უგულავა მის საარჩევნო პლაკატებზე ქართული ოცნების პლაკატების გადაკვრას ეხმაურება
ფოტო: ევროპული საქართველო
ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი ზუგდიდში, გიგი უგულავა, მის საარჩევნო პლაკატებზე ქართული ოცნების კანდიდატის, ირაკლი ჩიქოვანის, პლაკატების გადაკვრას ეხმაურება.
გიგი უგულავას თქმით, დღეს, როდესაც ზუგდიდში ჩამოდის გიორგი გახარია, ქართული ოცნების აქტივისტებმა გადაწყვიტეს, რომ მის პლაკატებზე გადაეკრათ ქართული ოცნების კანდიდატის პლაკატები, თითქოს მის გარდა სხვა ამ ქალაქში არ არსებობს. უგულავას თქმით, ეს არის შევარდნაძის დროინდელი ტაქტიკა, როდესაც ასფალტს მხოლოდ იმ გზაზე აგებდნენ, სადაც შევარდნაძე გაივლიდა.
გიგი უგულავა ამის საპასუხოდ, დღეს იმ ადგილებში, სადაც გიორგი გახარია გაივლის, გააკრავს პლაკატებს, რომლებზეც კარიკატურულად გამოსახულია ბიძინა ივანიშვილის გაძევება ზუგდიდიდან. გიგი უგულავას თქმით, 31 ოქტომბერს ივანიშვილს გააძევებენ არამარტო ზუგდიდიდან, არამედ მთლიანი საქართველოდან.
"დღეს ზუგდიდს სტუმრობს ბატონი გახარია და მთელი ღამის განმავლობაში ბატონი ჩიქოვანის, თანამედროვე კომკავშირელის, შტაბმა გადაწყვიტა, მისთვის საჩუქარი მიეძღვნა და იქ, სადაც გახარია გაივლის, იმ მარშრუტზე, ჩემს პლაკატებს გადააკრეს ბატონი ჩიქოვანის პლაკატები. სირცხვილია შევარდნაძის დროინდელი ტაქტიკით მუშაობა. ადრე, სადაც შევარდნაძე ჩამოდიოდა მხოლოდ, იქ აგებდნენ ასფალტს, ახლა გახარიას პლაკატები დაახვედრეს, თითქოს მე აქ არ ვარსებობ. ამიტომ ველურობაზე მე არ ვპასუხობ ველურობით და ჩვენს პლაკატებს, რომლებზეც კარიკატურულად გამოსახულია ბატონი ივანიშვილის გაძევება ზუგდიდიდან, ამ პლაკატებით დავხვდებით ბატონ პრემიერ-მინისტრს. დღეს მთელი დღე, როდესაც გახარია იმოძრავებს, მას დახვდება ივანიშვილი, რომელსაც ჩემოდანი აქვს ჩალაგებული და იპარავს ზუგდიდის აბრას. ეს არის ქართული ოცნების მდარე, პატარა, ველური სახე, თუმცა 31 ოქტომბერს მოხდება ის, რაც ამ კარიკატურაზეა აღწერილი, ზუგდიდის აბრას გავატანთ ბატონ ივანიშვილს საჩუქრად, ჩემოდანი ჩალაგებული აქვს და შესაბამისად მიბრძანდება არამარტო ზუგდიდიდან, არამედ მთლიანი საქართველოდან", — აცხადებს გიგი უგულავა.
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
კომენტარები