსულობის შეწყვეტა სურთ, უჭირთ როგორც ექიმის პოვნა, ასევე შესაბამისი დახმარების მიღება. მეტიც, ზოგიერთი მათგანი კლინიკებში ბულინგის მსხვერპლი ხდება; მათზე ფსიქოლოგიურადაც ძალადობენ, რათა აბორტის გაკეთება გადააფიქრებინონ. ამის ერთ-ერთ გზად იყენებენ ისეთი მითების შექმნას, როგორიცაა აბორტს მოყოლებული მენტალური ჯანმრთელობის ხანგრძლივი პრობლემები.
თუმცა, როგორც ამას ზემოხსენებული კვლევის შედეგები ადასტურებს, ეს მოსაზრება ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული.
აბორტი საქართველოში: კანონიერი, მაგრამ შეზღუდული უფლება
ახალგაზრდა ქალი ბანერით ხელში დემონსტრაციაზე ხალხს ქალის რეპროდუქციული უფლებების დაცვისკენ მოუწოდებს.
მედისონი, უისკონსინის შტატი, 1971 წელი.
ფოტო: AP Photo
შედეგები ემთხვევა ქალებსა და აბორტზე ჩატარებული წინა კვლევების დასკვნას
1987 წელს პრეზიდენტმა რეიგანმა ჯანდაცვის სამსახურის მთავარ ექიმს, ევერეტ კუპს, სთხოვა, მოემზადებინა მოხსენება, სადაც ნათქვამი იქნებოდა, რომ აბორტი ფსიქოლოგიურად საზიანოა ქალებისათვის.
კუპი აბორტს მორალურად არასწორად მიიჩნევდა, თუმცა ის აგრეთვე მეცნიერიც იყო. მან ვერ მონახა ხელჩასაჭიდი მონაცემი რეიგანის ნათქვამის დასადასტურებლად. 1989 წელს The New York Times წერდა, რომ კუპმა რეიგანს უთხრა, არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, შეუძლებელი იყო ამგვარი მოხსენების მომზადება. კუპის თქმით, პრეზიდენტის მრჩევლები ფიქრობდნენ, "უწინდელი დასკვნა ქალის აბორტთან დაკავშირებულ ჯანმრთელობის პრობლემებზე იმდენად მრავლისმეტყველი იყო, რომ რო ვ. ვეიდს, რომელმაც აბორტის დეკრიმინალიზაცია მოახდინა, გადაწყვეტილებას შეაცვლევინებდა".
მას შემდეგ "კვლევებმა, რომლებიც აბორტის პროცედურის შემდგომ ემოციურ შედეგებს შეისწავლიან, აჩვენეს, რომ ნაკლებსავარაუდოა, აბორტმა მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები გამოიწვიოს — იმ შემთხვევების გამოკლებით, როცა აბორტის წინაპერიოდი ემოციური იყო ან როცა დაგეგმილი ორსულობა სამედიცინო ჩარევით შეწყდა", — აცხადებს ექიმი ჯილიან დინი, რომელიც ამერიკის დაგეგმილი მშობლობის ფედერაციის მთავარი სამედიცინო დირექტორია.
"დადასტურებულია, რომ სასურველ აბორტზე ხელმიუწვდომლობა პიროვნების ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე დიდ გავლენას ახდენს", — დასძენს იგი.
მიუხედავად ამჟამინდელი და ძველი კვლევების თანხვდენისა, ექიმი უენდი ჩევკინი, რომელიც კოლუმბიის მეილმანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის პროფესორი ემერიტუსია, ამბობს რომ ეს დიდ გავლენას არ მოახდენს ხალხზე ან პოლიტიკაზე.
"ხალხს, რომელიც აბორტის წინააღმდეგია, დიდად არ ადარდებს კვლევის შედეგები", — ამბობს ის, — "ეს, დაახლოებით, ისეთი შემთხვევაა, კლიმატის ცვლილებას რომ უარყოფენ. ეს მონაცემები მათთვის არაფრის მთქმელია. თუმცა რა გავლენა ექნება ამას იმ ქალებზე, რომლებიც აბორტის გაკეთებაზე ფიქრობენ და შეიტყობენ, რომ 95 პროცენტი არ ნანობს ამ გადაწყვეტილებას? აი, ეს არის მნიშვნელოვანი".
-
4 მუნიციპალიტეტში საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართა — 4-ვეში "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა 4 მუნიციპალიტეტში საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართა — 4-ვეში "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა
გადახედვა
-
"ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით "ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით
გადახედვა
-
ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს
გადახედვა
-
მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები რუსთავის მე-6 ციხესთან შეიკრიბნენ მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები რუსთავის მე-6 ციხესთან შეიკრიბნენ
გადახედვა
-
კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან
გადახედვა
-
ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება
გადახედვა
-
გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
გადახედვა
-
პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი
გადახედვა
-
არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს
გადახედვა
-
მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია
გადახედვა
-
ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს
გადახედვა
-
დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი
გადახედვა
-
ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს
გადახედვა
-
ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს" გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს"
გადახედვა
-
ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა
გადახედვა
კომენტარები