მჟავებს, შესაძლოა, მარსზე სიცოცხლის ნიშნები გაენადგურებინა
ახალი კვლევის მიხედვით, არის შანსი, რომ მარსზე არსებულ მჟავურ სითხეებს წარსულში ბიოლოგიური სიცოცხლის არსებობის ნიშნები გაენადგურებინა, რაც, შესაძლოა, ხსნიდეს, თუ რატომაა წითელ პლანეტაზე სიცოცხლის არსებობის მტკიცებულებების პოვნა ასეთი რთული.
კორნელის უნივერსიტეტისა და ევროპელი მკვლევრების თქმით, ახალი ექსპერიმენტები გვიჩვენებს, რომ მსგავსმა სითხეებმა, შესაძლოა, პლანეტის ზედაპირზე სიცოცხლის რაიმე ნიშნის პოვნას მნიშვნელოვნად შეუშალოს ხელი.
მკვლევრები დიდი ხანია, რაც მარსის რეგოლითიდან ნიმუშების შეგროვებას ცდილობენ, რათა მის შინგით არსებული ნებისმიერი პოტენციური ორგანული ნივთიერება დაიცვან.
"ჩვენ ვიცით, რომ წარსულში მარსის ზედაპირზე მჟავური სითხეები მოედინებოდა, რის შედეგადაც რეგოლითმა ორგანული მასალების დასაცავად სახე იცვალა", — განაცხადა კვლევის თანაავტორმა და კორნელის უნივერსიტეტის ასტრონომიის განყოფილების მეცნიერმა ალბერტო ფაირენმა.
ექსპერიმენტების დროს მკვლევართა გუნდმა ლაბორატორიაში მარსის ზედაპირის პირობების სიმულირება მოახდინა. მათ მიზანს რეგოლითის ნიმუშში მოთავსებული სპეციფიკური ამინომჟავის, გლიცინის შენარჩუნება წარმოადგენდა.
"ჩვენ გლიცინი იმიტომ გამოვიყენეთ, რომ მას პლანეტის გარემო-პირობების გათვალსიწინებით დეგრადაცია ძალიან სწრაფად შეუძლია. იგი იდეალურია იმისთვის, რომ გაგვეგო, თუ რა ხდებოდა ჩვენი ექსპერიმენტის დროს ნიმუშის შიგნით", — განაცხადა ფაირენმა.
ულტრაიისფერი სინათლის დასხივების შემდეგ, გლიცინის მოლეკულები ნიმუშებში დეგრადირდნენ.
"როდესაც ნიმუშები მჟავური სითხეების ქვეშ იმყოფებიან, მისი ფენები იშლება და ორგანული ნივთიერების შენარჩუნება შეუძლებელია. ისინი, უბრალოდ, ნადგურდებიან. კვლევაში აღწერილი ჩვენი შედეგები ხსნის, თუ რატომაა მარსზე ორგანული ნივთიერებების პოვნა ასეთი რთული", — განაცხადეს მკვლევრებმა.
კვლევა ჟურნალ Scientific Reports-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები