გიგა ბოკერია ფოთში მაჟორიტარად იყრის კენჭს
ფოტო: ანა ვახტანგაძე / On.ge
ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია ფოთში, ხობისა და სენაკის მაჟორიტარულ ოლქში იყრის კენჭს. ამის შესახებ მან პარტიის მიერ მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენის დროს განაცხადა.
"ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ სიახლე სჭირდება პოლიტიკას, საქართველოს. მე ვეთანხმები, სიახლე ყოველთვის საჭიროა. ჩემთვის, რომელიც 20 წელზე მეტია პოლიტიკაში ვარ, ძნელია რამე სიახლე შევთავაზო ჩემი სახით ხალხს. პირიქით, სიახლე იქნება, რასაც ბევრი ისურვებდა, რომ მე პოლიტიკად წავიდე. მაგრამ მაინც ვიფიქრე, რომ ჯერ პოლიტიკიდან წასვლის დრო არაა და რაღაც სიახლე უნდა შემეთავაზებინა. მე გადავწყვიტე, რომ პირველად ჩემს გრძელ პოლიტიკურ ცხოვრებაში მაჟორიტარად ვიყრი კენჭს ფოთში, ხობსა და სენაკში... ფოთში, ხობსა და სენაკში არა იმიტომ, რომ დედაჩემია იქ დაბადებული, არამედ იმიტომ, რომ ეს ნაწილი მთელ საქართველოშიც კი არის ყველაზე ევროპული ნაწილი", — განაცხადა გიგა ბოკერიამ.
დღეს, 3 აგვისტოს ევროპულმა საქართველომ რეგიონებში მაჟორიტარობის 14 კანდიდატი წარადგინა. როგორც დავით ბაქრაძემ განმარტა, დღეს გუნდის მხოლოდ ნაწილს დაასახელებენ და ნაწილი ღიად რჩება.
გარდა ამისა, აჭარის უმაღლესი საბჭოში ბათუმის მაჟრიტარობის კანდიდატი არის ვახტანგ კალოიანი, ხოლო ქედის, ხელვაჩაურის, შუახევისა და ხულოს — თემურ კახიძე.
რაც შეეხება თბილისს, რაც აქამდეც ცნობილი იყო, ვაკე-საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება ელენე ხოშტარია, ხოლო მთაწმინდასა და კრწანისში — შალვა შავგულიძე.
შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც მმართველი გუნდის ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა პირობა არ შეასრულა და პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩავარდა, ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში გადავიდა. საპროტესტო აქციების, პარლამენტის პიკეტირებების, აქციების დაშლისა და ფასილიტატორი ელჩების ჩართვის შემდეგ, ოპოზიცია და მმართველი გუნდი ახალ "თითქმის პროპორციულ" საარჩევნო სისტემაზე შეთანხმდა, რომლის მიხედვითაც პარლამენტში საარჩევნო სიით 120 დეპუტატი შევა, 30-ს კი მაჟორიტარულ ოლქებში აირჩევენ.
საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის ოქტომბერში სწორედ ამ სისტემით ჩატარდება.
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
კომენტარები