ადიგენის საჯარო რეესტრის უფროსი ბექა გოგრიჭიანი საკუთარ ეზოში დაჭრილი იპოვეს და უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, მას ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული და გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.

მომხდართან დაკავშირებით შსს გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის მუხლით აწარმოებს.