ციფრული ტექ-ფესტივალის aTech Restart პირველი დღე წარმატებით გაიხსნა
ფოტო: აჭარაბეთი
18 ივნისს, აჭარაბეთისა და სტარტაპ გრაინდის პირველი ერთობლივი ღონისძიება - aTech Restart ციფრული ტექ-ფესტივალი, თემაზე - ტექნოლოგიური ადაპტაცია ახალ რეალობასთან, ოფიციალურად გაიხსნა. ფესტივალში ჩართვა შეუძლიათ როგორც ჰაკათონის მონაწილეებს, ასევე, სპიკერების მოხსენებებით დაინტერესებულ მსმენელებს.
პირველ დღეს, დამსწრეების წინაშე ექვსი სპიკერი წარსდგა, რომელთაც აუდიტორიას მათი მრავალწლიანი გამოცდილება გაუზიარეს ისეთ თემებზე, როგორიცაა გართობის ინდუსტრიის მომავალი, სოციალური გეიმინგი, მომხმარებლის გამოცდილება და ა.შ.
18 ივნისის სპიკერები იყვნენ:
- დავით ჩეჩელაშვილი — გართობის ინდუსტრიის მომავალი
- სოფიო გაჩეჩილაძე — მომხმარებლის გამოცდილება - ქვესტი სტარტაპების წარმატებისთვის
- გიორგი ტაბიძე — ქსელური ეფექტების გამოყენება ციფრულ პროდუქტებსა და სერვისებში
- ირაკლი მიქიაშვილი — როგორ ვითამაშოთ კარიერაში
- ირაკლი დავარაშვილი — პირველი ქართული ინტერაქტიული კინო - თამაში
- მარკ რეინ-ჰაგენი — სინერგიული სთორითელინგი: კრეატიული სოციალური გეიმინგი 2.0
გახსნის დღესვე, ჰაკათონის მონაწილეებს კონკურსის წესების გააცნეს და ბრიფი წარუდგინეს:
მთელი მსოფლიო დიდი გამოწვევის წინაშეა, ფაქტია, რომ მსოფლიო აღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო პანდემიამდე, Covid-19 დიდ გავლენას გარემოზე და გვიწევს სწრაფი ადაპტირება შეცვლილ ახალ რეალობასთან. იცვლება წესები, ქცევები და ფორმები, ადამიანებს მოუწიათ სახლში ყოფნა და ისწავლეს ბევრი რამის დისტანციურად კეთება. შეძლებისდაგვარად ყველა საქმიანობამ გადაინაცვლა ონლაინ, გამკაცრდა უსაფრთხოების ზომები და პარალელურად გაჩნდა ახალი შესაძლებლობებიც.
პრობლემას წარმოადგენს ის, რომ პანდემია თავის კვალს ამჩნევს გართობის ფორმებსაც. კიდევ დიდი ხანი ვერ გავერთობით იმ ხერხებით, რომლითაც ვერთობოდით, დღესდღეობით ადამიანები ძველებურად ვეღარ ხვდებიან ერთმანეთს, იმატა თავისუფალმა დრომ, მაგრამ იმატა სტრესმაც. შესაბამისად, გაჩნდა მოთხოვნა გართობის ახალი გზების საძიებლად, რომელიც იქნება უფრო უსაფრთხო და დიდი ვარაუდით დისტანციური. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, გუნდებს დაევალათ, წარადგინონ იდეა, თუ როგორ შეიძლება გავერთოთ მომავალში ტექნოლოგიების დახმარებით შეცვლილი რეალობის გათვალისწინებით, ონლაინ, უსაფრთხოების ზომების დაცვით და უნდა შეიმუშავონ ამ იდეის რეალური ტექნოლოგიური გადაწყვეტილების გზები.
კონკურსში წინასწარ დარეგისტრირებული გუნდები მონაწილეობენ. გუნდებში მაქსიმუმ 4 ადამიანი ერთიანდება. მათ პროექტების წარსადგენად 24 საათი მიეცათ.
გამარჯვებულებისთვის კომპანია აჭარაბეთმა დამატებით 20 000-ლარიანი საპრიზო ფონდი გამოყო, გამარჯვებული გუნდი ასევე დამატებით სტარტაპ გრაინდის რეგიონალურ კონფერენციაზე შეძლებს კომპანიის წარდგენას და სილიკონ ველის ინვესტორებთან შეხვედრას.
დღეს, 19 ივნისს, 18:00 საათზე მონაწილეები მენტორებს შეხვდებიან. შემდეგ კი ღონისძიებას 20:00 საათიდან კიდევ ექვსი ქართველი და უცხოელი სპიკერი გააგრძელებს.
19 ივნისს ფესტივალზე წარდგებიან:
- ზურა ჯიშკარიანი — ციფრული ასისტენტები და ავატარ-თერაპია
- ლაშა ჯოჯუა — NOOPS & RPA
- არჩილ ვარშანიძე — MVP - Most Valuable in Product
- ვახო მდივანი — მარკეტინგის გემიფიკაცია
- ემი პეკი — მომავალი არ გაშუქდება: ჩვენი მომავლის ვირტუალური, შეცვლილი და შერეული რეალობა
- კოტე ხუციშვილი — გუნდის კმაყოფილება, როგორც საუკეთესო შედეგების წინაპირობა
ტექ-ფესტივალზე დასწრება თავისუფალია. მასზე დასასწრებად მიჰყევით ამ ბმულს. ფესტივალი 21 ივნისს დასრულდება.
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა
გადახედვა
-
როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს
-
გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება
-
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია
-
თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს" თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს"
გადახედვა
-
სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება
-
მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა
გადახედვა
-
თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
-
"გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე "გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
-
ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
კომენტარები