რა უნდა ვიცოდეთ ონკო-გინეკოლოგიურ დაავადებებზე?
ფოტო: თოდუას კლინიკა
მსოფლიოს ონკო-გინეკოლოგიურ დაავადებებში მძიმე სტატისტიკა აქვს: ყოველწლიურად 1 მლნ-ზე მეტი შემთხვევა რეგისტრირდება და ქალების 60%, იმავე მსოფლიო სტატისტიკით, რეპროდუქციული ასაკისაა.
კიბოსთან ბრძოლა გონებაში იწყება. ცნობიერების ამაღლება, დროული დიაგნოსტიკის კულტურა ადრეულ ასაკშივე უნდა დაინერგოს, რათა თავიდან ავიცილოთ ონკოლოგიური პათოლოგიის ჩამოყალიბება, -— ამბობს ონკო-გინეკოლოგი, აკად. ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრის ქირურგიული გინეკოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი ნინო ჩოგოვაძე, რომელსაც ონკო-გინეკოლოგიურ პათოლოგიებზე სასაუბროდ ვეწვიეთ.
აქვე აღვნიშნავთ, რომ პანდემიის პერიოდში თოდუას ცენტრს არცერთი დღით არ შეუწყვეტია ონკოპაციენტების მიღება და მათი მკურნალობა.
-ქალბატონო ნინო, რომელია ყველაზე გავრცელებული ონკო-გინეკოლოგიური დაავადებები საქართველოში?
ქალის ონკოლოგიური დაავადებებიდან, გავრცელების სიხშირის მიხედვით, ძუძუს კიბოს შემდეგ, მოდის საშვილოსნოს ყელის ავთვისებიანი სიმსივნე, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, ყოველწლიურად 270 000 ქალის სიკვდილის მიზეზი ხდება; საკვერცხეების ავთვისებიანი სიმსივნე, ენდომეტრიუმის, ანუ საშვილოსნოს შიდა ლორწოვანი გარსის, ე.წ. საშვილოსნოს ტანის სიმსივნე, გარეთა სასქესო ორგანოების კიბო (ვულვის კიბო). ასეთი სურათია როგორც მსოფლიო პოპულაციაში, ისე საქართველოში.
რა სიმპტომები ახასიათებს ონკო-გინეკოლოგიურ დაავადებებს?
ხშირ შემთხვევაში შესაძლოა, სიმპტომები მკაფიოდ გამოხატული არ იყოს და სხვა, ნაკლებად სერიოზულ მდგომარეობებს მიეწეროს. სწორედ ეს წარმოადგენს საშიშროებას, რადგან პაციენტი მხოლოდ კიბოს შორსწასულ, დაგვიანებულ სტადიაზე დიაგნოსტირდება.
კიბოსგან გადარჩენის მაჩვენებლები კი მნიშვნელოვნად იცვლება კიბოს დაგნოსტირებისას მისი სტადიის შესაბამისად და სწორედ ამიტომ არის საჭირო რეგულარული მონიტორინგი. გარდა ამისა, ქალმა ნებისმიერი დისკომფორტის შემთხვევაში, იქნება ეს საშვილოსნოდან პათოლოგიური გამონადენი, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, წვა, ქავილი და ა.შ., აუცილებლად უნდა მიმართოს გინეკოლოგს.
მოკლედ რომ განვიხილოთ თემა: ქალის ასაკი და ონკო-გინეკოლოგიური დაავადებები. არსებობს თუ არა ასაკის მიხედვით საყურადღებო მომენტები?
- რა თქმა უნდა, არსებობს. ქალის ორგანიზმი ცხოვრების მანძილზე პუბერტატიდან მენოპაუზამდე სხვადასხვა ეტაპს გადის და თითოეული ეტაპი განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს.
კერძოდ კი, ეს ეტაპებია:
პუბერტატი, ანუ სქესობრივი მომწიფება. მისი მაჩვენებელი გოგონებთან არის მენარქე (პირველი მენსტრუაცია). ეს, დაახლოებით, 10 წლის ასაკში იწყება.
პირველი გამოკლვევა სასურველია პირველი მენსტრუაციის შემდეგ, რათა შეფასდეს რეპროდუქციული სისტემის ანატომიურ-ფუნქციური თავისებურებები.
