სუს-ის მედიის საქმიანობაში ჩარევა პოლიტიკური ზეწოლაა — ლანა გალდავა
ფოტო: ლელო საქართველოსთვის
სუს-ის მიერ ქართველი ჟურნალისტების სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაბარება დეზინფორმაციის გავრცელების მოტივით, (მარნეულში თანხის გადახდის სანაცვლოდ გარდაცვალების მიზეზად კორონავირუსის დასახელებასთან დაკავშირებით) ლელო საქართველოსთვის სარევიზიო კომისიის მდივანი ლანა გალდავა პოლიტიკურ ზეწოლად მიიჩნევს.
"უსაფრთხოების სამსახური უნდა ემსახურებოდეს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და იყოს მასმედიის დამცველი. ამის ნაცვლად, მხოლოდ ავტორიტარულ რეჟიმს აყალიბებს", — აცხადებს ის.
"სუს-ის მიერ ჟურნალისტურ საქმიანობაში უხეშად ჩარევა გვაფიქრებინებს, რომ საქმე გვაქვს პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტ ძალოვან უწყებასთან, რომელიც მუდმივად შიშის დასათესად გამოიყენება. მაშინ, როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დუმდა, ფეისბუკის მიერ თავისი პლატფორმიდან არაავთენტური ქცევის მიზეზით, 418 ქართული ანგარიშის წაშლა უყურადღებოდ დატოვეს. ასეევე დუმილია რუსეთიდან მომავალ კიბერშეტევებზე და არავინ ახსენებს პეტერბურგის ჯგუფს, რომლის მთავარი სამიზნე ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების არქიტექტურის დემონტაჟია," —განაცხადა ლანა გალდავამ.
ლელო საქართველოსთვის სარევიზიო კომისიის მდივანმა ქვეყნის სამსახურში მყოფ მედიასა და ჟურნალისტებს მხარდაჭერა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მასმედიის დამცველად უნდა მოგვევლინოს, სუსი კი არაპროფილურად ერევა მედიის საქმიანობაში.
"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, იმის ნაცვლად, რომ გამოავლინოს ჯაშუშები, რომლებიც ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს საფრთხეს უქმნიან, ქართველი ჟუტრნალისტების სადამსჯელო მიზნებით უწყებაში დაბარებით არის დაკავებული. მაშინ, როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მასმედიის დამცველად უნდა მოგვევლინოს," — განაცხადა ლანა გალდავამ.
მისი თქმით, უსაფრთხოების სამსახური ჟურნალისტების დაბარებით კი არა, ქალაქის მერით უნდა დაინტერესდეს, რომელმაც ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე დადო სისხლით დაფარული სამი მედიის ლოგოს პოსტერი და სიძულვილის ენით მოიხსენიებს მედიას.
"თანამდებობის პირისთვის მიუღებელია, სიძულვილის ენით დაემუქრო მედიას, რომ "ცხვირ-პირში მუშტი მოხვდებათ". მე რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს წარმოვადგენდე, სტრუქტურაში შევქმნიდი დეზინფორმაციის წინააღმდეგ სპეციალურ უწყებას, რომლის დანიშნულებაც იქნებოდა არა ქართველი ჟურნალისტების დევნა, არამედ საქართველოს წინააღმდეგ მტრულად განწყობილი უცხო ქვეყნების მიერ მხარდაჭერილი დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა. სამწუხაროდ, ამ ხელისუფლების პირობებში არ არსებობს როგორც ქვეყნის განვითარების, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების ხედვა. დღეს კი გვაქვს მოცემულობა, რომ ამ ქვეყანაში მხოლოდ ბიძინა ივანიშვილია სუვერენიტეტის და სტაბილურობის გარანტი, რაც ავტორიტარული რეჟიმის გამოვლინებაა," — განაცახადა გალდავამ
-
"განვიხილეთ საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობა" — ირაკლი კობახიძე ანტონიო გუტიერეშს შეხვდა "განვიხილეთ საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობა" — ირაკლი კობახიძე ანტონიო გუტიერეშს შეხვდა
გადახედვა
-
EU-მა და 50-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა — განცხადებას აშშ არ შეუერთდა EU-მა და 50-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა — განცხადებას აშშ არ შეუერთდა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
კომენტარები