როგორ ვითარდება სამედიცინო-ესთეტიკური ინდუსტრია — Lumenis-ის გამოცდილება
თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად სხვადასხვა ინდუსტრიაში ახალ-ახალი შესაძლებლობები ჩნდება. გამონაკლისი არც თავის მოვლის სფეროა. ადამიანებს საშუალება ეძლევათ, ტექნოლოგიების დახმარებით სამედიცინო თუ ესთეტიკური სერვისები უფრო ხელმისაწვდომ ფასად და მეტად ეფექტიანად მიიღონ და დერმატოლოგიური, ვასკულარული თუ ჰორმონალური ცვლილებებისგან გამოწვეული პრობლემები მარტივად და უმტკივნეულოდ მოაგვარონ.
ამ სტატიაში მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე სამედიცინო და ესთეტიკური აპარატების ბრენდს, Lumenis-ს გაგაცნობთ. ბრენდის უპირატესობებსა და მისი ლაზერული აპარატების შესაძლებლობებზე Lumenis-ის ოფიციალური დისტრიბუტორის, კომპანია Re Dot-ის ხელმძღვანელი, ქეთი ახატნელი გვესაუბრა.
ქეთი გვიყვება, რომ საერთაშორისო ბაზარზე ლუმენისი სამედიცინო და ესთეტიკური აპარატების ბრენდების ტოპ ხუთეულში, გარკვეული პარამეტრების მიხედვით კი ტოპ სამეულშიც კი იკავებს ადგილს. ის ამ პოზიციაზე აპარატების ტექნიკური მონაცემებით — სიმძლავრით, უსაფრთხოების სისტემებით, გაგრილებისა და ვაკუუმ ტექნოლოგიების დახმარებით დგას.
ბრენდს 50-წლიანი ისტორია აქვს. ის ისრაელში შეიქმნა, თუმცა ამჟამად მისი აპარატების ნაწილების უმეტესობა გერმანული ან ამერიკულია. ამ პერიოდში ლუმენისმა თავისი პროდუქტებით სამედიცინო და ესთეტიკურ სფეროში დიდი ცვლილებები მოიტანა. ბრენდის მესვეურთა მთავარი მოტივაციაა, დანერგონ და განავითარონ ტექნოლოგიები, რომელთა დახმარებით ამა თუ იმ დერმატოლოგიური, კოსმეტოლოგიური თუ ქირურგიული პროცედურის ჩატარება მარტივი, უმტკივნეულო და ეფექტიანი იქნება.
ლუმენისი ლაზერული პროცედურებისას მაღალ ენერგიას იყენებს. თუმცა იმისათვის, რომ ამ ენერგიამ უარყოფითი შედეგები არ გამოიწვიოს, კომპანიის აპარატებში ვაკუუმ ტექნოლოგიაა ჩაშენებული, რომლის დახმარებით დამწვრობები და სხვა გვერდითი ეფექტები გამოირიცხება.
ლუმენისი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გვხვდება. საქართველოსა და აზერბაიჯანში მათი ოფიციალური წარმომადგენელი კომპანია Re Dot-ია. ეს უკანასკნელი მომხმარებლებს არა მხოლოდ სამედიცინო და ესთეტიკურ აპარატებს აწვდის, არამედ დაინტერესებულ პირებს პროფესიულ კურსებსაც სთავაზობს. კურსებზე კი აპარატების ფუნქციონალთან ერთად სამედიცინო საკითხებსაც, მათ შორის კანის სტრუქტურასა და თმის მახასიათებლებს, ასწავლიან და გამოცდების შემდგომ სერტიფიკატებსაც გასცემენ. როგორც ქეთი აღნიშნავს, მათთვის პრიორიტეტულია, ადამიანებმა, რომლებიც ამ სფეროში მუშაობენ, წარმატებას მიაღწიონ. "ეს ჩვენთვისაც წარმატებაა", — აღნიშნავს ის.
გარდა ამისა, Re Dot კიდევ უფრო მრავალფეროვან სერვისებსაც სთავაზობს სტარტაპებს თუ უკვე არსებულ კომპანიებს. კერძოდ, მათ საინჟინრო მომსახურებით, მარკეტინგული კამპანიებით, სოციალურ ქსელების მართვით, ვიდეო და ფოტოგადაღებით, ექიმების სერტიფიცირებითა და სხვა სერვისებით უზრუნველყოფს. "ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ისინი პროფესიონალებად ჩამოყალიბდნენ, რადგან ის, თუ როგორი შედეგი ექნებათ პაციენტებს ლუმენისის აპარატების დახმარებით, ექიმების შესაძლებლობებზე და კომპანიების გამართულობაზეცაა დამოკიდებული", — ამბობს ქეთი.