11-12 წლის ასაკში გოგონებს უნდა ჩაუტარდეთ პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. პაპილომა არის ვირუსული ინფექცია, რომელიც სქესობრივი გზით გადადის და საყურადღებოა იმის გამო, რომ მას შეუძლია, საშვილოსნოს ყელის კიბო გამოიწვიოს. ეს კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ქალებში კიბოსთან ასოცირებული სიკვდილიანობის მიზეზებს შორის მეორეა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ საზოგადოებრივი ჯანდაცვის გლობალურ პრობლემად არის მიჩნეული.
11-14 წლის პერიოდში ულტრაბგერითი კვლევა უკვე შესაძლებელია, ხოლო სქესობრივი ცხოვრების დაწყებიდან 1 წელიწადში პაპ ტესტის ყოველწლიურად გაკეთება აუცილებელია.
რეპროდუქციული ასაკი, რომელიც მოიცავს, პირობითად, 15-49 წელს და განსაკუთრებულად მაღალი რისკ-ჯგუფია.
ამ ასაკში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა რეპროდუქციული ორგანოების კიბოს წინარე დაავადებების გამოვლენას.
აუცილებელია რეგულარული სკრინინგი: Pap ტესტი, რომელიც საშვილოსნოს ყელის ნაცხის გამოკვლევას გულისხმობს; კოლპოსკოპია, ანუ საშვილოსნოს ყელის მიკროსკოპით დათვალიერება; მცირე მენჯის ორგანოების ულტრაბგერითი კვლევა.
საშვილოსნოს ყელის სკრინინგული გამოკვლევა პაციენტმა უნდა ჩაიტაროს 21 წლის ასაკიდან 65 წლამდე ან სქესობრივი ცხოვრების დაწყებიდან 6 თვეში. შემდეგ კი ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.
გამოკვლევა ტარდება ჩივილების მიუხედავად, რადგან ჩივილები, სამწუხაროდ, მხოლოდ კიბოს გვიან სტადიებზე ვლინდება.
მენოპაუზის, ანუ მენსტრუაციის სრულად შეწყვეტის შემდეგ ქალის ორგანიზმი განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. ამ ასაკში მატულობს საკვერცხისა და საშვილოსნოს ტანის კიბოს განვითარების რისკი.
რეპროდუქციული ჰორმონების ბუნებრივი შემცირება მთელ ორგანიზმზე აისახება: ამაზე რეაგირებს გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემები, იცვლება კანისა და ძვლის სიმკვრივე, საშოს ლორწოვანი და ა.შ.
მენოპაუზის პერიოდში მიზანშეწონილია, რეგულარულად ჩატარდეს:
დენსიტომეტრია - ძვლის მინერალური სიმკვრივის განსაზღვრა, რომლითაც მარტივად დგინდება ოსტეოპოროზის ხარისხი; ლიპიდოგრამა, კოაგულოგრამა, მცირე მენჯის ექოსკოპია, სარძევე ჯირკვლის გამოკვლევა; კალციუმის, ვიტამინი D-ს, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების შეფასება სისხლში.
ამ პარამეტრების ნორმის ფარგლებში შენარჩუნება ჯანმრთელი ცხოვრებისთვის აუცილებელია.
რას სთავაზობს დღეს თოდუას სამედიცინო ცენტრის გინეკოლოგიური დეპარტამენტი პაციენტებს სკრინინგის, დიაგნოსტირებისა და მკურნალობის მიმართულებით?
დავიწყოთ იმით, რომ ჩვენ არ ვართ შეზღუდული რაიმე კონკრეტული მიმართულებით და პაციენტს ვთავაზობთ გამოკვლევისა და მკურნალობის სრულ სპექტრს.
ჩვენს განყოფილებაში ტარდება საშვილოსნოს ყელის ისეთი აუცილებელი გამოკვლევები, როგორიც არის კოლპოსკოპია და PAP ტესტი, რომლებზეც ზემოთ ვისაუბრეთ; ასევე, ტარდება ულტრაბგერითი გამოკვლევა, რომელიც ასევე სკრინინგულ მეთოდად მიიჩნევა დღეს გინეკოლოგიაში, რათა დაავადებები საწყის ეტაპზე გამოვავლინოთ. თუ უფრო რთულ შემთხვევებთან გვაქვს საქმე, მაშინ მცირე მენჯის მაგნიტო-რეზონანსულ ტომოგრაფიას ვიყენებთ.
