ევროპულმა საქართველომ მერობის კანდიდატები და ეკონომიკური გეგმა წარადგინა
ფოტო: ევროპული საქართველ
ევროპულმა საქართველომ ქუთაისის მოსახლეობას პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი ქუთაისში, ოთარ კახიძე წარუდგინა.
პარტიამ ასევე დაასახელა ახალი მაჟორიტარობის და მერობის კანდიდატები. ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი ონის, ამბროლაურის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის ოლქში, გოჩა გურგუჩიანი იქნება.
- ხარაგაულის მერობის კანდიდატი ევროპული საქართველოდან ბესიკ ყრუაშვული;
- ონის მერობის კანდიდატი ჯონი გობეჯიშვილი;
- ხოლო ქუთაისის მერობის კანდიდატი, ამირან ძოწენიძე იქნება.
ევროპულმა საქართველომ ასევე წარადგინა პარტიის ახალგაზრდა სპიკერი, თათია ვახტანგაძე.
შეხვედრაზე პარტიის ლიდერებმა, ასევე, წარადგინეს ევროპული საქართველოს ეკონომიკური პროგრამა, რომელიც მოიცავს ხელშეკრულებას ხალხთან და ვალდებულებათა ბარათს.
გადასახადების შემცირება, ბიუროკრატიული ხარჯების 2 მლრდ. ლარით შემცირება, სახელმწიფო ქონებაში არსებული მიწების ხალხისთვის გადაცემა, სასამართლო და საპოლიციო რეფორმა, ეს იმ კონკრეტული გეგმების ჩამონათვალია, რომელთა შესრულების ვალდებულებასაც იღებს ევროპული საქართველო.
ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღავენლის, სერგი კაპანაძის თქმით, დღეს ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური კრიზისია, რომლის აღმოფხვრასაც სწორი ხედვა სჭირდება. კაპანაძემ აღნიშნა, რომ სწორედ ევროპული საქართველო იქნება კომპასი, რომელიც ქვეყანას სწორი გზით წაიყვანს.
"დღეს, როგორც არასოდეს, გვჭირდება შემართება, გვჭირდება მხნეობა, ენერგია, გვჭირდება ცვლილებები, რადგან მდგომარეობა, რომელშიც დღეს ჩააგდო ბიძინა ივანიშვილის ხელისფლებამ ქვეყანა, არის უღრმესი ეკონომიკრი კრიზისი. არის ისეთი მდგომარეობა, რომლიდანაც სწრაფად თუ არ გამოვედით, სწრაფად თუ არ შევცვალეთ, ამ ქვეყანას ექნება ძალიან ცუდი მომავალი. მე ვარ დარწმუნებული, ყველა ჩვენგანს სჯერა, რომ ეს ქვეყანა იმსახურებს უკეთესს მომავალს ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი ოჯახებისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის", — განაცხადა სერგი კაპანაძემ.
მისი თქმით, დღეს არის გამოწვევა, რომ ეს ეკონომიკური კრიზისი ყველამ ერთად დაასრულოს. კაპანაძემ აღნიშნა, რომ ეს ხელისუფლება ამ ხნის განმავლობაში ამოეფარა კორონათი გამოწვეულ კრიზისს, გადაგეს ნაბიჯები, რომლითაც მოკლეს ჩვენი ეკონომიკა. ხოლო დღეს, როდესაც ისინი უკვე ვეღარ აკავებენ ვირუსს, ქვეყანას აქვს გაცილებით ცუდი ეკონომიკური ვითარება, ვიდრე კარგი მთავრობის შემთხვევაში ექნებოდა.
"ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, რომ კონკრეტულ ნაბიჯებს გადავდგამთ და კონკრეტულ რეფორმებს განვახორციელებთ. ეს ვალდებულებებია:
- გადასახადების შემცირება სახელმწიფო ქონების ხალხისთვის გადაცემა, რაც მოიტანს იმას, რომ 2000 ლარით მეტი დარჩება თითოეულ ოჯახს და 100 000 სამუშაო ადგილი შეიქმნება;
- ბიუროკრატიული ხარჯები შემცირდება 2 მლრდ. ლარით, ამით გაორმაგდება პენსიები და სოციალური დახმარებები;
- კრიმინალი დამარცხდება;
- სასამართლოს რეფორმა, ნაფიცი მსაჯულების დანერგვა, რაც სასამართლოს სრულიად დამოკიდებელს გახდის.
ევროპული საქართველო არის კომპასი, რომელიც აჩვენებს, თუ საით უნდა ვიაროთ დღეს, რა არის სწორი გზა. ჩვენ ყველას ერთად გვაქვს კონკრეტული გეგმა, კომპეტენცია და სურვილი, რათა მოხდეს გარდამტეხი ცვლილებები და ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება გავისტუმროთ სახლში", — განაცხადა სერგი კაპანაძემ.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები