ბრიტანელი მსახიობი პიტერ ვონი, რომელიც სამეფო კარის თამაშებში მეისტერ აემონის როლს ასრულებდა, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

BBC ამ ინფორმაციას მსახიობის აგენტზე დაყრდნობით ავრცელებს. პიტერ ვონი დღეს, 6 დეკემბერს დილით, საკუთარი ოჯახის წევრების გარემოცვაში გარდაიცვალა.