ლომია ფიქრობს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში "საჩუქრად" ჩატანილი და უკან დაბრუნებული ხატი ახლა "დევნილობაშია"
ფოტო: On.ge
ღიად პრორუსული პარტიის, პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი და პარლამენტის დეპუტატი გიორგი ლომია "დევნილად" მიიჩნევს ხატს, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში "საჩუქრად" ჩაიტანეს, მაგრამ უკანვე დაუბრუნეს. ხატი ენგურის ე.წ. გამშვებ პუნქტზეა დატოვებული.
"რაც შეეხება იმას, რომ ხატი უკვე სამი დღეა გამყოფ ხაზზე იმყოფება, ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ, ეს არის ის, რომ თუ ხატი იქნება დაბრუნებული, ეს ხატი იქნება დევნილობაში და აუცილებლად ოდესმე დაბრუნდება ისევ ილორის მონასტერში", — განაცხადა გიორგი ლომიამ.
იგი, ასევე, ამტკიცებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტი არ ყოფილა ფარული, თუმცა სურდათ დარჩენილიყო გაუხმაურებელ ფაქტად. მისივე მტკიცებით, რელიგიური თემებით "პიარის გაკეთბა" არ მოსწონთ.
"ეს არ იყო ფარული ვიზიტი, უბრალოდ, ეს არ იყო პოლიტიკური მიზნით შესრულებული ვიზიტი. ეს იყო ჰუმანიტარული აქცია, ასე ვთქვათ, რელიგიური აქცია. ჩვენ გვსურდა, რომ ჩაგვეტანა ხატი ილორის მონასტერში, რაც გავაკეთეთ და ეს უნდა დარჩენილიყო გაუხმაურებელ ფაქტად.
ჩვენ ამაზე პიარს არ ვაპირებდით და ჩვენი ჩვევა არ არის, რომ რელიგიურ თემაზე პიარი ავაგოთ, მაგრამ მოხდა ისე, რომ გახმაურდა ეს ამბავი. გახმაურდა ძალიან ცუდად. ჩვენ არ ვაპირებდით ამაზე პიარის გაკეთებას, მაგრამ მოხდა ისე, რომ მტრებმა გაახმაურეს და ცუდად გააპიარეს ეს ამბავი", — თქვა გიორგი ლომიამ.
პატრიოტთა ალიანსი ოკუპირებულ რეგიონში ისე ჩავიდა, რომ ეს ინფორმაცია დამალა. აფხაზეთში ვიზიტის შესახებ ამბავი მთავარმა არხმა გაავრცელა, მოგვიანებით კი ე.წ. აფხაზი ვეტერანების ორგანიზაცია არუაასმა დაადასტურა, რომ ისინი დე ფაქტო პრეზიდენტის თანაშემწეს, ლაშა საყანიას შეხვდნენ. თავდაპირველად საყანიამ ინფორმაცია უარყო, შემდეგ დაადასტურა და დე ფაქტო ოპოზიციის პროტესტის გამო ე.წ. თანამდებობაც დატოვა.
ორგანიზაცია არუაასა და აფხაზეთის ე.წ მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებმა ილორის ტაძრიდან პატრიოტთა ალიანსის ნაჩუქარი ხატი გაიტანეს და ენგურსი ხიდზე ე.წ. გამშვებ პუნქტთან მიიტანეს. როგორც აფსნიფაბლიკი წერს, ხატი ე.წ. მესაზღვრეებს გადასცეს. რაც შეეხება მის ტრანსპორტირებას, როგორც ისინი აცხადებენ, ეს საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უნდა გადაწყვიტონ.
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
-
რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია
გადახედვა
-
საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
Lion Auctions—ის ერთი წელი — მასშტაბური ავტოაუქციონი ბათუმში Lion Auctions—ის ერთი წელი — მასშტაბური ავტოაუქციონი ბათუმში
კომენტარები