მედიაში გაჟღერებული განცხადებები აზიანებს გამოძიების ინტერესებს — სუსი გაბუნიას საქმეზე
ფოტო: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, რუსეთის მოქალაქე, ვასამბეგ ბოკოვის დაკავების საქმეზე მასმედიის საშუალებებში თემის განხილვის დროს, რიგ შემთხვევებში, კეთდება ისეთი სახის უპასუხისმგებლო განცხადებები, "აზიანებს გამოძიების ინტერესებს". უწყებაში ამბობენ, რომ ამ პროცესში ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალსაც შეიძლება ჰქონდეს გადამწყვეტი მნიშვნელობა. სუსი მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ ამ საქმის საჯარო განხილვისგან:
"გვსურს ცალსახად აღვნიშნოთ, რომ გამოვთქვამთ მზადყოფნას, კანონით დადგენილი წესისა და პროცედურის დაცვით, ნებისმიერი პირისაგან მივიღოთ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია და მოვუწოდებთ საზოგადოებას, ითანამშრომლონ გამოძიებასთან. [...] ჩვენს მიერ გახმოვანდა მხოლოდ ის ინფორმაცია, რაც, ჩვენი თვალთახედვით, მნიშვნელოვანი და აუცილებელი იყო საზოგადოების სწორი ინფორმირებისთვის და არ დატოვებდა სივრცეს მანიპულირებისთვის. ნებისმიერი სახის ინფორმაციის გავრცელებამ, შესაძლოა, დააზიანოს მთავარი საჯარო ინტერესი —დადგინდეს საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტება".
გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის საქმე
15 ივნისს, ჯერ ტელეკომპანია ფორმულამ, შემდეგ კი მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი გეგმავდა. გვარამიას თქმით, გაბუნიას რამდენიმე თვის განმავლობაში უთვალთვალებდნენ, საქმის გამოძიება კი თავდაპირველად უკრაინაში დაიწყო. გვარამია აღნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც უკრაინელმა სამართალდამცავებმა საქმე საქართველოს გადმოსცეს, ქართულმა მხარემ ეს "დიდი ლობის" პროვოკაციად ჩათვალა.
"ჩვენი ინფორმაციით, იყო რამდენიმე ჯგუფი, რომელიც აკონტროლებდა მარშრუტს პირველ საფეხურზე. მოძრაობის დადგენის შემდეგ, მეორე საფეხურზე იყო შემოსული ქილერი, რომელსაც უნდა განეხორციელებინა, ასე ვთქვათ... ის, რასაც ქილერები ახორციელებენ ზოგადად და ის, რაც იყო დაგეგმილი", — თქვა გვარამიამ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქე შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში დააკავეს. თუმცა, უწყებაში არ აკონკრეტებენ საქმე ეხება თუ არა მთავარი არხის წამყვანის, გიორგი გაბუნიას დაგეგმილ ლიკვიდაციას.
გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის საქმეს გამოეხმაურა რამზან კადიროვიც. როგორც მან განაცხადა, თუ ვინმე მისი დავალებით იმოქმედებს, "მას შეასრულებს". განცხადება მან ტელეგრამის მეშვეობით გაავრცელა. ამასთან ის გაბუანის კიდევ ერთხელ დაემუქრა და პუტინის გინებისთვის "მუხლებზე დაჩოქება" და "ბოდიშის მოხდა" მოითხოვა.
გაბუნიას გინება პირდაპირ ეთერში — რა მოხდა
2019 წლის ივლისში, გიორგი გაბუნიამ, რომელიც მაშინ რუსთავი 2-ზე მუშაობდა, პირდაპირ ეთერში წამყვანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს აგინა. მან არაეთიკურად და შეურაცხმყოფლად მოიხსენია პუტინის გარდაცვლილი მშობლებიც. მაშინდელმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ თქვა, რომ არხი კატეგორიულად არ იზიარებს გამოხატვის მსგავს ფორმას, მიუხედავად იმისა, რომ, შესაძლოა, პოზიციას ეთანხმებოდნენ. ამ ყველაფერს ტელევიზიასთან საპროტესტო აქციები მოჰყვა. ორგანიზატორები ითხოვდნენ, რომ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიასა და ჟურნალისტს გიორგი გაბუნიას არხი დაეტოვებინა.
საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა გიორგი გაბუნიას განცხადება ქვეყნის წინააღმდეგ ომად შეაფასეს. კახა კალაძემ თქვა, რომ ამას მკაცრი რეაგირება უნდა მოჰყვეს და ქვეყნისთვის საფრთხის შექმნას არ დაუშვებენ. მსგავსი შინაარსის განცხადებები ჰქონდათ პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარესაც. პრეზიდენტიც იმავე აზრზეა და ფიქრობს, რომ ეს ქცევა ან "ახალი ომის პროვოცირებას ემსახურება", ან "რევანშია დაუსრულებელ გადატრიალებაზე". რამდენიმე საათში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საერთაშორისო ორგანიზაციებს "ამ ქცევის" შეფასება სთხოვა.
პატრიოტთა ალიანსის წევრმა, ადა მარშანიამ გაბუნიას დაპატიმრება მოითხოვა და ამისთვის მთავარ პროკურორს, შალვა თადუმაძეს მიმართა.
გინებას გამოხმაურება მოჰყვა რუსულ მედიაშიც. ოკუპანტ ქვეყანაში წამყვანის ქცევა პროვოკაციად შეაფასეს. დუმის დეპუტატები ჟურნალისტის სამართლებრივ დასჯას და მის რუსეთში ექსტრადირებას ითხოვდნენ. განცხადება გააკეთა პუტინმაც და თქვა, რომ "ასეთი ადამიანების წინააღმდეგ საქმის აღძვრა დიდი პატივია".
"ვიღაც გამოვიდა, რაღაც წამოროშა, საკუთარი თავის რაღაცად წარმოსაჩენად. მის შესახებ არავინ არაფერი იცოდა, ახლა ყველა მასზე ლაპარაკობს", — თქვა პუტინმა გაბუნიაზე.
ბოდიშის მოხდა და დევნის დაწყება კი ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა მოითხოვა. მან გაბუნიას გადამალვა ურჩია, "რადგან მსოფლიოში არის მილიონობით ახალგაზრდა, რომელთაც უყვართ პუტინი" და "პირველივე შემხვედრი გაუკეთებს მას იმას, რაც დაიმსახურა".
-
ივა კუზანოვი, გია მურღულია, ნუგზარ რუხაძე — ვის მიენიჭა "საპატიო თბილისელის" წოდება? ივა კუზანოვი, გია მურღულია, ნუგზარ რუხაძე — ვის მიენიჭა "საპატიო თბილისელის" წოდება?
გადახედვა
-
ვალერი გელაშვილი საგადასახადო ჯარიმის გამო ბიზნესს ყიდის და ვენესუელაში გადადის საცხოვრებლად ვალერი გელაშვილი საგადასახადო ჯარიმის გამო ბიზნესს ყიდის და ვენესუელაში გადადის საცხოვრებლად
გადახედვა
-
თბილისში ახალგაზრდა კაცმა საკუთარი ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანება მიიღო თბილისში ახალგაზრდა კაცმა საკუთარი ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანება მიიღო
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ნაპოლეონის საიდუმლო წერილი გაშიფრეს — აი, რა წერია შიგნით ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ნაპოლეონის საიდუმლო წერილი გაშიფრეს — აი, რა წერია შიგნით
გადახედვა
-
"თანამესაკნემ დილით საპირფარეშოში ჩამომხრჩვალი იპოვა, სასჯელს 20-კაციან საკანში იხდიდა" — პენიტენციური გარდაცვლილ პატიმარზე "თანამესაკნემ დილით საპირფარეშოში ჩამომხრჩვალი იპოვა, სასჯელს 20-კაციან საკანში იხდიდა" — პენიტენციური გარდაცვლილ პატიმარზე
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური რუსთავის N17 დაწესებულებაში პატიმრის გარდაცვალებას ადასტურებს — უწყების ვერსიით, პატიმარმა თავი მოიკლა პენიტენციური სამსახური რუსთავის N17 დაწესებულებაში პატიმრის გარდაცვალებას ადასტურებს — უწყების ვერსიით, პატიმარმა თავი მოიკლა
გადახედვა
-
მოქალაქის განცხადებით, ოზურგეთში სასწრაფოს მანქანა ტრაქტორის დახმარების გარეშე პაციენტამდე ვერ მიდის — ვიდეო მოქალაქის განცხადებით, ოზურგეთში სასწრაფოს მანქანა ტრაქტორის დახმარების გარეშე პაციენტამდე ვერ მიდის — ვიდეო
გადახედვა
-
4 მუნიციპალიტეტში საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართა — 4-ვეში "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა 4 მუნიციპალიტეტში საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართა — 4-ვეში "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა
გადახედვა
-
"ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით "ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან
გადახედვა
-
ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება
გადახედვა
-
გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
გადახედვა
-
პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი
გადახედვა
-
არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს
გადახედვა
-
მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია
გადახედვა
-
ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს
გადახედვა
კომენტარები