როგორ გავიგოთ, გვაქვს თუ არა ლაქტოზის აუტანლობა — სიმპტომები
მუცლის შებერილობა, დიარეა, მეტეორიზმი — ეს ის ნიშნებია, რომლებსაც ნებისმიერი ჩვენგანი ერთხელ მაინც შევუწუხებივართ. ფარმაცევტულ ინდუსტრიაში უამრავი მედიკამენტი ან დამხმარე საშუალებაა შექმნილი მსგავსი პრობლემების მოსაგვარებლად, თუმცა ნებისმიერი მათგანი უძლურია, თუ ეს ნიშნები რძის მიღებასა და ლაქტოზის აუტანლობასთანაა დაკავშირებული. რა არის ლაქტოზა და რატომ ხდება აუტანელი ჩვენი ყოფა თუნდაც ასე უწყინარი რძიანი ყავის მიღებისას? კიდევ უფრო დიდი პრობლემაა ლაქტოზის აუტანლობა ბავშვთა ასაკში, მაშინ როცა ბავშვის ძირითად რაციონს სწორედ რძე და მასზე მომზადებული პროდუქტები შეადგენს.
ლაქტოზა ნებისმიერი ცხოველური რძის ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტია. ლაქტოზა, იგივე რძის შაქარი, სწორედ ის ნივთიერებაა, რომლისგანაც ბავშვი საჭირო ენერგიის დიდ ნაწილს იღებს. გარდა ამისა, ლაქტოზა კალციუმის, თუთიის, მაგნიუმისა და რკინის შეწოვასა და ორგანიზმისთვის აუცილებელი ნაწლავის მიკროფლორის ჩამოყალიბებაში მონაწილეობს. ლაქტოზის გადამუშავებას ფერმენტი ლაქტაზა უზრუნველყოფს, რომელიც წვრილი ნაწლავის ლორწოვანში სინთეზდება. სწორედ ამ ჯადოსნური ფერმენტის, ლაქტაზის, უკმარისობა ან არარსებობა იწვევს ლაქტოზის, შესაბამისად, რძისა და მისი ნაწარმის, აუტანლობას.
როგორც წესი, ლაქტოზის აუტანლობა ბავშვობის ასაკში ვლინდება. განსაკუთრებით ხშირი ლაქტოზის აუტანლობა დღენაკლულ ბავშვებში გვხვდება. წარმოშობის მიხედვით ის შეიძლება იყოს პირველადი — ეს მსოფლიოში ლაქტაზის დეფიციტის ყველაზე ხშირი ფორმაა. ამ ტიპის დეფიციტი გენეტიკურია და თაობიდან თაობას გადაეცემა. მეორადი ლაქტაზის დეფიციტი მოზრდილ ასაკში ვლინდება და მისი მაპროვოცირებელი შეიძლება იყოს კუჭ-ნაწლავის ანთებითი დაავადებები, ხშირი ანტიბიოტიკოთერაპია ან ქიმიოთერაპია. თუმცა მეორადი ლაქტაზის დეფიციტი, როგორც წესი უმეტესწილად დროებითია და პირველადი დაავადების სიმძიმეს უკავშირდება. ასევე არსებობს მემკვიდრული ლაქტოზის აუტანლობა, რომელიც დაბადების პირველი დღეებიდანვე ვლინდება.
თუ თქვენ ან თქვენს პატარას რძის მიღებიდან ნახევარ სათში აღგენიშნებათ შემდეგი ნიშნები, რომლებიც საკმაოდ მკვეთრია და არასდროს რჩება ყურედღების მიღმა — თქვენ ლაქტოზის აუტანლობა გაწუხებთ:
- ნაწლავური კოლიკა კვების დროს ან კვების შემდეგ (30 წუთში);
- დიარეა ქაფიანი, თხევადი და მჟავესუნიანი განავლოვანი მასებით (დღეში 10-12-ჯერ). 10%-თან პათოლოგია, შესაძლოა, ყაბზობით გამოვლინდეს;
- მუცლის შებერილობა და აირების დაგროვება. როგორც წესი, ამ დროს ბავშვებს კარგი მადა აქვთ, ხარბად წოვენ ძუძუს, მაგრამ კვების დაწყებიდან რამდენიმე წუთში იწყებენ ტირილს, თავს ანებებენ ძუძუს წოვას და ფეხები მუცელთან მიაქვთ;
- ნაწლავთა გაძლიერებული ხმიანობა, ყურყური;
- წამოქაფება;
- მძიმე შემთხვევებში – წონის კლებაც კი...
ყველასთვის ნათელია, რამდენად მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ცხოველურ რძესა და მის პროდუქტებს ბავშვთა კვებაში. მათთვის რძე ან მასზე დამზადებული პროდუქტები თითქმის ყოველდღიურ რაციონს შეადგენს. ექიმთან ვიზიტისა და დიაგნოსტირების შემდეგ ასეთ პაციენტებს, როგორც წესი რძემჟავა პროდუქტების: ყველის, ხაჭოს, მაწვნის, ბიფიდობაქტერიების შემცველი იოგურტების — მიღება ნებადართული აქვთ, მაშინ როცა ხშირ შემთხვევაში საერთოდ უარის თქმა უწევთ ცხოველურ რძეზე და მის მიერ მოტანილ სიკეთეზე.
სწორედ ამ ფაქტორმა განაპირობა რძის წარმოებაში ულაქტოზო რძის გამოჩენა. ინოვაციური მეთოდის და პარმალატის ულაქტოზო რძის წყალობით შეგვიძლია ლაქტოზის აუტანლობასთან დაკავშირებული ყველა პრობლემა ერთდროულად მოვხსნათ და ამავდროულად ვისარგებლოთ ცხოველური რძის ყველა კვებითი ღირებულებით.
პარმალატის ინოვაციური ტექნოლოგიის წყალობით, ლაქტოზას მოლეკულები მარტივად შეწოვად საქარიდებად იშლება, თუმცა რძე მის კვებით ღირებულებას ინარჩუნებს — იგი მდიდარია ცილებით, კალციუმით, ვიტამინებითა და ყველა იმ აქტიური ნივთიერებებით, რომელთა მიღებაზეც ჩვენი და ჩვენი პატარას ჯანმრთელობაა დამოკიდებული.
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა
კომენტარები