კლინიკაში გვაქვს უახლესი თაობის, 6 ერთეული მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფი, 5 კომპიუტერული ტომოგრაფი, ასევე, ვატარებთ პოზიტრონულ-ემისიურ ტომოგრაფიას, ე.წ. PET/CT-ს, რომელიც ონკოლოგიური დაავადების გავრცელებას გვიჩვენებს.
ჩვენს ულტრათანამედროვე მორფოლოგიურ ლაბორატორიაში შესაძლებელია ყველანაირი კვლევის ჩატარება, რასაც დიდი როლი აქვს გინეკოლოგიური დაავადებების გამოვლენასა და მკურნალობაში.
ვხელმძღვანელობთ საერთაშორისო გაიდლაინებით და მკურნალობა ინდივიდუალურია ყველა შემთხვევაში.
რაც შეეხება ქირურგიას, ოპერაციული გინეკოლოგის განყოფილებაში ვატარებთ ყველა სახის გინეკოლოგიურ ოპერაციას. პათოლოგიების ქირურგიული მკურნალობისთვის ვიყენებთ ქირურგიული მიდგომის სრულ სპექტრს - ვაგინალურ ქირურგიას, მუცელკვეთას, ანუ ლაპაროტომიას და ლაპაროსკოპიული მეთოდს.
დიდი სიამაყით მინდა ვთქვა, რომ თოდუას კლინიკაში გვაქვს ულტრათანამედროვე საოპერაციო, რომელიც აღჭურვილია უახლესი აპარატურით და ქირურგიული ინსტრუმენტებით. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია 3D ლაპაროსკოპია, რომელიც განაპირობებს საოპერაციო ველის საუკეთესო სივრცობრივ ვიზუალიზაციას და ქირურგიული მანიპულაციის სიზუსტეს.
რადგან დღეს ონკო-გინეკოლოგიურ დაავადებებზე ვსაუბრობთ, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ვატარებთ ონკო-გინეკოლოგიურ ოპერაციებს როგორც ღია ქირურგიით, ისე ლაპაროსკოპიული მიდგომით. ლაპაროსკოპიული ქირურგია ნაკლებად ტრავმული მეთოდია, რაც მნიშვნელოვნად აჩქარებს პაციენტის პოსტოპერაციულ რეაბილიტაციას. პაციენტის კმაყოფილება კი ჩვენთვის ყველაზე დიდი ჯილდოა.
-
რა შედეგები მოაქვს სკოლებში Google-ის AI-ს გამოყენებას? — მოსწავლეების გამოცდილება რა შედეგები მოაქვს სკოლებში Google-ის AI-ს გამოყენებას? — მოსწავლეების გამოცდილება
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი გალელი ქართველებისთვის გვარისა და ეროვნების შეცვლის შესაძლებლობას განიხილავს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი გალელი ქართველებისთვის გვარისა და ეროვნების შეცვლის შესაძლებლობას განიხილავს
გადახედვა
-
ნახეთ ვიდეო: ჰუმანოიდ რობოტებს უჩვეულო აღსასრული დაუდგათ — ისინი თხევად ფოლადში ხტებიან ნახეთ ვიდეო: ჰუმანოიდ რობოტებს უჩვეულო აღსასრული დაუდგათ — ისინი თხევად ფოლადში ხტებიან
გადახედვა
-
2026 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი მაგდა მიქაბერიძე გახდა 2026 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი მაგდა მიქაბერიძე გახდა
გადახედვა
-
მერიამ კომპანია "სმარტ სოლუშენსი" რუსთაველის გამზირზე 24-საათიანი სამუშაოების შეჩერებისთვის კიდევ ერთხელ დააჯარიმა მერიამ კომპანია "სმარტ სოლუშენსი" რუსთაველის გამზირზე 24-საათიანი სამუშაოების შეჩერებისთვის კიდევ ერთხელ დააჯარიმა
გადახედვა
-
სპეციალური პენიტენციური სამსახური: N6 დაწესებულებაში სრული სიმშვიდეა სპეციალური პენიტენციური სამსახური: N6 დაწესებულებაში სრული სიმშვიდეა
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძე: მეექვსე მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში ვითარება დაძაბულია საბა სხვიტარიძე: მეექვსე მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში ვითარება დაძაბულია
