დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, ბათუმში ორი კარავის დადგმაზე მუშაობენ, სადაც მოქალაქეებს უფასო ნებაყოფლობით ტესტირებას შეეძლებათ. გამყრელიძის თქმით, ეს მათ მისცემთ ინფორმაციას, ტრიალებს თუ არა აჭარის ტერიტორიაზე ინფექცია.

გარდა ამისა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე მან აღნიშნა, რომ, ძირითადად, ბათუმსა და ქობულეთში მომზადდება აღწერები, რამდენი ღამის კლუბი, ბუნგალო არის და რამდენი თანამშრომელი მუშაობს იქ.

გამყრელიძემ მოსახლეობას ჰიგიენური წესების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.