მზად ვართ, გამოვნახოთ კომპრომისი, რომ ფრონტერამ გარკვეული პირობებით მუშაობა გააგრძელოს — მინისტრის მოადგილე
ფოტო: ეკონომიკის სამინისტრო
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, დავით თვალაბეიშვილი ამბობს, რომ ისინი მზად არიან კომპრომისზე წავიდნენ, რათა კომპანია ფრონტერას მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა მიეცეს. როგორც თვალაბეიშვილი ამბობს, კომპანიის მხრიდანაც გარკვეული გარანტიები უნდა მიიღონ.
გარდა ამისა, დავით თვალაბეიშვილი აცხადებს, რომ საერთაშორისო არბიტრაჟში დავის დასრულების შემდეგ დარჩა გარკვეული კითხვები, როგორც კომპანია ფრონტერას, ასევე ამერიკელი პარტნიორების მხრიდან.
"ჩვენ მზად ვართ ეს საკითხები გავიაროთ კომპანიასთან და ვეცადოთ, გამოვნახოთ იმგვარი კომპრომისი, რომ შესაძლებელი იყოს კომპანია ფრონტერას მიერ არსებულ საბადოებზე გარკვეული პირობებით მუშაობის გაგრძელება, რა თქმა უნდა, მისი მხრიდან შესაბამისი გარანტიის მიღებით. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ მოვუწოდებთ კომპანია ფრონტერას, რომ შეხვედრა შედგეს, რათა ეს საკითხები განვიხილოთ", — განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.
ფრონტერას საქმე
Frontera Resources ამერიკაში დაფუძნებული კომპანიაა, რომლის მიზანიც ნავთობისა და გაზის მოპოვებაა. კომპანია ფრონტერა რისორსიზ ჯორჯიამ საქართველოში მუშაობა 1997 წლიდან დაიწყო და ამ ხნის განმავლობაში მათ არაერთხელ გამოუცხადებიათ, რომ გაზის დიდი მარაგს მიაგნეს. სახელმწიფო და ფრონტერა ერთმანეთს საარბიტრაჟო სასამართლოში ედავებოდნენ, რაც არაერთხელ გახდა პოლიტიკური სპეკულაციების საგანი.
საარბიტრაჟო სასამართლოში სსიპ საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს, სს ნავთობისა და გაზის კორპორაციასა და კომპანია ფრონტერა რისორსიზ ჯორჯიას შორის დავა დასრულდა. სახელმწიფო ორგანიზაციები აცხადებდნენ, რომ არბიტრაჟი მოიგეს და მათი მოთხოვნების უმეტესობა დააკმაყოფილეს, რასაც ფრონტერა უარყოფდა და მათ კომპანიის დისკრედიტაციის მცდელობაში ადანაშაულებდა.
ასევე, სააგენტო და კორპორაცია აცხადებდნენ, რომ საარბიტრაჟომ ფრონტერას მხრიდან კონტრაქტის დარღვევა დაადგინა, რაც მათ ხელშეკრულების გაწყვეტის უფლებას აძლევდა. ფრონტერა ამასაც უარყოფდა.
ამის მიუხედავად, ნავთობისა და გაზის კომპანიაში აცხადებდნენ, რომ ფრონტერას აცნობეს და კონტრაქტი ავტომატურად ჩაითვლება შეწყვეტილად მასში განსაზღვრული ვადის ამოწურვისას (ამა წლის 27 ივლისს). ასევე, ისინი მოუწოდებდნენ ფრონტერას, შეესრულებინა საარბიტრაჟო ტრიბუნალის გადაწყვეტილება, ქართული მხარისათვის მიკუთვნებული თანხების (დაახლოებით 6 მლნ. აშშ დოლარი) გადახდის ჩათვლით.
ამ მოვლენების პარალელურად, ამერიკელმა სენატორებმა და კონგრესმენებმა საქართველოში ამერიკული კომპანიებისა და ბიზნესის შევიწროების გამო სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოსა და ფინანსთა მინისტრს, სტივენ მნუჩინს წერილით მიმართეს. წერილის ავტორები სენატორები ტედ კრუზი და ჯონ კორნინი, ასევე, კონგრესმენები ჯოდი არინგტონი და მარკვეინ მალინი იყვნენ.
კანონმდებლები აღნიშნავდნენ, რომ საქართველოში მუშაობაში ხელი შეეშალა კომპანია ფრონტერას და მას ფაქტობრივად გაძევებით ემუქრებიან. მათივე თქმით, იმავე პრობლემას წააწყდა Conti Group ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, რამაც პროექტის შეფერხება გამოიწვია.
ამასთან, სენატორები აცხადებდნენ, ქართული ბიზნესები და ფინანსური სისტემა, უკვე წლებია (2013 წლიდან), გვერდს უვლის ამერიკულ სანქციებს ირანთან დაკავშირებით.
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა
კომენტარები