გადახედვა
-
ირაკლი ჩხვირკია პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას აპირებს ირაკლი ჩხვირკია პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას აპირებს
გადახედვა
-
ლატვიამ თავისუფლება, უსაფრთხოება და ევროპა აირჩია — სალომე ზურაბიშვილმა ანდრის კულბერგსს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა ლატვიამ თავისუფლება, უსაფრთხოება და ევროპა აირჩია — სალომე ზურაბიშვილმა ანდრის კულბერგსს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
გადახედვა
-
ზურაბ ჭავჭანიძის თქმით, საპროცესო შეთანხმება ერთი თვის წინ მოითხოვა, თუმცა პასუხი არ მიუღია ზურაბ ჭავჭანიძის თქმით, საპროცესო შეთანხმება ერთი თვის წინ მოითხოვა, თუმცა პასუხი არ მიუღია
გადახედვა
-
ფიზიკოსებმა აღმოაჩინეს ზეგამტარი, რომელიც დროის სიმეტრიას "არღვევს" ფიზიკოსებმა აღმოაჩინეს ზეგამტარი, რომელიც დროის სიმეტრიას "არღვევს"
გადახედვა
-
დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს გადმოსცა კაცი, რომელიც დისშვილს წლების განმავლობაში აუპატიურებდა დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს გადმოსცა კაცი, რომელიც დისშვილს წლების განმავლობაში აუპატიურებდა
გადახედვა
-
მასკი თავის კომპანიას სახელის გადარქმევას უპირებს — AI "ხელოვნური" აღარც SpaceX-ში იქნება მასკი თავის კომპანიას სახელის გადარქმევას უპირებს — AI "ხელოვნური" აღარც SpaceX-ში იქნება
გადახედვა
-
გიორგი კაკაურიძე: მასწავლებლის ხელფასი საათზე დაახლოებით 2 ლარით მოიმატებს გიორგი კაკაურიძე: მასწავლებლის ხელფასი საათზე დაახლოებით 2 ლარით მოიმატებს
გადახედვა
-
ადვოკატი: რუსთავის N6 პენიტენციური დაწესებულებაში 6-მა პატიმარმა გიორგი დავითაძის სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა დაიწყო ადვოკატი: რუსთავის N6 პენიტენციური დაწესებულებაში 6-მა პატიმარმა გიორგი დავითაძის სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა დაიწყო
გადახედვა
-
ესპანეთის პრემიერმინისტრმა რიგგარეშე არჩევნები დანიშნა ესპანეთის პრემიერმინისტრმა რიგგარეშე არჩევნები დანიშნა
გადახედვა
-
ევროკომისიამ ზრდის გეგმის ფარგლებში მოლდოვას €157 მილიონი გამოუყო ევროკომისიამ ზრდის გეგმის ფარგლებში მოლდოვას €157 მილიონი გამოუყო
გადახედვა
-
ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის ფარგლებში 166 მეტრი სიმაღლის თაღოვანი ხიდი შენდება ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის ფარგლებში 166 მეტრი სიმაღლის თაღოვანი ხიდი შენდება
გადახედვა
-
სეს-მა ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის გამო ობიექტს საქმიანობა შეუჩერა სეს-მა ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის გამო ობიექტს საქმიანობა შეუჩერა
გადახედვა
-
კანაფის მოხმარება ძალადობის გაზრდილ რისკთან დააკავშირეს — ახალი მასშტაბური კვლევა კანაფის მოხმარება ძალადობის გაზრდილ რისკთან დააკავშირეს — ახალი მასშტაბური კვლევა
გადახედვა
-
ოკლაჰომაში არსებული კრატერი 100 მილიონი წლით ახალგაზრდა აღმოჩნდა, ვიდრე მიგვაჩნდა ოკლაჰომაში არსებული კრატერი 100 მილიონი წლით ახალგაზრდა აღმოჩნდა, ვიდრე მიგვაჩნდა
გადახედვა
კომენტარები