რაც შეეხება უშუალოდ თმის მოსაცილებელი ლაზერის ფუნქციებს, ქეთი გვიხსნის, რომ ბაზარზე არსებული სხვა დანადგარებისგან განსხვავებით, ლუმენისის აპარატებში იმპულსების რაოდენობა შეზღუდული არაა. ვაკუუმ ტექნოლოგიის დახმარებით, გაშვებული ენერგია მხოლოდ თმაში არსებული მელანინის მიერ შთაინთქმება და ის უშუალოდ თმის ძირებში მიემართება. რაც მთავარია, ერთსა და იმავე ადგილას რამდენჯერმე ლაზერის გადატარება საჭირო აღარ ხდება, ენერგიას კანში არსებული მელანინი არ შთანთქავს და პაციენტი დაცულია დამწვრობების, სიწითლეებისა თუ სხვა გართულებებისგან. ეს ტექნოლოგია მათ საშუალებას აძლევს, იმუშაონ უფრო მაღალი ენერგიით, რაც ბუსუსოვან თმასაც უმკლავდება და პროცედურის ჩატარებას ნებისმიერი ტიპის კანზე ხდის შესაძლებელს. რაც მთავარია, პროცედურა სრულიად უმტკივნეულოა და სასურველი შედეგი მოკლე ვადაში დგება.
კორონავირუსმა დაბრკოლებები Re Dot-საც შეუქმნა, თუმცა ეს პერიოდი მაინც ნაყოფიერად გამოიყენეს და ცნობიერების ამაღლების მიზნით სოციალურ ქსელებში კამპანია წამოიწყეს. "გვინდოდა, მომხმარებლებისა თუ იმ ადამიანებისთვის, ვინც ამ სფეროში მუშაობს, გვეთქვა, რა მნიშვნელობა აქვს პროცედურების უსაფრთხოდ ჩატარებას. მიგვეწოდებინა ინფორმაცია, რომ მაქსიმალური შედეგის მისაღებად საჭირო არაა აპარატების ნაწილების ხშირი ცვლა. გარდა ამისა, ლუმენისი ბიზნესებს მხარს უჭერს და ზაფხულის ბოლომდე აპარატებზე კოლოსალურ ფასდაკლებას ვთავაზობთ ყველა დაინტერესებულ კომპანიას", — ამბობს ქეთი.
ის აღნიშნავს, რომ ბრენდის ტოპ-ხუთეულში ყოფნისა და მაღალი ღირებულების მიუხედავად, ქართული რეალობის გათვალისწინებით, მაინც შეძლეს, აპარატები მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომ ფასად მიეწოდებინათ. ასევე, ისინი სხვადასხვა რანგის, ფუნქციებისა და, შესაბამისად, სხვადასხვა ფასის აპარატებს სთავაზობენ მომხმარებლებს. ზოგიერთი აპარატი მრავალფუნქციურია — თმის მოშორების გარდა, ერთდროულად დერმატოლოგიურ თუ ვასკულარულ პრობლემებსაც აგვარებს.
ფოტო: Re Dot
ფოტო: Re Dot
ქეთი ამბობს, რომ ლუმენისის აპარატები საქართველოში ოცამდე წამყვან სამედიცინო - ესთეტიკურ ცენტრში და სალონური ტიპის დაწესებულებაში შეგხვდებათ. კუზანოვის კლინიკა, ჩაჩავას კლინიკა, ნუაჟი, დერმა, Befancy, Nail Club - ნუცუბიძე და სხვა წამყვანი კომპანიები უკვე იყენებენ მას. როგორც ქეთი აღნიშნავს, ამ კომპანიებს განსაკუთრებით უდგანან მხარში. "ჩვენ მათ ბიზნესის განვითარებაში ვეხმარებით, მხარს ვუჭერთ მარკეტინგული თუ სხვადასხვა პროექტის დაგეგმვის კუთხით", — ამბობს ის.
სამომავლოდ გეგმავენ, სამედიცინო და ესთეტიკურ ინდუსტრიაში არსებულ სხვა ბევრ კომპანიამდე მიიტანონ თავიანთი სათქმელი და შესაძლებლობა მისცენ მათ, მაღალი ხარისხის პროდუქტის დახმარებით თავიანთი სერვისები გააუმჯობესონ. გარდა ამისა, სურთ, საზოგადოებაში შეცვალონ მიდგომა სხვადასხვა პროცედურის, მათ შორის თმის მოცილების შესახებ. როგორც ქეთი ამბობს, სურს, ბევრმა გაიგოს, რომ თმის მოსაცილებლად სამედიცინო-ესთეტიკურ ცენტრებში ყოველთვიური ვიზიტი მრავალი წლის განმავლობაში საჭირო არაა, არამედ მხოლოდ რამდენიმე პროცედურაც საკმარისია იმისათვის, რომ სასურველ შედეგს ყოველგვარი გართულების გარეშე მიაღწიო.
გაიგეთ მეტი: Lumenis Georgia
კომენტარები