მცხეთის რაიონულ სასამართლოში დღევანდელ სხდომაზე აგარაკზე მყოფი პირები დაიკითხებიან
ფოტო: On.ge
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, დღეს, 21 აგვისტოს მცხეთის რაიონულ სასამართლოში, საქმის მოწმეების დაკითხვა დაიწყო. პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს.
ადვოკატების ინფორმაციით, მათთვის არ არის ცნობილი ბრალდების მხარე ვის წარადგენს მოწმეებად, თუმცა პროკურორმა, დავით ყაზარაშვილმა სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ დღეს მათ მოწმეებად აგარაკზე მყოფი პირები ეყოლებათ. მისი განცხადებით, ისინი იქნებიან აგარაკის პირველი ეპიზოდის, პირველი ჩხუბის მოწმეები და დაადასტურებენ, როგორც მერსედესის, ასევე ქამრის მგზავრების ჩხუბის მოტივს.
"მათ უნდა დაადასტურონ მოტივი. თუ რა მოტივი გააჩნდათ, როგორც მერსედესის, ასევე ქამრის მგზავრებს, და რატომ დაესხნენ ისინი თავს შემდეგ გიორგი შაქარაშვილს, გურამ ამირხანაშვილს და დანარჩენ პიროვნებებს. აგრეთვე, იკითხებიან საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩამტარებელი და მონაწილე პირები. რომლებიც დაადასტურებენ აღნიშნული მოქმედებების სისწორეს. როგორც მოგეხსენებათ აღნიშნული კონფლიქტი დაიწყო აგარაკზე, შესაბამისად ჩხუბი მოხდა აგარაკზე და მოტივიც უშუალოდ აქ წარმოჩინდა", — აცხადებს პროკურორი.
პროკურორმა ასევე, აღნიშნა, რომ დღეს მოწმეებად მათ ეყოლებათ ე. წ ნაძალადეველები, რადგან მოტივის კუთხით სწორედ ისინი არიან მნიშვნელოვანი.
სხდომაზე უკვე მივიდა ერთ-ერთი მოწმე, აგარაკის პირველ ეპიზოდში ფიგურანტი ნ.ხ.
20 აგვისტოს, არსებითი სხდომის დასრულების შემდეგ ადვოკატებმა განაცხადეს, რომ სასამართლო პროცესები ყოველდღიურ რეჟიმში, 21, 24 და 25 აგვისტოს ჩაინიშნა. ერთ-ერთი ბრალდებულის ზ.ხ-ს ადვოკატმა ეს შეაფასა, როგორც გადაწყვეტილება, სადაც "არცერთი არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები გათვალისწინებული არ არის".
ადვოკატის თქმით, უკვე სამი არასრულწლოვანი შიმშილობს: ზ.ხ, ლ. შ და ა.ქ. გელხაურის განცხადებითვე, ზ.ხ-სა და ლ..შ-ს კამერებიდან ტელევიზორები წაართვეს. საქმის პროკურორის, დავით ყაზარაშვილი აღნიშნულს არ ადასტურებს და ამბობს, რომ მას სჯერა ამას არავინ გააკეთებდა. ეს ინფორმაცია უარყო პენიტენციურმა სასმახურმაც.
შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 6 არასრულწლოვნის საქმე გამოძიებამ ცალკე გამოყო. მათგან ოთხს — ნ.ც-ს; ლ.შ-ს; ნ.ქ-ს და გ.მ-ს გამოძიება ედავება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ძალადობაში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას. ხოლო მათგან ორს — ზ.ხ-ს და ა.ქ-ს გარდა ამ მუხლებისა, გამოძიება ედავება განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას.
პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ ხუთ ადამიანს ბრალი 11 აგვისტოს დაუმძიმა. ვახტანგ ჩიქოვანს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არჩილ გაგნიძესა და არასრულწლოვნებს: ზ.ხ.-და და ა.ქ.-ს გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას ედავება. კერძოდ, პროკურატურა ამბობს, რომ მათ გიორგი შაქარაშვილი სცემეს და შემდეგ მდინარეში გადააგდეს, რა დროსაც ის გარდაიცვალა.
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები